კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ექიმის რჩევები

კითხვა: მეუღლისთვის შევიძინე დეფიციტური პრეპარატი, რომელსაც აპრილში გაუვიდა ვადა, თუმცა მაინც ვასმევ. არის თუ არა საშიში ამ წამლის მიღება ან თუ ექნება საჭირო თვისებები შენარჩუნებული?
პასუხი: ვადაგასული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ თქვენს შემთხვევაში, ვადის გასვლიდან დიდი დრო არ გასულა. ამდენად, ის არ მიაყენებს ორგანიზმს რაიმე ზიანს. თუმცა შესაძლებელია მისი მიღება არ იყოს ეფექტიანი. ამდენად, უმჯობესია, მკურნალ ექიმთან ერთად მედიკამენტი სხვა პრეპარატით შეცვალოთ.
კითხვა: რამდენი კვირიდან აჩვენებს ორსულობას ექო?
პასუხი: ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნოს ღრუს ორსულობის დიაგნოსტიკა მეხუთე კვირიდან არის შესაძლებელი, ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) მიდგომით კი – მეოთხე კვირიდან.
კითხვა: ვარ 5 თვის ორსული, ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა მიყვარს ძეხვეული, სოსისი, ჩიფსები. ვცდილობ, სანდო და კარგი ხარისხის შევიძინო და თანაც თვეში მაქსიმუმ 3-4-ჯერ ვჭამ. თუმცა ახლობლები მიკრძალავენ და მაინტერესებს, რეალურად რამდენად საზიანოა ბავშვისთვის?
პასუხი: ახლობლები სწორად გირჩევენ – მათი მიღება ორსულისთვის სასურველი არ არის. ეს პროდუქტები შეიცავს საეჭვო წარმოშობის ხორცეულსა და საკვებდანამატებს.
კითხვა: მაინტერესებს როგორ და რა რაოდენობით დავლიო ლიმონიანი წყალი. ხშირად მიღება ავნებს თუ არა ორგანიზმს?
პასუხი: ლიმონიანი წყალი უმჯობესია, კურსობრივად მიიღოთ. წყალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თბილი (ოთახის ტემპერატურის). ლიმონიან წყალს აქვს უკუჩვენებები: კუჭის წყლული, გასტრიტი, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პათოლოგიები. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ლიმონი შეიძლება, ალერგიის მიზეზიც გახდეს. ამ სასმლის მიღების შემდეგ უნდა გაიწმიდოთ კბილები ან გამოივლოთ წყალი, რათა კბილების ემალი ლიმონმჟავის აგრესიული მოქმედებისგან დაიცვათ.
მომზადების წესი: გამოწურეთ ერთ-ნახევარი ლიმონი და დაასხით 250 მილილიტრი წყალი, დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, ერთბაშად და არა ყლუპებით. ლიმონი C ვიტამინის წყაროა. ის ზრდის შარდის გამოყოფას, ლიმონიანი წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და კანსაც ეხმარება. წყალი და ლიმონი ერთად ავსებს ორგანიზმს დაკარგული სითხისგან.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3