კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ლექს-სენი: მაგ დროს მე და ჩემი ცოლი „ვიშლებით“ ხოლმე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლექს-სენმა და მინდოზამ პანდემიის დროს ახალი სიმღერა შექმნეს და კლიპიც გადაიღეს, რომელიც, როგორც მომღერალი ამბობს, ძველი და ახალი დროის ნაზავი გამოვიდა.
  ლექს-სენი: საკმაოდ კარგი ახალი სიმღერა შევქმენით, ძველი და ახალი დროის ნაზავი გამოგვივიდა. ეს ამბავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ეს არის ჩემი და მინდოზას დუეტი, ანუ მინდოზას „ქამბექი“. დიდი ხანია, ამ დონის დუეტი არ გაგვიკეთებია. თავიდან, თითქოს, ამხელა მოლოდინი არ გვქონდა, მაგრამ ხუმრობა-ხუმრობასა და მუშაობაში, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. როგორც წესი, ჩემი მსმენელი პოზიტიურად იღებს ჩემს შემოქმედებას, მეც მათ არ ვღალატობ და ბოლომდე ჩემს სტილს მივყვები, რამაც გაამართლა და ეპოქა შექმნა. იმედი მაქვს, ამ ნამუშევარსაც ადეკვატურად მიიღებს, არა მხოლოდ ჩემი მსმენელი, ახალი თაობაც. ისეთი სიმღერაა, როგორი სტილიც მათ მოსწონთ.
– პანდემიის დროს როგორ ახერხებდით მუშაობას?
– სახეცვლილება შეგვეხო, ერთი პერიოდი დაგვაპაუზა კიდეც, მაგრამ ამან მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ არ გავჩერებულიყავით. ჩემს იუთუბ-არხს თუ გადახედავთ, ნახავთ, რამდენი ახალი სიმღერა დავდე პანდემიის პერიოდში. ერთ-ერთი ახალი სიმღერა კორონაზეც მაქვს. ხელ-ფეხი რომ გაგვეხსნა, კლიპზეც დავიწყეთ მუშაობა. ასე რომ, შემოქმედებითი პაუზა არ მქონია, თუმცა კონცერტები გადამედო. ამ მხრივ, ეს პერიოდი უარყოფითად აისახა ჩემზე, ძალიან მაზარალა. ორ მაისს მაგარი კონცერტი მქონდა ჩანიშნული თბილისში, ყველაფერი აწყობილი იყო. ბილეთები უკვე ორი თვით ადრე გაიყიდა და დაიჯავშნა, მაგარი რეზონანსი ჰქონდა. იმედი გვაქვს, რომ მალე ხელახალ თარიღს დავაანონსებთ. ხალხი ითხოვს, ყოველდღე მწერენ, როდის იქნება კონცერტიო და მეც ველოდები, როდის გაიხსნება ყველაფერი.
– გეგმები, ალბათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ კონცერტებსაც უკავშირდებოდა. ზოგადად, თუ გიყვართ მოგზაურობა, რაც ახლა ყველას განსაკუთრებულად ენატრება.
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ნიდერლანდებში, გერმანიაში, ესპანეთში – ეს ჩემი საყვარელი ქვეყნებია. ჰოლანდიაში ძალიან კარგი მეგობარი მყავს, რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელს მეპატიჟება დასასვენებლად, ჩავდივარ და იქიდან ერთად მივდივართ ხოლმე სამოგზაუროდ ბელგიაში, ესპანეთი, სხვა ქვეყნებში.
– შეგიძლიათ, განსაკუთრებული თავგადასავალი გაიხსენოთ?
– ბოლო, რაც მახსენდება, საბერძნეთთან დაკავშირებული ისტორიაა. ამ ახალ წელს საბერძნეთში გვქონდა კონცერტი და იქიდან რომ წამოვედით, ბილეთი აღებული გვქონდა, მაგრამ დაღლილებს დრო აგვერია, რაღაცებში კარგად ვერ გავერკვიეთ. გვეგონა, რომ ბევრი დრო გვქონდა, გავიარეთ, გამოვიარეთ და სინამდვილეში, ნახევარი საათი გვქონია. ეს დრო ისე გამოგვეპარა, რომ ჩვენი თვითმფრინავი გაფრინდა და ბედობა დღეს დავრჩით აეროპორტში. თან, მეორე რეისი შორს იყო და მთელი ცამეტი საათი იქ გავატარეთ. მერე უკვე ბევრი დრო გვქონდა ყველაფრის დასათვალიერებლად, აღარსად გვეჩქარებოდა (იცინის). ტანჯვაა ერთსა და იმავე ადგილას ამდენი ხნით ყოფნა, სასაუბროც ამოვწურეთ და მოკლედ, სერიოზული ნერვების წყვეტა იყო (იცინის). მერე იწყებ საკუთარი თავის კრიტიკას, ეს როგორ მომივიდაო, მაგრამ რას იზამ, ხდება ხოლმე.
– არსად დაკარგულხართ?
– ბოლო პერიოდში ავსტრიაში გვქონდა კონცერტი, მე და ბიგ თიკო ვიყავით წასულები. კონცერტის შემდეგ ჩვენი მასპინძლები ისე გაერთნენ და ისიამოვნეს, ნასვამები გვთავაზობდნენ წაყვანას. ვუთხარი, არაა პრობლემა, არ დავიკარგებით, თვითონ წავალთ-მეთქი. გამოვედით კონცერტიდან და მატარებლით წავედით. შუაღამე იყო და ტრანსპორტში მარტო ჩვენ ვისხედით. ჩვენი ჭკუით, იქ მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვაგან ვიყავით, დავიკარგეთ რა! (იცინის) ევროპაში ყოფნის გამოცდილება მაქვს და თან, არ მინდოდა, ბიგ თიკოს შეშინებოდა, ამიტომ არაფერს ვიმჩნევდი. მალე მივაგნებთ-მეთქი, ვაიმედებდი. დაახლოებით ორი საათი ერთსა და იმავე ადგილს ვარტყამდით წრეებს. თან, ევროპაში ტაქსის მძღოლებიც არ გიჩერებენ მარტივად, ყველა დაკავებულია და როგორც იქნა, თავისუფალი ტაქსი ვნახეთ. ვკითხე ჩვენი ქუჩის მდებარეობის შესახებ და მითხრა, რომ თურმე, ზუსტად იმ ქუჩას ვურტყამდით ორი საათი წრეებს და რეალურად იქ მისასვლელად ორი წუთი გვჭირდებოდა. მერე აღვნიშნეთ ჩვენი არდაკარგვა (იცინის).
– მარტო როცა მიდიხართ, მეუღლე, ალბათ, განსაკუთრებულ საჩუქრებს ელოდება ხოლმე.
– ძირითადად, ერთად დავდივართ ხოლმე, თუ კონცერტებს არ ჩავთვლით. თუ ისეთ ქვეყანაში მივდივარ, სადაც ერთად არ ვყოფილვართ, ის მომაქვს, რასაც მაბარებენ. ჩემი ინიციატივითაც შეიძლება, ვიყიდო სუნამო, მაისური, კეპი, მაგრამ ყოველთვის ჯობს, როცა რამე კონკრეტული უნდათ და შენ იმას პოულობ, რისი გაკეთებაც ძალიან მსიამოვნებს.
– თუმცა, ქმრებს არ სიამოვნებთ ხოლმე, გოგონები რომ მაღაზიებში ძალიან ბევრ დროს ატარებენ.
– მაგ დროს მე და ჩემი ცოლი ვიშლებით ხოლმე (იცინის). ის მიდის და ბევრ რამეს არჩევს. ჩემთვისაც უკითხავს აზრი, მაგრამ ამ ამბავში მე იმ დონეზე ვერ „ვქაჩავ“, რამდენზეც ქალები და არც მაღაზიებში უსასრულოდ სიარული შემიძლია. ეს ჩემთვის ტანჯვაა. თუმცა ევროპაში ესეც სასიამოვნოა, იმდენად მაღალ დონეზეა იქ ყველაფერი.
– მარტო რომ მიდიხართ, მაგალითად, კონცერტისთვის, მეუღლე არ ეჭვიანობს?
– ეგ ბუნებრივი მომენტია, რა თქმა უნდა, ეჭვიანობს, მაგრამ ნაკლებად ვაძლევ საბაბს და ზოგჯერ საერთოდ არ ეჭვიანობს. ხვდება, რომ ასეთი ცხოვრება გვაქვს, ეგეთი ბედი მერგო და გაგებით ეკიდება. მსიამოვნებს, რომ ამ ყველაფერს კარგად იგებს.
– თავის დროზე უთხარი, რა ვქნა, მარტო შენ არ გეკუთვნი, ამდენ ადამიანს ვუყვარვარო...
– ეგ ხუმრობით ვუთხარი (იცინის). მაგრამ ის ვიგულისხმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის მიერ ჩემდამი გამოხატული სიყვარულის დაფასება. მე არ მაქვს უფლება, მათ შესაბამისად არ ვუპასუხო, არ მივწერო, ფოტო არ გადავიღო და ასე შემდეგ. არავის ვაძლევ უფლებას, რომ ამას წინ დაუდგეს.

скачать dle 11.3