კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მამაკაცები ცდებიან

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

მამაკაცები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალს მამაკაცისგან მხოლოდ ძვირფასი  თეთრეული, საიუველირო ნაწარმი  ან   მსგავსი ფუფუნების საგნები  სჭირდება.
რეალურად, თუ ქალებში გამოკითხვას ჩაატარებთ, მათი სურვილები ძალიან რომანტიკული და არამატერიალური აღმოჩნდება.
მაგალითად, ქალი ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი:
* მამაკაცი თვალებს აუხვევს და ისეთ ადგილას წაიყვანს, სადაც სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება;
* შეუქმნის რომანტიკულ გარემოს და სასიამოვნო სიურპრიზით გააოცებს;
* რაც შეიძლება, ხშირად ეტყვის, რომ ის ყველაზე მშვენიერია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია;
* მეუღლე კოცნით გააღვიძებს, სამსახურში თაიგულს ან შოკოლადის ნაკრებს გაუგზავნის (მტრის გულის გასახეთქად);
* კომპლიმენტებით შეამკობს მის გემოვნებას, გარეგნობასა და კულინარიულ შესაძლებლობებს.

შეუძლიათ თუ არა
 ქალსა და მამაკაცს
 მეგობრობა

დღემდე სრულად ვერავინ გასცა პასუხი კითხვაზე – შესაძლებელია, თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა?
რეალურად, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. იმასაც ამბობენ, რომ კაცი არასოდეს გახდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს. რა უფრო ძვირფასია ქალისთვის, მეგობრობა თუ სიყვარული? ესეც პასუხგაუცემელი შეკითხვაა. არც იმაზე გვაქვს პასუხი, თუ რატომ გვეშინია, რომ რაღაც დამთავრდება ან დაიწყება.
ქალისა და კაცის მეგობრობას ბევრი უარყოფს, ბევრიც თავგამოდებით იცავს. მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრობა განსხვავებულ სქესს შორის არსებობს, თანაც, არსებობს ქალისა და მამაკაცის მეგობრობის რამდენიმე სახეობა.
ასეთი რამ ხდება, მაგალითად, თუ ბიჭი ინფანტილურია, „გაიყინა“ მამაკაცური თვისებების განვითარებაში, ხოლო გოგონას, პირიქით, მამაკაცური ხასიათი აქვს.
ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება მეგობრობა, თუ მათ ერთნაირი ინტერესები აქვთ. დრო ყველაზე კარგად ფილტრავს ადამიანურ ურთიერთობებს, თუ მეგობრობა ნამდვილი არ არის, დროს ვერ უძლებს.
დამტკიცებულია, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის მეგობრობა შეიძლება, არსებობდეს ისე, რომ პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს.   
მამაკაცთან მეგობრობას აქვს დადებითი მხარეები. მას არასოდეს შეშურდება შენი ახალი კაბა, ვერც მომატებულ 200 გრამს შენიშნავს და არც დაგცინებს. იგი შენი კონკურენტი არასოდეს იქნება. როდესაც პაემნების შესახებ უამბობთ, კომპეტენტურ რჩევას მოგცემთ, იმიტომ რომ კაცია და იცის, რას ფიქრობენ კაცები ქალებზე.
ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, სუფთა და გულწრფელი ურთიერთობა, მაგრამ არავინ იცის, რა დროს რა გრძნობა გაჩნდება.

როდისაა მამაკაცი
 შეყვარებული

ნამდვილად არ არის ადვილი იმის გამოცნობა, უყვარხარ თუ არა მამაკაცს. ძალიან რთულია, ურთიერთობის პირველ ეტაპზე მიხვდე, გაგრძელდება თუ არა თქვენი სიყვარული სამუდამოდ. მაგრამ ადვილი გამოსაცნობია, რეალურად როდის არის მამაკაცი თქვენით აღფრთოვანებული (ან თითქმის შეყვარებული):
* თვალებით კონტაქტი – თუ მამაკაცი გამუდმებით გიყურებთ თვალებში, ეს იმის ნიშანია, რომ უყვარხართ. როცა მამაკაცს რაიმე არ აინტერესებს ის, უბრალოდ, გვერდზე იხედება;
* თუ მამაკაცი უღრმავდება თქვენს პიროვნებას და აინტერესებს თქვენი სურვილები, ოცნებები და საიდუმლოებებიც კი, ანუ ყველაფერი, რაც თქვენ აღგაფრთოვანებთ, ის აშკარად მოხიბლულია;
* გულში გიკრავთ – თუ ცდილობს, ახლოს ჰყავდეთ, გეხებათ თმაზე, ხელებზე, ნიკაპზე, გეხვევათ, ამით ცდილობს იმის გამოხატვას, რომ ის თქვენ გვერდითაა;
* გაცნობთ მეგობრებს – შეყვარებულ მამაკაცს არ ეშინია, წარგადგინოთ მეგობრებთან. მისთვის მეგობრების აზრს უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ცდილობს, დაანახვოს მათ, რომ ის თქვენთან ბედნიერია;
* უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც მამაკაცი გაცნობთ მშობლებს, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თქვენზე სერიოზულად ფიქრობს, მოკლედ, შეყვარებულია;
* თქვენთვის დრო ყოველთვის აქვს – ყოველ დილით გხვდებათ სასიამოვნო ტექსტი მობილურზე და სამუშაო დღის ბოლოს ყოველთვის ცდილობს, გაგამხნევოთ, ტკბილი სიტყვებით განგტვირთოთ, არასოდეს ელოდება, რომ პირველი მისწერთ;
* თავისუფალ დროს თქვენთან ერთად ატარებს – არ აქვს მნიშვნელობა, სადილი იქნება ეს თუ სამსახურის შემდგომ გასეირნება, ვახშამი, კინოთეატრი თუ ტელევიზორი. როდესაც მამაკაცი შეყვარებულია, მისთვის მთავარია, თქვენ მის გვერდით იყოთ;
* ეჭვიანობს – კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აღელვებთ;
* საუბრობს მომავალზე – გაცნობთ დასახულ გეგმებს და ღიმილით შენიშნავს, რომ წლების შემდეგ ერთად ბევრს მიაღწევთ;    
* აღგიქვამთ, როგორც პიროვნებას და პატივს გცემთ. შეუძლია, მოგისმინოთ მაშინაც კი, თუ ეს მისთვის მოსაბეზრებელია.

скачать dle 11.3