კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 დავით ზაალიშვილი – ბორჯომის უკეთესი მომავლისათვის

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

 დავით ზაალიშვილი რამდენიმე თვეა, ქალაქ ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელია, იქამდე ჰქონდა საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება და საკუთარი რაიონის, ქალაქისა და თანამოქალაქეების სიყვარული, რომელთა აზრიც ბორჯომის განვითარების პროცესის დაგეგმვაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ღირსეული და სასახელო წინაპართა ოჯახიდან წამოსული კაცი მუდმივად გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა ასევე ღირსეულად გააგრძელოს ოჯახური ტრადიცია და თავისი კვალი დატოვოს ბორჯომის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
– ბატონო დავით, როგორ მოხვდით სახელმწიფო სამსახურში და რა გზა გაიარეთ დღემდე?
დავით ზაალიშვილი: 2015 წელს ბორჯომში ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა ტრანსპორტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლდით. 2018 წელს გადავედი დასუფთავება-კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019 წლის 8 აპრილს გავხდი ქალაქ ბორჯომის  მერის პირველი მოადგილე, ამ წლის  28 თებერვლიდან დღემდე ვარ მერის მოვალეობის შემსრულებელი.
– ბორჯომი დღემდე მწვანე ზონად რჩება კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ალბათ, ბევრს მუშაობდით ქალაქის დაცვისთვის ვირუსის გავრცელებისგან.
– ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოში ვირუსის გავრცელება, როდესაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გავხდი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით,  მთელი რესურსი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გვქონდა მომართული და გვეამაყება, რომ ბორჯომს და მთლიანად სამცხე-ჯავახეთს მწვანე ზონის სტატუსი აქვს.
– თუმცა, პარალელურად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორიციელებას ახერხებდით. მოგვიყევით, რა კეთდებოდა კონკრეტულად.
– დიახ, პარალელურად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობდით – დღეს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი კეთდება ბორჯომში. განსაკუთრებით გამოვყოფ ისტორიულ პროექტებს, რომლებიც ბორჯომის ისტორიას ქმნის, მაგრამ წლების განმავლობაში არანაირი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ეს არის  რომანოვების დროინდელი მუსიკალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა და სულ ორჯერ თუ ექნება რეაბილიტაცია ჩატარებული. ამჟამად ამ ისტორული შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს. ასევე დავიწყეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელმაც
არაერთი  ნიჭიერი და დღეს ყველასთვის ცნობილი თაობა გამოზარდა. გვაქვს ისეთი ტურისტულად აქტიური ადილები, როგორიცაა ტაბაწყური, ბალანთა, მონეთი და ჭიხარულა, სადაც არასდროს ყოფილა მოწესრიგებული მისასვლელი გზა. ჩვენ დავიწყეთ 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.  გარდა ამისა, უამრავი პროექტი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში წყალთან, გზებთან, სკვერებისა და  სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებით. მალე ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი პირველი „კუკუშკის“ „ბიუსტის“ რეაბილიტაცია დასრულდება, ეს ადგილი ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. ბორჯომის თითქმის ყველა რაიონში ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღია. წელს დავასრულეთ წაღვერში კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე ისტორიული შენობაა და კომუნისტების შემდეგ არავის გაურემონტებია. ვცდილობთ, რეგიონში, რაც შეიძლება, მეტი ტურისტულად დატვირთული ლოკაცია გვქონდეს.
– როგორი მომზადებული შეხვდა ბორჯომი ტურისტულ სეზონს?
– ბორჯომში  ტურისტული სეზონი 15 ივნისს გავხსენით.  მზად ვართ ბევრი ტურისტი მივიღოთ. ხშირად მქონდა მოსმენილი, რომ დამსვენებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდენენ ცენტრალურ პარკში შესასვლელად ფასიანი ბილეთების არსებობასთან დაკავშირებით. მინდა, გავახარო ჩვენი პარკის სტუმრები და ვუთხრა, რომ წლის ბოლომდე სრულიად უფასოდ შეძლებენ ესტუმრონ ბორჯომის ცენტრალურ პარკს. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შევუწყვეთ  ხელი პარკში თვითდასაქმებულებს და ბიუჯეტში შესატანი იჯარების 20-40 პროცენტი შეღავათი გავუკეთეთ. ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტად გამოვაცოცხლოთ პარკი და მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის.
– ცოტა ხნის წინ დასრულდა ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის – მრავალწლიანი ხიდის რესტავრაცია.
– ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით, შეიძლება ითქვას, დაიშალა და ახლიდან აშენდა ეს ისტორიული ხიდი, რომელიც ცენტრალურ პარკსა და პატარა პარკს აკავშირებს ერთმანეთთან. მოგეხსენებათ, ბორჯომი ბორჯომის წყალთან და ირემთან ასოცირდება – ზუსტად ის ვიზუალი მიეცა ამ ხიდს,
გავალამაზეთ, გავაფართოეთ და მალე სახელსაც შევურჩევთ.  
– ამბობენ, რომ ქალაქის პრობლემების გადაჭრის პროცესში ბორჯომელების აზრსაც აქტიურად ითვალისწინებთ.
– მინდა, რომ იმ ადამიანებთან, ვისაც წლების განმავლობაში ბევრი სიკეთე გაუკეთებია ამ ქალაქისთვის, რომლებიც ბორჯომის საპატიო მოქალაქეები არიან, ხშირი და აქტიური კომუნიკაცია მქონდეს. სწორედ ამ ხალხისგან არის ჩამოყალიბებული ბორჯომში საზოგადოებრივი დარბაზი. ვიკრიბებით ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, მაინტერესებს მათი შეხედულებები და ბიუჯეტსაც მათთან ერთად გავდივარ.
– ბორჯომში ბევრი სოციალური პროექტი ხორციელდება, რითიც ცდილობთ, ბორჯომელებს არსებული პრობლემები შეუმსუბუქოთ. კონკრეტულად რა მიმართულებით ეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს?
– ვეხმარებით ჯანდაცვის მიმართულებით. მრავალშვილიან ოჯახებს, სადაც 4 და მეტი ბავშვია, ვუხდით კომუნალურ გადასახადებს და ყოველთვიურად 250-დან 300 ლარამდე ვურიცხავთ, სანამ ბავშვები სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ. ვეხმარებით ომში დაღუპულების ოჯახებს და ასე შემდეგ. დაახლოებით, 35-მდე პროგრამა გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვცდილობთ, ჩვენი ბიუჯეტი გონივრულად გადავანაწილოთ ჩვენს მოქალაქეებზე.
– ბორჯომის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდშიც ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების დღეისათვის მართლაც მიზერული საფასურია.
– ბორჯომში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 20 თეთრია, ვამაყობ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, მახსოვს, მაშინ არავის სჯეროდა, რომ ამ ტარიფით მოგებაზე გავიდოდით, მაგრამ ეს რეალობაა, რომლის შენარჩუნებასაც დღემდე ვახერხებთ.
– თქვენი შემართება არ უკვირთ ბორჯომში, რადგან აქ ყველამ იცის თქვენი წინაპრების საამაყო ისტორიები. ჩვენი მკითხელისთვის წარმოადგინეთ თქვენი ოჯახი.
– ძლიერი ოჯახიდან ვარ და ჩემი ანაზღაურება არ არის ოჯახის მთავარი შემოსავალი, ამიტომ, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩემს ქალაქს მოვახმარო. მინდა,  ჩემმა შვილებმაც ისევე იამაყონ ჩემით, როგორც მე ვამაყობ ჩემი მშობლებით, ბებიითა და ბაბუებით. ბებიაჩემი – ვენერა ბლიაძე ბორჯომის პირველი რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელი იყო მისი გახსნის დღიდან. რომ გარდაიცვალა, საფლავამდე ქალებმა აასვენეს. მეორე რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელი გახლდათ ბაბუაჩემი – ვაჟა ლომიძე. მეორე ბაბუა – ვალერიან ლომიძე, რაც თავი მახსოვს, გაზეთ „ბორჯომის“ რედაქტორია. ბევრი გაჭირვება გამოიარა, მშიერს გვამყოფებდა და გაზეთს მაინც უშვებდა. ისეთი წინაპრები მყავს, რომ არ მაქვს მათი სახელის შერცხვენის უფლება. მინდა, მათი საამაყო გზა ღირსეულად გავაგრძელო და ჩემი კვალი დავტოვო ჩემი ქალაქის განვითარების ისტორიაში.


скачать dle 11.3