კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ჭეშმარიტების გზაზე

რაოდენ აუცილებელია, თავი შევაჩვიოთ რელიგიურ გრძნობებს
  უეჭველი და საყოველთაო გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ადამიანს სიამოვნების გარეშე ცხოვრება არ ძალუძს. ეს თითქმის აქსიომაა, რადგან გრძნობები სულის სიცოცხლეა; სულს არ შეუძლია, არ იცოცხლოს, მაშასადამე, არ შეუძლია, სიამოვნებისკენ არ მიისწრაფვოდეს. სწრაფვა ყოველივე სასიამოვნო შეგრძნებისკენ და ყოველი უსიამოვნოს, მოსაწყენისგან განშორება თავად სულის არსის აუცილებელი ფაქტი და შედეგია. ისევე, როგორც სულს არ შეუძლია სხვაგვარად იაზროვნოს, თუ არა მსჯელობათა და დასკვნათა ფორმით, მას მხოლოდ საკუთარი შინაგანი (სასიამოვნო ან უსიამოვნო) შეგრძნებების ფორმით ძალუძს იცოცხლოს. ეს აზრი ფსიქოლოგმა ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს. ამ აზრის, როგორც ნაყოფიერი საწყისის მეშვეობით აიხსნება:
  1. ის, რომ დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიამოვნებისკენ არ ისწრაფის. მაგრამ ამ მისწრაფებისას ზოგი ცდილობს, თავისი სიამოვნება მრავალფეროვანი გახადოს, რაც შეიძლება მრავალგვარი შეგრძნება ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ხარკი აიღოს ყველა გრძნობისა და საგნისგან; ზოგი კი (ასეთები უმრავლესობაა) ერთ რომელიმე სიამოვნებაზე ჩერდება და მუდამ მისკენ ილტვის: ამ გზით წარმოიშობა ცალკეული ვნება. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიათაგან ერთ-ერთს არ ეკუთვნოდეს. ვინც ფულის ფლობით თავი მუდმივად სიამოვნების მიღებას შეაჩვია, ის ხარბი ხდება; ვინც სიამოვნების მიღებას პატივის, დიდების წარმოდგენებისგან შეეჩვია, ის პატივმოყვარე ხდება. მოკლედ, დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ბედნიერებას რაიმეში არ ხედავდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ასეთ როლს ასრულებს. ყველა ბედნიერებისკენ ისწრაფვის, მასზე საუბარი ყველას უყვარს. ყოველი ადამიანისთვის ის რაიმე სახით მაინც გამოიხატება.
  2. სულისთვის დამახასიათებელი სიამოვნებისკენ სწრაფვით აიხსნება ქრისტიანული ზნეობის უდიდესი ფაქტი, კერძოდ, მისი მოთხოვნა. ვეცადოთ, შევიყვაროთ ქველმოქმედება; ვესწრაფვოთ ისე სრულვიქმნეთ, რომ ქველმოქმედება ჩვენი სულის სიამოვნებად იქცეს. მართლაც, შეუძლებელია, ჭეშმარიტი ქრისტიანი გავხდეთ, სანამ არ შევეჩვევით სიამოვნების პოვნას ლოცვაში, გულმოწყალებაში, საკუთარი თავის უარყოფაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში. რატომ ეჩვენება ბევრს მოსაწყენად ეკლესიაში დგომა? რატომაა ბევრისთვის ძნელი ქრისტიანული მოვალეობის შესრულება? იმიტომ, რომ ისინი საკუთარ სულს არ  ჩასწვდნენ, თავი ქველმოქმედებას არ შეაჩვიეს, სიკეთის სიტკბო არ იგრძნეს.
  აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანმა ყველა თავისი ძალა იქითკენ უნდა მიმართოს, რომ ქრისტიანული სათნოებები მოთხოვნილებად ექცეს, რათა მისი სული ამ სათნოებათა განხორციელებისას სიამოვნებას ჰპოვებდეს. ამქვეყნიური სიამოვნებისკენ მისწრაფების გულიდან ამოღებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მას რელიგიურ სიამოვნებას დავუპირისპირებთ. ბიწიერების სიძულვილი მხოლოდ მაშინ დაგვეუფლება, როცა კეთილმოქმედების სიტკბოს ვიგრძნობთ. აქ მხოლოდ ჩვევაა საჭირო. თავდაპირველად შესაძლოა, კეთილი საქციელის ჩადენა მოსაწყენად მოგვეჩვენოს, შემდგომ ის უფრო ადვილი გახდება, დროთა განმავლობაში მოგვეწონება, ბოლოს კი სული მისით სიამოვნებას მიიღებს. სიკეთით ეს ტკბობა სწორედ ნების კეთილმოქმედება, ქრისტიანული ზნეობის არსია.
წმიდა მღვდელმთავარი
გაბრიელი (ქიქოძე)

скачать dle 11.3