კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რით იყო აღსანიშნავი ბერიას ასდღიანი მმართველობა სტალინის სიკვდილის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სულ რაღაც, ასი დღე იყო საბჭოთა კავშირის ფაქტობრივი მმართველი, მან ერთი მხრივ, უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მეორე მხრივ კი, ისეთი სტრატეგიული ინოვაციები შეიმუშავა, რომ მათი განხორციელების შემთხვევაში საბჭოთა კავშირი სულ მალე მოდერნიზებული, თანამედროვე სახელმწიფო გახდებოდა და ქვეყნის უდიდესი პოტენციიდან გამომდინარე, შეერთებულ შტატებს ყოველმხრივ ჩამოიტოვებდა უკან... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნაუმ იაკუშევი წერს: „ბერია ერთადერთი ადამიანი იყო სტალინური პოლიტბიუროდან, რომელსაც სწორად ესმოდა ქვეყნის განვითარების მიმართულებები და კარგად უწყოდა, თუ საით უნდა წასულიყო უსტალინო სახელმწიფო. ბერია უგანათლებულესი ადამიანი იყო, ძალიან მაღალი ინტელექტი ჰქონდა და მიხვდა, რომ ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერება სჭირდებოდა. ეკონომიკის გაძლიერება კი მძლავრი კერძო სექტორის გარეშე შეუძლებელი იყო. კერძო სექტორს კი წინ ეღობებოდა იდეოლოგია, რომლის უკანაც კომუნისტური პარტია იდგა. ბერიამ თავისი უდიდესი გავლენის მეშვეობით ერთი საქმის მოშლა, მეორის დაწყება და პროგრესისკენ წინსვლა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო. მოგვიანებით ბერიას რეფორმატორულ პოლიტიკაზე ხრუშჩოვი იტყვის: ბერია პარტიას ანადგურებდა, კაპიტალიზმს ამკვიდრებდა და სახელმწიფოს ღუპავდაო... პირველი და მეორე მოსაზრება არც  თუ ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან. ხოლო რაც შეეხება დაღუპვას, ბერიამ საკუთარი თავი დაღუპა. ქვეყანა კი მოგვიანებით, სწორედ, ბერიას დამღუპველებმა დაღუპეს.
  მოდი, გავიხსენოთ, რა მოახერხა ბერიამ თავისი მმართველობის ას დღეში. პირველი და უმთავრესი ის იყო, რომ ლავრენტი ბერიას ძალისხმევით შეწყდა ომი კორეის ნახევარკუნძულზე და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, დაზავდნენ და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიეს. არა და კორეის ომს ისეთი პირი უჩანდა, რომ მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაზრდილიყო. იმ პერიოდისთვის კი უკვე არა მარტო ამერიკას, საბჭოეთსაც მნიშვნელოვანი ბირთვული პოტენციალი ჰქონდა. სამხრეთ კორეის უკან შტატები იდგა, ჩრდილოეთს კი საბჭოეთი უმაგრებდა ზურგს. ბერიამ შესანიშნავად იცოდა, რომ თუ კორეის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, საბჭოთა ეკონომიკა ამას ვერ აიტანდა. შტატებს კი – პირიქით, ხელს აძლევდა ეს ომი. ბერიამ მოახერხა, შტატები მოლაპარაკებაზე დაითანხმა და ომი გააჩერეს. სხვათა შორის, ეს, თუ შეიძლება ითქვას, სპეცოპერაცია, სწრაფად, ეფექტურად ჩატარდა და ნიშანდობლივი ისაა, რომ პოლიტბიუროს მხოლოდ სამი წევრი – ბერია, მალენკოვი და მოლოტოვი – იყვნენ საქმის კურსში. დანარჩენები კი ფაქტის წინაშე დადგნენ... სხვათა შორის, როდესაც კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებები შეწყდა (1953 წლის 27 ივლისს), ბერია ხელისუფლებას უკვე ერთი თვის ჩამოშორებული იყო, მაგრამ შეთქმულებს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ, რომ ომი განეახლებინათ და ამით, პირველ რიგში, სამხედროები იყვნენ უკმაყოფილო, რადგან ისინი ომში დიდ თანხებს შოულობდნენ. ბერიამ კი მათ ეს შესაძლებლობა მოუსპო.
  ბერიას ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ მან დიდი ნაბიჯი გადადგა იუგოსლავიასთან შესარიგებლად და მართალია, არაოფიციალური ვიზიტით, მაგრამ პირადად ესტუმრა იოზიპ ბროს ტიტოს და ორი დღის  განმავლობაში მას, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ ესაუბრებოდა. საგულისხმო დეტალია (ამ ისტორიას სერგო ბერია მამამისის მონაყოლით იხსენებდა), რომ როდესაც ბერია და ტიტო ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, ტიტოს ბერიასთვის უთქვამს: იმედია, ჩემს გატაცებას აღარ აპირებთ. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, საგარეო სამოსში გამოვეწყვეო... საქმე ის იყო, რომ სტალინის ბრძანებით, ომის დამთავრების მერე ბერიას ხელქვეითებმა ურჩი ტიტო პირდაპირ საძინებლიდან ტრუსების ამარა მოიტაცეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. ბერიას კი ლათინური ანდაზით უპასუხია: იცვლება დრო და ვიცვლებით ჩვენცო. ამით ბერიამ ტიტოს მიანიშნა, რომ საბჭოეთში ახალი, ბევრად რეალური და მშვიდობიანი პოლიტიკა იწყებოდა. აღსანიშნავია, რომ ბერიას მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტიტოსთან ვიზიტიც იყო.
  არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბერიამ მაო ძედუნს ატომური ტექნოლოგიების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა ხრუშჩოვი და კამპანია მზად იყვნენ, ეს გაეკეთებინათ. ჩინეთის ლიდერი მათ ატყუებდა, მაგრამ ბერიამ თავი არ გააბითურებინა მაოს და თავის ადგილზე დასვა.
ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ შეთქმულებს ასე ვერაგულად არ მოეკლათ და მას გვერდით დასდგომოდნენ, საბჭოთა კავშირი ჭეშმარიტად   ყველა კომპონენტით გახდებოდა სუპერსახელმწიფო და არა მხოლოდ ყალბი სიტყვებით, რასაც დღემდე იმეორებენ რუსი შოვინისტები“.

скачать dle 11.3