კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 სამი შარვალი და ერთი ჩითის კაბა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დიდკაცი დედაკაცების ფასი

  რაკი დასავლური ცხოვრების წესისადმი მივილტვით და ცხოვრების დონესა და უსაფრთხოებას, ვაი რომ, თითქმის 30 წელია, ვერაფერი მოვუხერხეთ (თუმცა გული ევროპულად გვიძგერს), ძირითადად, იმ რეკომენდაციებით ვიკლავთ გადასავლურების ჟინს, რომელთა შესრულება შედარებით იოლია (ჩემი შთაბეჭდილებით). აქედან გამომდინარე, ამ ჩვენმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უყარა კენჭი საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რაც, მათ შორის, გულისხმობს გენდერულ კვოტირებასაც. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტები აწ უკვე ვალდებულები იქნებიან, რომ საარჩევნო სიებში ყოველ მეოთხედ ქალი ჩაიწერონ. მაღალი ტრიბუნიდან გვამცნეს, რომ ეს მომავალში ქალთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის საკანონმდებლო ორგანოში და 2028 წელს ყოველი მესამე კანონშემოქმედი ქალი იქნებაო.
  როგორც ქალს, აბა, რა უნდა მქონდეს ქალების სიმრავლის საწინააღმდეგო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ჩემი სქესის გამო ჩემი პერსონის იძულებით თავს მოხვევა, ერთგვარად ნაკლოვნად მაგრძნობინებს იმავე თავს. მეორე მხრივ, მართალია, ქვეყნის მართვაში მამაკაცებმა, მაინცდამაინც, დიდად ვერ გაგვაჩვენეს თავი და ვერც იმას ვიტყვით, რომ კანონშემოქმედ მამრებს ინტელექტი, პოლიტიკური ალღო და გამჭრიახობა ყურებიდან გადმოსდით, ამდენად, შესაძლოა, ქალებმა უფრო ივარგონ (ცდა ბედის მონახევრეა), მაგრამ, პოლიტიკურ სცენაზე ამჟამად წარმოდგენილ ქალთა უმეტესობით თუ ვიმსჯელებთ, იქნებ ქალებზე ლეგენდები ჯობდეს, კვოტირების ეშხით, მათ პარლამენტარებად რეალურ ხილვას. იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, კანონშემოქმედებად კონკურენტუნარიანი ადამიანები უნდა ავირჩიოთ და არა დიდკაცები დედაკაცურად ან მამაკაცურად.  


скачать dle 11.3