კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნინო ხაჩიძე უკვდავი ვლადიმირი

ანუ კაშჩეის კონკურენტი

 რაკი, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა, ხმის მიცემაც შესაძლებელია ამ გაქანებული კორონობისასო და რფ-ში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ხმის მიცემა კიდეც ჩატარდა და ხმებიც მიითვალ-მოითვალეს. ოფიციალურად, რფ-ის მოქმედი კონსტიტუციის ის ნაწილი გაანულეს, რომელიც  სახელმწიფოს მეთაურის არჩევას ეხებოდა, ანუ რეალურად, პრ. პუტინს კვლავ მიეცა კენჭისყრის უფლება მთელი ოთხი ვადით (იმავე სქემით, როგორც აქამდე მართავს აგერ უკვე 20 წელზე მეტია, ანუ 1999 წლის დეკემბრიდან), მაშასადამე, 2036 წლამდე (იმხანად 84 წლისა მოიყრება, ვინაიდან 1952-შია დაბადებული). საარჩევნო კომისიის ცნობით, ცვლილებებს ხმა რფ-ის მოსახლეობის 65-მა პროცენტმა მისცა და მათგან 78-მა პროცენტმა თანხმობა განაცხადა, მთლიანობაში, 27 წლის განმავლობაში ჩააბაროს საჭეთმპყრობლობა ვლ. პუტინს (ეჭვი მაქვს, იმის შემდეგ ლენინს მიუწვენენ გვერდით).
  თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ-ის მოსახლეობის 21-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა საკონტიტუციო ცვლილებებს, ესე იგი, პრ. პუტინის გაიმპერატორებას, ხოლო 35 პროცენტი, საერთოდაც, არ გამოცხადდა, ესე იგი, რფ-ის მოსახლეობის, არც მეტი, არც ნაკლები, 56 პროცენტს ის არ ეპიტნავება, ოღონდ ეს არც იმას ნიშნავს, რომ  საჩვენოდ ფიქრობენ.
  ასეა თუ ისე, რაკი ჩრდილოელმა მმართველმა, ფაქტობრივად, იმპერატორობა გაინაღდა და არც ის ვიცით, მის შემდეგ რომელი იმპერატორი აღდგება, სავარაუდოდ, ერთადერთი გამოსავალი იმ ზარდახშის პოვნაა, სადაც ის ნემსი დევს, კაშჩეის რომ მოკლავს.
скачать dle 11.3