კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა სტერეოტიპებს ანგრევენ ქალები, რომლებიც ასაკით უმცროს მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც წყვილებზე ვსაუბრობთ, უმეტესი ჩვენგანი წარმოვიდგენთ, რომ ქალი კაცზე უმცროსია. წარსულში ისეთი წყვილი, რომელთა შორისაც მამაკაცი ქალზე უმცროსი იყო, საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ და განხილვისა და მსჯელობის საგანი ხდებოდა.
  თანამედროვე ადამიანები განსხვავებულად აზროვნებენ. ბევრი რამ შეიცვალა. გადაფასდა შეხედულებები და ღირებულებები. მსგავსი ასაკობრივი სხვაობა აღარ ხდება კრიტიკის მიზეზი და სიყვარულის ხელის შემშლელი ფაქტორი. სულ უფრო ბევრი მამაკაცი იხიბლება და განსაკუთრებულ მიზიდულობას გრძნობს  ასაკით უფროსი ქალის მიმართ. არსებობს კონკრეტული მიზეზები, რომელთა გამოც კაცებს ასაკით უფროს ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობა ხიბლავთ. მიუხედავად ამისა, ეს ქალები მაინც ხვდებიან განხილვის ობიექტები.
  ლიზა (39 წლის): ჩემს ქმარზე თერთმეტი წლით უფროსი ვარ. ვაღიარებ, ადვილად არ მივსულვარ ამ გადაწყვეტილებამდე. სტერეოტიპების „ტყვე“  მეც ვიყავი. ბუნებრივია, ისეთივე  გარემოში გავიზარდე, როგორშიც ყველა. ალბათ, მეც გავკიცხავდი და კრიტიკის ქარცეცხლში გავატარებდი  იმ  ქალებს, რომლებიც ასაკით უმცროს მამაკაცებთან იწყებენ ურთიერთობას.  არასდროს უნდა თქვა, რომ მსგავსი რამ შენ არ დაგემართება.  ყველაფერი მსუბუქი ფლირტით დაიწყო. სერიოზულად არ აღვიქვამდი. არც ვფიქრობდი, რომ მალე ისე შემიყვარდებოდა, მის გამო ოჯახსაც კი გადავიკიდებდი.
– ოჯახს, ანუ თქვენს ახლობლებს?
– უპირველესად, ჩემს მშობლებს ჰქონდათ პრობლემა. კინაღამ გადაირივნენ. ისეთი წინააღმდეგები იყვნენ, ყოველდღე ომი მქონდა მათთან. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, საკუთარი ბინაც მქონდა და ცალკე ვცხოვრობდი, გადამრიეს. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ჩემს არჩევანში და მართლა ძლიერი სიყვარული რომ არ ყოფილიყო ჩვენ შორის, უარს მათქმევინებდნენ.
– თავად არ გქონიათ უხერხულობის განცდა? თავიდანვე მარტივად  მიიღეთ ის ამბავი, რომ თერთმეტი წლით პატარას მიჰყვებოდით ცოლად?
– იცით, რაშია საქმე? როცა უკვე გრძნობა გაჩნდა და დავრწმუნდი, მასაც სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, აღარ მიფიქრია, რომ ასაკში სხვაობა ჩვენი ურთიერთობისთვის ბარიერი იყო. ჩემს უხერხულობის განცდაზე, რაც ახლა მკითხეთ, სხვებიც გამოხატავდნენ ინტერესს და დღესაც მესმის ხოლმე ეს უტაქტო შეკითხვა. მაგრამ აღარ ვბრაზობ. მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ და როგორ შევუცვლი აზროვნებას. რამდენიც უნდა ველაპარაკო, რომ მამაკაცები შეგნებულად დგამენ ამ ნაბიჯს, მაინც ვერაფერს გაიგებენ.
– შეგნებულად ნაბიჯის გადადგმაში რას გულისხმობთ?
– გააზრებული აქვთ, რატომ უნდათ ცოლად ასაკით უფროსი ქალი მოიყვანონ. მე ასე ადვილად არ დავთანხმებულვარ ქორწინებაზე. ხომ ვთქვი, სტერეოტიპების გავლენას მეც ვგრძნობდი-მეთქი.  სიმართლე გითხრათ, საზოგადოების წნეხისაც მეშინოდა. მაგრამ ქმარმა „დამილაგა“ ყველაფერი. ჩამომიყალიბა ყველა ის არგუმენტი, რამაც ჩემზე გააკეთებინა არჩევანი. არის მასში ლოგიკა. პირველი, რაც მითხრა, იყო ის, რომ უფროსმა ქალებმა იციან, რა სურთ სინამდვილეში.  შენნაირ ქალებს მყარი ურთიერთობის აგება შეუძლიათ და ყველაფერს ტრაგედიად არ გადააქცევენ. გაცილებით მეტი იცით ცხოვრების შესახებ, უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, მათ შორის, კაცთან  ურთიერთობებშიც და  ეს მე საშუალებას მაძლევს, შენგან და ცხოვრებისგან უფრო მეტი ვისწავლოო. სხვათა შორის, ასაკით უფროსმა ქალმა მართლა იცის  როგორ უნდა მიაღწიოს მიზნებს და კაცს  ასწავლის,  როგორ გახდეს უფრო მოტივირებული.
– ასეთი გათვლებით შექმენით ოჯახი?
– თქვენ ფიქრობთ, რომ გათვლები მნიშვნელოვანი არ არის? სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ  მხოლოდ გრძნობის იმედად ოჯახი ვერ ძლებს დიდხანს. უფროს ქალს მართლა შეუძლია, კაცს ცხოვრება განსხვავებული თვალითა და სულ სხვა პერსპექტივით აჩვენოს. ვაღიაროთ, რომ ასაკით უფროსი ქალი თავდაჯერებული და დამოუკიდებელია. მე ვიცი საკუთარი შესაძლებლობები და თავდაჯერებულიც ვარ. აღარ  მჭირდება, რომ ვინმეს რაიმე დავუმტკიცო. ვფიქრობ,  მამაკაცებს ქალის ეს თვისება მაგნიტივით იზიდავთ. ვიცი, ჩემს ქმარსაც ეს მოეწონა. აღიარებს კიდეც. ჩვენ საკმაოდ კარგად გვესმის ერთმანეთის.
–  იმასაც ამბობენ, რომ ასაკით უფროსი ქალები უფრო მეტად მზრუნველები არიანო.
– იცით, როგორ არის? ვერ ვიტყვი, რომ სულ უკან დავყვები და დავფოფინებ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ბევრ საქმეს დამოუკიდებლად გავართმევ თავს. მშვიდად არის, იცის რომ ყველაფრის საქმის კურსში ვარ. ჩემი იმედი აქვს.
– ეს ტვირთი არ არის თქვენთვის?
– ცოტა დამღლელია. ჩვენ უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ. მშვიდი ცხოვრება აქვს ჩემ გვერდით. მე ვცდილობ, ჩემს ქმარს არ გავუჩინო იმის განცდა, რომ ლიდერი მე ვარ ოჯახში. არ ვაგრძნობინებ, რომ რაღაც საკითხში მეტი ვიცი. აზრს ყოველთვის ვეკითხები. ყოფილა შემთხვევა, როცა მიამიტურად დამისვამს მისთვის სულელური კითხვები, იმასაც ამაყად აუხსნია, ეს როგორ არ იციო. სწორედ, ესაა ქალური დიპლომატია. რომელიც ასაკით უფროს ქალებს გვაქვს, პატარა გოგონებს კი – არა. ძალიან ბევრ რამეზე აღარ მეშლება ნერვები და მშვიდად ვხვდები, წვრილმანებზე გულს არ ვიხეთქავ და არც ვჩხუბობ. ჩემი ქმარი ამბობს, რომ ასაკით უფროსი ქალები ინტელექტუალები არიან, ამიტომ შენთან დიალოგიც საინტერესო და სასიამოვნოაო. მე ეს ძალიან მახარებს.
– დედობრივი ურთიერთობა – ეს არ ახასიათებს თქვენს კავშირს?
– მე ამას ვერ ვიტყვი. შეიძლება, ზოგიერთი კაცი ეძებს ქალს, რომელიც მასზე დედასავით იზრუნებს, რომელსაც მენტალური და ემოციური თვალსაზრისით დედას დაუკავშირებს.  მაგრამ ჩემი ქმარი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მე ვერ ვგრძნობ ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივ სხვაობას. არც იმის მოსმენა მინდა, რომ წლების შემდეგ ეს შესამჩნევი გახდება და მე უფრო მალე დავბერდები. ახლა იმდენი საშუალებაა, რომ დაბერება გადავავადოთ, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. მთავარია, ახლა ბედნიერი ვარ. სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ და ერთად გატარებული ყველა დღე გვიხარია. უკვე შვილზე ვფიქრობთ.  ვიცი, რომ კარგი მამა იქნება.

скачать dle 11.3