კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 დრონახელთები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მუქკანიანი ქრისტედან
აია-სოფიას მეჩეთამდე?!

  მაშინ, როდესაც დედამიწელთა უმეტესობა კორონაპანდემიით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა (ჯანმოს ხელმძღვანელი კი მორიგ აპოკალიფსურ სურათს გვიხატავდა), ანუ ამა წლის 5 ივნისს, თურქულმა გაზეთმა „ჰურიეთმა“ გვამცნო, რომ რეჯებ ტაიპ ერდოგანმა აია-სოფიას ტაძრის (აგებულია მეექვსე საუკუნეში) მეჩეთად გადაკეთებისა და მისთვის სტატუსის შეცვლის შესახებ გასცა განკარგულება. მართალია, საბოლოო ვერდიქტი ივლისის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი, მაგრამ, მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოუწოდა თურქეთს, თავი შეიკავოს აია-სოფიას იავარქმნისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომებსაც მივიღებთო, თავშეკავების აქცენტი გადატანილია „არქიტექტურულ მარგალიტობაზე“ და იმაზე, რომ აია-სოფია „იუნესკოს“ კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი. ამის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც შეაწია სიტყვა ქრისტიანული კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. კერძოდ, ბრძანა: „თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აია-სოფია მუზეუმად დატოვონ, რაც მისაბაძი მაგალითი იქნება ვალდებულების შესრულების, რწმენის ტრადიციებისა და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის.“
  მიუხედავად პომპეოს განცხადების რბილი ტონალობისა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა (ჰამი აქსოიმ) განაცხადა, რომ შეძრწუნებულები არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, რადგან (მომყავს ციტატა): „აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა“ და, ამდენად, აია-სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეაო.
 სავარაუდოდ, თურქეთმა დრო იხელთა, ან კი რატომ არ უნდა ეხელთა – თუკი ანტირასისტული მოძრაობის წევრები ქრისტეს ფრესკებისა და ქანდაკებების გადაღებვა-ჩამოხსნას მოითხოვენ?! თუმცა, თუ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო შეშფოთება საკუთარ საქმეებში ჩარევად აღიქვეს, მაშინ ჩვენ როგორ უნდა აღგვექვა მათ მიერ დიდგორობის უქმედ გამოცხადების აკრძალვა (მით უფრო, რომ იმხანად ოსმალეთი, როგორც სახელმწიფო, ბუნებაში არ არსებობდა)?!


скачать dle 11.3