კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 „იმერმედი“ – სანდო გარემო, პროფესიონალების გუნდი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  საქართველოში  უამრავი მრავალპროფილური კლინიკა არსებობს. აღსანიშნავია იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი „იმერმედი“, რომელიც არა მარტო თერჯოლის, არამედ ტყიბულის, რაჭა-ლეჩხუმის, ზესტაფონისა და ზოგადად, იმერეთის მოსახლეობას ემსახურება.
  რა განაპირობებს პაციენტების ნდობასა და არჩევანს? პროფესიონალების გუნდი, კომფორტული და უსაფრთხო გარემო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ექოსკოპიის უახლესი მულტიმედიური მრავალფუნქციური აპარატი.
  სამი წლის არსებობის განმავლობაში კლინიკის რეიტინგი დღითიდღე იზრდება, რაც განაპირობებს მადლიერ პაციენტთა რაოდენობას. იმერეთის სამხარეო სამედიცინო  ცენტრის „იმერმედის“ ბაზაზე ახლახან გაიხსნა ვასილ ვერულაშვილის სახელობის მეორე დონის სამშობიარო სახლი, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი კატეგორიის ექიმებით,  მეან-გინეკოლოგებით, ანესთეზიოლოგებითა და რადიოლოგებით.
  კლინიკა „იმერმედი“, სწორედ, ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ, მიიღოთ სრული მომსახურება და ჩაიტაროთ ლაბორატორიული კვლევები, ზუსტი ანალიზი და მოემზადოთ დედობისათვის.
  მინდია კოპალეიშვილი (სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი):  სამეანო სამსახური მოწოდებულია,
გაუწიოს კონტროლი, ჩაუტაროს კონსულტაციები და თუ საჭიროა, შესაბამისი მკურნალობა ორსულ ქალბატონებს. გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობა  ბუნებრივი პროცესია, ორსული არ არის ავადმყოფი და პაციენტი. ორსულებსა და მშობიარეებს ჩვენ ოჯახის წევრებად და მეგობრებად მივიჩნევთ. ვცდილობთ, მათთვის შევქმნათ ოჯახური გარემო, რომელიც
მშობიარეს უმცირებს ტკივილებს, უადვილებს მშობიარობას, რაც მთელი სამშობიარო პროცესის სწორად წარმართვის წინაპირობაა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ თანამედროვე გაიდლაინებით და მათზე დამყარებული პროტოკოლებით. კლინიკაში მუშაობენ  როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მაღალკვალიფიციური მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები, განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და დამხმარე საშუალებებით. ზოგადად, კლინიკა „იმერმედი“ წარმოადგენს მაღალი სტანდარტის მქონე სამედიცინო ცენტრს. მისი ლაბორატორია დარეგისტრირდა ESFEQA საიტზე, რაც იმას ნიშნმავს, რომ „იმერმედის“ ლაბორატორიიდან პერიოდულად გადაიგზავნება საკონტროლო შრატები და ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში მიღბული შედეგები გადამოწმდება გერმანიაში, კომპანია ESFEQA-ში. კლინიკას აქვს ანალიზის უახლესი აპარატი, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული ლაბორატორიული კვლევები. ანალიზატორი ჩართულია გარეხარისხის კონტროლში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა 100-პროცენტიანი სიზუსტით შესრულდება.  ზემოთ აღნიშნული პირობები იძლევა მშობიარობის სწორი წარმართვისა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების გარანტს.
  მაია კვეტენაძე (ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი):  ძალზედ მნიშვნელოვანია  სამშობიარო სახლში ნეონატოლოგიური სამსახურის არსებობა,
რადგან ეს არის დარგი, საიდანაც იწყება სიცოცხლე. ნეონატოლოგია გულისხმობს 0-დან 28 დღემდე ჩვილის მკურნალობასა და მეთვალყურეობას. მსგავსი სერვისის არსებობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი აპარატურითა და მაღალკვალიფიციური გუნდით –  ეს სრული  კომფორტია, რაც „იმერმედის“ სახლშია შექმნილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კლინიკა ,,იმერმედი“ არის დედისა და ახალშობილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარანტი.
  სამი წელია ქალაქ თერჯოლაში ფუნქციონირებს ჩვენი კლინიკა, რომელიც დაარსების დღიდან პასუხობს ყველა გამოწვევას და ყოველდღიურად ვითარდება, ფართოვდება და ხვეწს მომსახურების სტანდარტებს. თერაპიული, ქირურგიული, ნევროლოგიური, პედიატრიული, ინფექციური, პალიატიური, კარდიოლოგიური, ფსიქიატრიული, რეანიმაციული და ახლად გახსნილი სამშობიარო   განყოფილებები დაკომპლექტებულია ადგილობრივი და მოწვეული გამოცდილი სპეციალისტებით,  ექიმებითა და პროფესორებით.
  „იმერმედი“ განაგრძობს  განვითარებას. მიმდინარეობს მიმღები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის (ემერჯენსის) განახლება და გეგმიური დიალიზის ცენტრის აღჭურვა.
  სამწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მნიშვნელოვანია მადლიერ პაციენტთა სიმრავლე. საიუბილეო თარიღი  კლინიკამ  ქვეყანაში არსებული  პანდემიური
მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკის თანამშრომელთა წრეში სიმბოლურად აღნიშნა. გამონაკლისის სახით მხოლოდ ქალაქ თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ლაშა გოგიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც კლინიკას წარმატებები უსურვა და გვერდით დგომა აღუთქვა. კლინიკის დამფუძნებელმა,  ბატონმა ვლადიმერ კეპულაძემ თანამშრომლებს მადლობის სიგელები და ფულადი პრემიები გადასცა. ისაუბრა კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმებზე. მისივე ინიციატივით, ყველა მშობიარე და ახალშობილი კლინიკაში ყოფნის დროს უზრუნველყოფილნი იქნებიან ჰიგიენითა და კვებით. ხოლო კლინიკიდან გაწერის შემდეგ თითოეული მათგანი მიიღებს ახალშობილთა სასაჩუქრე ნაკრებს.
  „იმერმედი“ არის მაღალი სტანდარტის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია პაციენტის კეთილდღეობაზე. ჩვენი გუნდის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას!

скачать dle 11.3