კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№28 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ მიიჩნევა ცოდვად პატარა, უწყინარი ტყუილის თქმა?
პასუხი: სიცრუე ცოდვაა, მცირეა ის თუ დიდი, რადგან პატარა სიცრუეს ბოლოს დიდი სიცრუისკენ მივყავართ. ყველაფერი – კარგიც და ცუდიც მცირედან იწყება. თუ უფალს გულმხურვალედ ვთხოვთ, დავინახავთ, რომ შესაძლებელია ნებისმიერი სიტუაციიდან ტყუილის გარეშე გამოსვლა. წმიდა მამების რჩევით, როდესაც არ გვსურს სიმართლის ან სიცრუის თქმა გარკვეული მიზეზების გამო, უნდა ვთქვათ: „არ ვიცი“. როდესაც სიმართლის თქმამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ადამიანს ან ვნება მიუტანოს, ასეთ დროს დუმილი სწორი საქციელია.
კითხვა: მინდა, შევუდგე ქრისტიანულ ცხოვრებას, მითხრეს, რომ ლოცვების დასაწყებად მოძღვრის კურთხევაა საჭირო. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
პასუხი: როდესაც ადამიანი დილისა და საღამოს ლოცვებს ან საგალობლებისა და დაუჯდომელის კითხვას დამოუკიდებლად იწყებს, ეს მისასალმებელია. ზოგადად, ლოცვების წაკითხვის სურვილი ღვთის ნებით ჩნდება. ლოცვა ყოველთვის გაგაძლიერებთ, რადგან ამ დროს უფალთან ახლოს ხართ: ასევე, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ სახლში ლოცვით არ უნდა შემოიფარგლოთ, უნდა მიხვიდეთ ეკლესიაში და მრევლთან ერთად შესთხოვოთ უფალს. უდიდესი ძალა აქვს მორწმუნეების ერთად ლოცვას. ერთობლივი ლოცვა ადვილად დაამარცხებს ბოროტს. მოძღვართან ურთიერთობით კი გეცოდინებათ, რომელი ლოცვების წაკითხვაა თქვენთვის უკეთესი, რათა გაძლიერდეთ და სული დაიმშვიდოთ.
კითხვა: ახალი გათხოვილი ვარ და ჩემი ახალი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ ჩემთვის მარხვა არ შეიძლება. არ მინდა, მათ ვაწყენონო და შევეწინააღმდეგო, როგორ მოვიქცე?
პასუხი: დაიცვათ თუ არა მარხვა, ეს დამოუკიდებლად ან ოჯახის წევრების რჩევით კი არა, მოძღვართან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ. მოძღვარმა შესაძლოა, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, მარხვა შეგიმსუბუქოთ. საერთოდ, ნებისმიერი პრობლემის ან, თუნდაც, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული საკითხის დროს გაესაუბრეთ მოძღვარს და ჰკითხეთ რჩევა, თქვით აღსარება, ეზიარეთ. ეს გაგაძლიერებთ და დაგანახვებთ სწორ გზას. ეკლესიურობა თქვენს ოჯახსაც გააძლიერებს. მოძღვრის ლოცვა-კურთხევა თქვენი ოჯახის მომავალს კეთილად წარმართავს.
კითხვა: ჩემი მშობლები შეუღლებიდან ძალიან მალე დაშორდნენ ერთმანეთს. მე მაშინ მცირეწლოვანი ვიყავი. მას შემდეგ წლები გავიდა. ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ და ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. სწორად ვიქცევი თუ არა, როდესაც ლოცვებში მათ ერთად მოვიხსენიებ?
პასუხი: დიახ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი დედ-მამა ლოცვებში ერთად მოიხსენიოთ და პანაშვიდიც ერთად გადაუხადოთ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ცხოვრობდნენ, ისინი თქვენი  მშობლები არიან.
კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულისთვის მის სახელზე შეკვეთილი წირვის გადახდა თუ მის საფლავზე გასვლა?
პასუხი: შეკვეთილი წირვის ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია მისი სულისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, საფლავსაც უნდა მოუაროთ.

скачать dle 11.3