კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 თამუნა ლეკვეიშვილი: ყველა დიეტა დავიცავი, რაც კი არსებობს, „სასიკვდილოს“ ჩათვლით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობს, თამუნა ლეკვეიშვილს, ხშირად უწევს გარდასახვები. მკლავზე წნევის აპარატჩამოკიდებულ, კაპას მეგრელ დედას და აუტანელ დედამთილს რომ თავი დავანებოთ, განსაკუთრებულად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლშია შეუდარებელი. როგორც თავად ამბობს, რისკიანიცაა და იღბალიც მის მხარესაა, ყოველდღურად კი, უამრავი ადამიანის სითბოსა და სიყვარულს იღებს.
  თამუნა ლეკვეიშვილი: ხშირად იმიჯის შეცვლა არ მიყვარს, თუმცა როლებისა და გადაღებების გამო იძულებული ვარ. იმდენად ხშირად მიწევს გარდასახვები, შეიძლება ამის გამოა, რომ ცხოვრებაში ნაკლებად მაქვს სურვილი, გარეგნობაში რამე შევიცვალო. როლებით გამოწვეული იმიჯის ცვლილებებით ვკმაყოფილდები და ყოველდღიურობაში მირჩევნია, რეალური თამუნა ვიყო.
– ზოგადად, რომელი წლიდან დაიწყე პრანჭვა? და თუ ჩაგიტარებია საკუთარ გარეგნობაში ექსპერიმენტები და მერე გინანია?
– სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა მაშინ დავიწყე. პრანჭია ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი. თმა პირველად მეათე კლასში შევიღებე, მაკიაჟის გაკეთება კი სტუდენტობის დროს დავიწყე. რაც შეეხება ექსპერიმენტებსა და სინანულს – ერთხელ თმა მოკლედ შევიჭერი, გავიღიავე და გავხდი „რიჟა“. არ მომეწონა, გადავიღებე წითლად. არც ეს მომეწონა და გადავიღებე ბადრიჯნისფრად, ვერ მოვიხდინე და შევიღებე შავად. მივხვდი, არცერთი არ მიხდება და ბოლოს, ისევ ჩემი თმა გავიზარდე და გავხდი წაბლისფერთმიანი. მაგრამ ექსპერიმენტებმა და გადაბმულად ბევრჯერ შეღებვამ თმა ისე დამიზიანა და დამიწვა, ისევ შეჭრა მომიხდა. მოკლე თმაში კი არ ვგავდი ძველ თამუნას და მომწონდა. მერე, ესეც მომბეზრდა და იმის მერე მოკლედ აღარასოდეს შემიჭრია.
– მგონი, თამუნას, ანუ საკუთარ თავს რომ არ ჰგავხარ, შენი თავი ისეთი იმიჯით უფრო მოგწონს
– გადაღებების დროს, თავზე რომ სხვადასხვა ფერისა და სტილის პარიკები მადევს, ძალიან მომწონს. ვარდისფერი პარიკი ისე მოვიხდინე, ვიფიქრე, ხომ არ შევიღებო-მეთქი, მაგრამ ამ ფერს და სტილს „ჩოლკა“ უხდება. მე კი ბუნებრივი თმა ხვეული მაქვს და ყოველ დღე ამის დაყენება გამორიცხულია. ვერ დავივარცხნი და თან, ვარდისფერი თმა რთულად მოსავლელია. ყოველ კვირაში ვერ შევიღებავ და ამიტომ არ გავრისკე, თორემ ძალიან მომწონს.
– საკმაოდ ქალური აღნაგობა და სექსუალური გარეგნობა გაქვს. შენი ამ ფორმებისა და დიდი ზომის მკერდის გამო თუ გქონდა კომპლექსები?
– თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო (იცინის). აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.
– მახსოვს, ტელეეკრანზე პირველად რომ გამოჩნდი, თხელი და სიფრიფანა გოგო იყავი, სექსუალური და ქალური გარეგნობით. თუმცა, მერე მოიმატე წონაში და ახლა, ნელ-ნელა ისევ ფორმაში დგები. რა იყო მომატების მიზეზი და ახლა რას აკეთებ, რომ სასურველ ფორმას დაუბრუნდე?
– წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით (იცინის). ბოლოს მივხვდი, ცილების დიეტა ცოტა ბოსტნეულით, ყველაზე კარგად მახდუნებს, ანუ სწორი და ჯანსაღი კვება. ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი და კარგი შედეგიც მქონდა, ფორმები შემეცვალა, თუმცა დროის უქონლობის გამო შევწყვიტე და ვეღარ გავაგრძელე.
– თქვი, „სასიკვდილო“ დიეტებიც კი დამიცვიაო. გული თუ წაგსვლია და რატომ იკლავდი თავს?
– დიეტის დროს ტვინი მეფანტება. ათი დღის წინ დავიწყე მორიგი „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა, ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად (იცინის). ჰოდა, რომ მივხვდი მოვსულიერდი, შევედი სამზარეულოში და კარგად ვჭამე (იცინის). დიეტაზე რომ ვიყავი, ბევრჯერ, მაგარ სუფრასთან მოვმხვდარვარ, მაგრამ თავი შემიკავებია, მომითოკია და დიეტა არ დამირღვევია. ნებისყოფა მყოფნის და ამ ბოლო დროსაც რომ დავიკელი, ესეც ჩემი ნებისყოფის დამსახურებაა.
– ტანსაცმლით თუ დაგიმალავს ზედმეტი კილოგრამები ან გიყიდია პატარა ზომის სამოსი, იმ იმედით, რომ მისი ჩაცმის ხათრით დაგეკლო?
– ბევრჯერ მიყიდია ერთი ან ორი ზომით პატარა ტანსაცმელი, იმის ხათრით დავმჯდარვარ დიეტაზე, დამიკლია და ჩამიცვამს. ახლაც, ერთი კაბა მაქვს ნაყიდი, ვერ ვეტევი, ჩამოკიდებული მაქვს, ვუყურებ და თავს ვიკლავ დიეტით (იცინის).
– როგორ გგონია, შენი მთავარი წარმატების საიდუმლო რა არის – იღბალი, ბედისწერა თუ თავდაუზოგავი შრომა?
– წარმატებას რომ მიაღწიო, იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობაც და ნიჭი – თავისთავად. ისე არაფერი გამოდის. მშიშარაც არ ვარ და რისკზეც წავსულვარ. თუნდაც, „მთავარ არხზე“ წამოსვლა. ძალიან დიდი რისკი იყო – არ არსებობდა არაფერი, ფაქტობრივად, მინდორში წამოვედი, მაგრამ პრინციპები და შეხედულებები ასე მოითხოვდა. ზოგადად, ოცნებები ამისრულდა, მაგრამ ერთი ოცნება მაინც დამრჩა – მინდა, როგორც მუსიკოსმა, ჩემი ნაწარმოებები გამოვიტანო ფართო მსმენელის წინაშე და ახალიც შევქმნა. სხვა მხრივ, ნამდვილად გამართლებული ცხოვრება მაქვს. დიდი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში უცხო ადამიანი მიღიმის. ხალხის სიყვარული შეუფასებელი სიმდიდრეა ჩემთვის, რასაც ყოველდღე ვგრძნობ, ამასთანავე, მაქვს კარგი ოჯახი, გადასარევი შვილები და მეუღლე და კარიერაშიც იღბლიანი ავღმოვჩნდი. ცნობადობას კი არასოდეს შეუქმნია დისკომფორტი, შევეჩვიე, უბრალოდ, „ჩარჩოში“ ვზივარ. ბედნიერი ვარ, ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ.
– სკეტჩებში მზრუნველი ცოლიც ხარ, კაპასი და მომთხოვნი დედამთილიც, მტრისას, ისეთი მეგრელი დედა... თუ გიჭირს გარდასახვები და რეალურ ცხოვრებაში რამდენად ახლოს დგახარ შენი პერსონაჟების ხასიათებთან?
– გარდასახვები იმ შემთხვევაშია რთული, როცა ერთ ჩაწერაზე ხუთი სკეტჩი იწერება. როცა მიწევს მკლავზე მოგდებული წნევის აპარატიანი დედიდან მომთხოვნ ცოლზე გადავიდე და მერე დავბრუნდე კაპას დედმთილში. ეს რთული ამბავია. თუმცა როცა გრიმს ვიკეთებ და შესაბამის ტანსაცმელს ვირგებ, როლში შესვლა მიადვილდება. რეალურ ცხოვრებაში კი არც კაპასი და მომთხოვნი ცოლი ვარ, არც სულ მკლავზე წნევის აპარატმოგდებული დედა და არც დედამთილი ვიქნები მკაცრი. ჩემი პერსონაჟები ჩემგან სრულიად განსხვავებული ქალები არიან.
– გრიმით ძალიან ემსგავსები პრეზიდენტს, კარგად გაქვს გათავისებული მისი მანერები.
– ყოველთვის ვუყურებ სალომეს, ყურადღებით ვუსმენ, თუ რამე ახალი მიმართვა ან გამოსვლა აქვს. ვაკვირდები, რა აცვია, რა უკეთია, როგორ მოძრაობს, როგორ მეტყველებს და მუსიკოსის ყურით ადვილად ვიჭერ მის ინტონაციებს. ფიზიკურად კი დავემსგავსე, მაგრამ სალომესნაირი პრეზიდენტი არ ვიქნებოდი (იცინის). პირველად რომ გამიკეთეს სალომეს გრიმი, ჩავიხედე სარკეში და პრეზიდენტი მიყურებდა, ვერ მვხვდი, ჩემს თავს რა მოხდა (იცინის). გაუცხოების მომენტი მქონდა. ახლა კი ისე მივეჩვიე, სახლშიც კი წავსულვარ გადაღებიდან მანქანით პრეზიდენტის გრიმით და უნდა გენახათ, შუქნიშანთან გაჩერებულს, როგორ მიყურებდნენ მძღოლები (იცინის). სხვათა შორის, პრეზიდენტის მხარდამჭერები მემტერებიან და ნეგატიურ კომენტარებს მიწერენ. არ ვბრაზდები – ესე იგი, კარგად ვაკეტებ ჩემს საქმეს.
– ხშირად გიწევს გრიმის გაკეთება და ეს შენი სახის კანზე ცუდად არ აისახება?
– რა თქმა უნდა. ამდენმა გრიმმა სახის კანი გამიფუჭა. ამდენი წელია, ვიკეთებ და არ არის სახარბიელო მდგომარებაში. თუმცა, მის გამოსასწორებლად, რაიმე განსაკუთრებულს არაფერს ვხმარობ. უბრალოდ, ძილის წინ მკვებავ საცხს ვისვამ. თუმცა, თუ დამჭირდა, პლასტიკურ ოპერაციაზე დავთანხმდები და აუცილებლად გავიკეთებ.
– ახლა თუ გაქვს გაკეთებული რამე?
– მხოლოდ წარბის ფორმა შევიცვალე – ბოლოში ავიწიე. სხვა არაფერი.

скачать dle 11.3