კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ არ გაატანა რუსუდან მეფემ სეფე დროშა ბოლნისის ბრძოლაში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1225 წელს ჯალალედინი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მიადგა სომხურ ქალაქ დვინს. სულთან ჯალალედინს თავი მოჰქონდა, როგორც მაჰმადიანთა გამათავისუფლებელს ქრისტიანი ქართველებისგან. ფაქტობრივად, ქართველების წინააღმდეგ საღვთო ომი ჰქონდა გამოცხადებული.
  რუსუდან მეფემ „მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა მიმცხოვნებულ იყო, არა განცხადებულად არამედ ფარულად მონაზონ ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა სვიანი”.
  განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, კარგად მომზადებული და ორგანიზებული არ იყო ჩვენი ჯარი. ჯალალედინის მრავალრიცხოვან ლაშქარს მხოლოდ ქართველებისა და სომხებისგან შემდგარი ჯარი დაუპირისპირა სარდლობამ. არ ჰყავდათ დაქირავებული მეომრები. საქართველოდანაც მეტი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.
  მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ გარნისის ველზე, სომხეთში. ივანე მხარგრძელი მაღლობზე გამაგრდა. მესხები, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით, წესისამებრ, მეწინავედ დააყენეს.
  ბრძოლის დროს „გორგასლიან-დავითიანი” სეფე დროშა აღმართული იყო ხოლმე სარდლის გვერდით და მიანიშნებდა ჯარის გადასვლას შეტევაზე. გარნისის ბრძოლის დროს, ჩვენს მეწინავეებს, შალვა და ივანე ახალციხელებს, ივანე ათაბაგმა დამხმარე ნაწილები არ მიაშველა, მიუხედავად მათი თხოვნისა, რომელიც ორჯერ თუ სამჯერ აცნობეს შიკრიკის პირით, ძალიან მრავალრიცხოვანი მტერი გვებრძვის და მოგვაშველე ჯარი, დაიძარით საომრადო.
  როგორც წერს ჩვენი უცნობი ჟამთააღმწერელი: „დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაგმან“. ანუ არ დაძრა მათკენ მაშველი ჯარი. ჩვენი მემატიანე მეტსაც მიგვანიშნებს, რომ ძირითადი ნაწილები ბრძოლაში არ ჩართო ივანე მხარგრძელმა. ჟამთააღმწერლის მიერ შემდეგდროინდელი ამბების მოყოლისას, შეგვიძლია, გავარკვიოთ, რა მოხდა სეფე დროშასთან დაკავშირებით გარნისში. გამოდის, სეფე დროშა არ დაძრა სარდალმა შეტევის თუ მეწინავეების დახმარების ნიშნად.
ჟამთააღმწერლის სიტყვით, ივანე ათაბაგი და ქართველთა ჯარის ნაწილი შორიდან უყურებდნენ, როგორ მარცხდებოდნენ ძმებ ახალციხელების მეთაურობით მეწინავე თორელ-მესხები და არ მიეშველნენ: „ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყïან ამას ყოფად და არა თუ შიშითა“.
  რა შიში უნდა ჰქონოდა სარდალს ბრძოლაში? აბა რისთვის წავიდა საბრძოლველად? უფრო დიდი მსხვერპლის შეეშინდა?  ზურგს უკან საქართველო იდგა, საქართველოს არსებობის საკითხი. თუ მსხვერპლს მოერიდა, შემდეგი დროისთვის მაინც უნდა მოეხდინა ჯარის რეორგანიზაცია ამირსპასალარ ათაბაგ მხარგრძელს, რაც ფაქტობრივად, არ მოხდა.
  ჟამთააღმწერლის სიტყვით, ეს იყო „საქართველოსი სრულიადი მოსპოლვა“, როგორც შემდეგდროინდელმა ამბებმა ცხადყოსო.
დამარცხებული ჯარის სარდალი „ივანე ათაბაგი უკუნ იქცა ბიჯნისად (ბჯნის ციხე, სომხეთშია).
გარნისი ბრძოლის მერე ჯალალედინს მოუწია 5-6 თვით წასულიყო საქართველოდან. რუსუდან მეფემ, დაბერებულმა ივანე მხარგრძელმა და მოშლილმა სამხედრო მანქანამ ვეღარ მოახერხეს ჯარის შეკრება და მხოლოდ მცირერიცხოვანი თავგანწირული ნაწილები დაუდგნენ წინ ლორეში, ტფილისისკენ მომავალ ჯალალედინს.
  ივანე მხარგრძელი გარნისის ბრძოლიდან ორი წლის მერე გარდაიცვალაო, ამბობს ჟამთააღმწერელი. ტფილისის თავდაცვას ჯერ ცოცხალი ივანე მხარგრძელი არ ხელმძღვანელობდა. არც მისი შვილი, რომელმაც მემკვიდრეობით, მამის სიკვდილის მერე, მიიღო ათაბაგობაც და ამირსპასალარობაც, თითქოს საკუთრება ყოფილიყოს მათი ოჯახის. ასე მოშლილი იყო რუსუდანის დროს სახელმწიფო.
ჯალალედინმა ტფილისი აიღო. დაეცა დიდი საქართველოს დედაქალაქი და ძლიერება.
  გარნისის ბრძოლიდან დაახლოებით წლინახევრის, ორი წლის მერე, მას შემდეგ, რაც ჯალალედინი გავიდა ტფილისიდან და სამხრეთ კავკასიის ქალაქებისა და ჩვენი მოსაზღვრე სამთავროების რბევას მიჰყო ხელი, ქართველებმა ჯალალედინის მიერ აღებული ტფილისი დაიბრუნეს და ჯალალედინის ვაზირი შერაფ ალ-მულქი, ლაშქართან ერთად განდევნეს.
  ამასობაში, საქართველოს სამეფო კარზე მიმდინარეობდა მზადება ხვარაზმელთა წინააღმდეგ კოალიციური ძალებით გამოსვლისათვის. საქართველოს უნდოდა მეზობელ მმართველებთან ერთად შებრძოლებოდა ჯალალედინის მრავალრიცხოვან ჯარს. თუ თავიდან ჩვენი რეგიონის მაჰმადიანები სიხარულით შეხვდნენ ჯალალედინის გამოჩენას, ქართველებისგან გაგვათავისუფლებსო, შემდეგში ჯალალედინისადმი ზიზღით განიმსჭვალნენ, რადგან, არც სიტყვის კაცი იყო, არც მაჰმადიანებს ინდობდა, არბევდა, ძარცვავდა, კლავდა და არც გონიერების ნიშანწყალი ეტყობოდა.
რუსუდან მეფემ „მოუწოდა ყოველთა სპათა თïსთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთ-უხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა, რომელთა თïთოეულად არა არს ჟამი თქმად, და განუხუნა კარნი დარიალისანი და გარდამოიყვანნა ოსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეკრბეს ნაჭარმაგევს სიმრავლე ურიცხვი, და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხუარაზმელთა“.
დაუქირავებიათ ყივჩაღების ჯარი, სწორედ ისინი, ვინც ადრე დაამარცხეს.
ჯალალედინს დიდი არმია ჰყავდა. ჰყავდა დაქირავებული მეომრებიც. მათ შორის ყივჩაღებიც და კარგად უხდიდა.
საქართველოს ჯარის მაჰმადიან მმართველების ჯართან კოალიცია ვერ მოხერხდა, ჯალალედინმა შეიტყო ქართველების მზადების შესახებ. ისედაც გამწარებული იყო ტფილისის წართმევით, არ აცალა რუსუდან მეფის კარს მეზობელთა კოალიციას დალოდებოდა და პირდაპირ დაიძრა ქართველების წინააღმდეგ.
  ვინაიდან ჯალალედინი უკვე შემოჭრილი იყო ქართლში. ჩვენი წინაპრები, ჩრდილო კავკასიელები და ყივჩაღები დაიძრნენ ჯალალადინის წინააღმდეგ და ბოლნისის ველთან დაბანაკდნენ. როგორც აღნიშნავს ჯალალედინის პირადი მდივანი შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ალ-ნასავი, 40 000 მეომრით.
ამ ამბავთან დაკავშირებით ჟამთააღმწერელი საგანგებოდ აღნიშნავს: რუსუდან მეფემ  „დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათვის ივანე ათაბაგისა“.
  ეს, ალბათ, ასე უნდა გავიგოთ – გარნისის ბრძოლაში ივანე ათაბაგის მიერ სეფე დროშის არ დაძვრამ შეტევის დაწყების ნიშნად გამოიწვია ქართული ჯარის დეზორგანიზაცია. რუსუდანმა ეს გააკეთა, ალბათ, იგივე რომ არ განმეორებულიყო და არა იმიტომ, რომ ივანე მხარგრძელი გარდაცვლილი იყო, როგორც ზოგი ფიქრობს. ივანეს ვაჟი უკვე დანიშნული იყო ამირსპასალარად. მაგრამ, ეტყობა, მეფე რუსუდანი ფრთხილობდა ამჯერად.

скачать dle 11.3