კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა იწვევს ბრონქულ ასთმას და რა უნდა ვიცოდეთ მისი შეტევისას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბრონქული ასთამა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების ანთება, შეშუპება, შევიწროება და ნახველის/ლორწოს ჭარბი გამოყოფა. ყოველივე ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებასა და ხველას, მოხრჩობის შეგრძნებას, ასევე, ახლავს ჰაერის უკმარისობა და ხმაურიანი სუნთქვა.
მნიშვნელოვანია  შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
* ჯანსაღი ცხოვრების წესი;
* სეზონურად გრიპისა და პნევმონიის ვაქცინაცია;
* შეტევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი მაქსიმალურად თავიდან არიდება;
* სუნთქვის მონიტორინგი – საგანგაშო ნიშნების დროული გამოცნობა (ხველა, ხმაურიანი, გახშირებული, გაძნელებული სუნთქვა). იმის გამო, რომ ფილტვის ფუნქციები შესაძლოა, სიმპტომების გამოჩენამდე დაირღვეს, საჭიროა პიკფლოუმეტრით პერიოდული შემოწმება  (ბინაზე, თუ პაციენტს აქვს ხელსაწყო, ან ოჯახის ექიმთან);
* შეტევის დროული გამოცნობა და სწრაფი რეაგირება – შეტევის მოსახსნელი სწრაფადმოქმედი საინჰალაციო საშუალების გამოყენება. თუ შეტევას საწყისი მომენტიდან ვუმკურნალებთ, ნაკლებსავარაუდოა რომ დამძიმდეს. თუ ვგრძნობთ, რომ საინჰალაციო საშუალებამ შედეგი არ მოიტანა, დროულად უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
ასთმის ხელშემწყობი ფაქტორებია:
* მემკვიდრეობა. ასთმით დაავადებულ ბავშვთა 80 პროცენტის ორივე მშობელი ასთმით ან ალერგიის სხვა ფორმითაა დაავადებული. თუ მხოლოდ ერთი მშობელია ავად, ალბათობა იმისა, რომ ბავშვიც დაავადდეს, 20-30 პროცენტს შეადგენს, ხოლო თუ ორივე მშობელი – 75 პროცენტს;
* ეკოლოგია – ისეთი ჰაერით სუნთქვა, რომელიც დაბინძურებულია მტვრით, გამონაბოლქვი აირებით, სასუნთქი გზების დაზიანების კიდევ ერთი მიზეზია;
* კლიმატური ფაქტორები – მომატებული ტენიანობა, ციკლონები, ჰაერის დიდი მასების გადაადგილება საგრძნობლად ზრდის ასთმის შეტევების სიხშირეს;
* ორსულობის მიმდინარეობა – ეს დიდ გავლენას ახდენს მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე. ტოქსიკოზი, ინფექციები, ჰიპოქსია, პროფესიული მავნე ფაქტორები, ალერგენებით მდიდარი საკვების მიღება ზრდის დაავადების ალბათობას;
* ინფექციები – ადრეულ ასაკში (1 წლამდე) გადატანილი სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციები (სხვადასხვა წარმოშობის პნევმონია, ბრონქიტი) სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანებას იწვევს. ეს აქვეითებს მათ დამცველობით ფუნქციებს და განაპირობებს შევიწროებისკენ მიდრეკილებას. ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერები – ტონზილიტი, ადენოიდები, კარიესული კბილები – ასევე, ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალერგენების მიმართ;
* კვება – ბავშვის რაციონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია, რომ მცენარეული საკვების ნაკლებობა და ცხოველური წარმოშობის, რაფინირებული, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების სიჭარბე ასთმას ამძიმებს;
* ნერვულ-ფსიქიკური ზემოქმედება – ძლიერი სტრესი შესაძლოა, ბრონქული ასთმის მიზეზად იქცეს.
скачать dle 11.3