კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ჯუმბერ ვარდმანიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  პროფესორ ჯუმბერ ვარდმანიძეს 2017 წლიდან უკავია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. მან პოსტის დაკავების წუთიდან დაიწყო ზრუნვა მუნიციპალიტეტის პრობლემებსა და გასაჭირზე, სადაც მისი მერობის პერიოდში ბევრი საჭირო და საინტერესო პროექტი განხორციელდა, რა გზა გაიარა ჯუმბერ ვარდმანიძემ ხელვაჩაურის მერობამდე და  რა შეიცვალა აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად ბატონმა ჯუმბერმა გვიპასუხა.
  მინი დოსიე: 1985-1987 წლებში სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1987-1992 წლებში – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
  1992-1996 წლებში გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.
  2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია.
– ბატონო ჯუმბერ, როდის დაიკავეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია?
– 2017 წლის ნოემბრიდან გახლავართ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის მერი და მეამაყება, რომ ამ ხნის განმავლობაში შევძელით, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი განგვეხორციელებინა.
– რა გზა გაიარეთ დღემდე?
– 1992 წლიდან გახლდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 2003 წლიდან ვმუშაობ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ამჟამად გახლავართ ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2014 წლის 14 ივლისიდან ვიყავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხოლო ამავე წლის 23 ივლისიდან – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
– როგორც ვიცით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არაერთი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ჩამოგვითვალეთ, კონკრეტულად რა პროექტებია?
– მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სოფელ კაპრეშუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაწყებულია შენობის გარე ფასადისა და შიდა კედლების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია. კომპანია „მშენებელმა“ სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
  სოციალური სახლისთვის გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვადრატული მეტრია. სახლში სულ 39 ბინა იქნება, აქედან 10 ბინა – ოროთახიანი (ფართობი – 55 კვადრატული მეტრი), 25 – სამოთახიანი (75 კვადრატული მეტრი), ხოლო 4 ბინა – ოთხოთახიანი (95 კვადრატული მეტრი).
მუნიციპალიტეტის მერია უკვე მე-4 სოციალურ სახლს აშენებს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის. 2016 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ბინით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 73 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა.
  წყალმომარაგების მიმართულებით სასმელი წყლის სისტემის მოწყობის 2 მსხვილი პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა, 2020 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა 3 ერთეული სასმელი წყლის ჭაბურღილის სისტემა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 396 589 ლარი დაიხარჯება. შედეგად სასმელი წყლით დამატებით 1 263 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე ეტაპზე, მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა სასოფლო გზების არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის 9 პროექტი ხორციელდება. გზების მოწესრიგებისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 589 975 ლარს შეადგენს.
  წარმატებით ხორციელდება მეწყერსაშიშ ზონაში არსებული საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი კედლების მოწყობის პროგრამა. პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და უხვი ნალექის მოსვლის დროს ხშირია მეწყრული პროცესები. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება  ფერდდამცავი კედლისა და დამცავი გაბიონის მოწყობის 44 პროექტი. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 697 655 ლარი დაიხარჯება.
  დასასრულს უახლოვდება სოფელ ავგიის დაწყებითი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის განხორციელებისათვის 222 923 ლარია გამოყოფილი.
აქტიურ ფაზაშია სოფელ სალიბაურში, ახალსოფელსა და ჭარნალში ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის პროცესი, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის, ჯამში, 477 735 ლარი დაიხარჯება.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებთან ერთად, მიმდინარე წელს ვგეგმავთ ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას, პროექტის ღირებულება  2 335 400 ლარს შეადგენს. ასევე, რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია არმირებული ბეტონის საფარით, გარდა ამისა ვგეგმავთ, შევიძინოთ 399 870 ლარის ღირებულების 2 962 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც ასევე შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას მოხმარდება. სოფელ მახოში მოეწყობა მინი-სპორტული მოედანი. წყალმომარაგების მიმართულებით კი სოფელ ქვედა სამებასა და წინსვლაში დაგეგმილია სასმელი წყლის ჭაბურღილების, რეზერვუარებისა და მაგისტრალების სისტემების მოწყობა.
  ასევე, ჩვენი მიზანია მაჭახლის ხეობაში, ეროვნული პარკის მიმდებარედ შევქმნათ მაჭახლის დაცული ლანდშაფტი. მიმდინარე ეტაპზე პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. პარალელურ რეჟიმში, პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტების წარმომადგენლობასთან. ასევე, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ამოქმედების მხარდაჭერის მიზნით დაწყებულია თანამშრომლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ჩეხეთის საელჩოს შორის. მიმდინარე ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულია საგრანტო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩეხეთის საელჩოს მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას. საგრანტო პროექტი ითვალისწინებს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვისა და მისი განვითრების სტრატეგიების შემუშავებას, დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრებისა და სამედიცინო პუნქტების მოწყობას, დაცულ ტერიტორიაზე ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, ასევე, ხეობაში ჩაისა და სხვა ტრადიციული კულტურების აღდგენის პერსპექტივას.
აღნიშნული პროექტების განხორციელებაში დიდი მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან, რაც უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას და გვაიმედებს, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი და განვითარებული გახდება.

скачать dle 11.3