კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 სალომე ბაკურაძე: ვერაფრით ავიტან ისეთ ლაშას, როგორიც მე ვარ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე ის წყვილია, რომელთა შესახებ, არც ჭორი გავრცელებულა და არც რაიმე ნეგატიური თქმულა. როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება, ფიქრშიც კი, ვერ წარმოუდგენიათ.
– ექვსი წელია, რაც ცოლ-ქმარი ხართ. რა შეცვალა თანაცხოვრების წლებმა თქვენს ურთიერთობაში და რომ ამბობენ: სიყვარული დროსთან ერთად ხუნდება, რომანტიკა დროთა განმავლობაში ნელდება და სხვა საფეხურზე გადადისო, ასეა?
ლაშა: ამ ექვსი წლის განმავლობაში, უფრო გავიზარდეთ, გავდიდდით და მეტნი გავხდით. არცერთ ეტაპზე სიყვარულის ნაკლებობა არ გვქონია და არც არაფერი გახუნებულა. წინ ძალიან ბევრი ეტაპი დაგვრჩა და ამაზე ფიქრი მიხარია. რომ ვფიქრობ, წინ რამდენი კარგი რამ გველის, ცხოვრების სტიმულს მაძლევს. თუ ადამიანთან კომფორტულად არ ხარ, მის გვერდით ექვსი წელი კი არა, წამითაც ვერ გაძლებ.
სალომე: ახლა სიყვარულის რა ეტაპზე ვართ, არ ვიცი, მაგრამ სხვა ეტაპზე რომ გადავედით, ვიცი (იცინის). ცოლად რომ გავყევი, მეგონა, ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, არადა, ყოველდღიურად ვეცნობი, ახლიდან ვაკეთებ აღმოჩენებს და უფრო და უფრო მიყვარდება. ყოველდღე ახლიდან ვიცნობ ლაშიკოს, მაგრამ ეს ყოველდღიური სეზონებია თუ ეტაპები, ნამდვილად არ ვიცი (იცინის). ახლა უკვე გამყარებულია ჩვენი ურთიერთობა და მისი ერთი შემოხედვით ზუსტად ვხვდები, რა ხასიათზეა, როგორი დღე ჰქონდა, რას გეგმავს. შეიძლება, იმასაც მუღამი აქვს, ბევრს რომ ჭიჭყინებს საყვარელი ადამიანი, მაგრამ მე უსიტყვოდაც კარგად მესმის მისი (იცინის) და მასთან რაღაც-რაღაცებზე ბევრი ჭიდაობა არ მჭირდება. თუმცა, დროდადრო „შეფუცხუნებაც“ სჭირდება (იცინის). დალაგებული და დავარცხნილი ცხოვრება არ მიყვარს. ამას წინათ, გოგოები ვჭორაობდით და წავიწუწუნე: ლაშიკოსთან ჩხუბი მომენატრა-მეთქი. ხელჩართული ბრძოლა არასდროს გვქონია, მაგრამ ის „ხიპიში“ მომენატრა (იცინის).
ლაშა: სალომე ჩემთვის ცხოვრების სტიმულია და „შეფუცხუნებებიც“ მჭირდება მისგან და „შექანავებებიც“ (იცინის).
– ხშირია მისგან ასეთი „შეფუცხუნება-შექანავებები“?
– ყოელდღე არა, მაგრამ ხშირად „მაქანავებს“ და „მაფუცხუნებს“. ეს მე მჭირდება.
– თქვენი თანაცხოვრების ექვსი წელი გახდა და სოციალურ ქსელში დაწერე: „ექვსი წელი კი არა, ექვსი წამიც არ შემიძლია უშენოდ, მიყვარხარ ცამდე!“ ბევრი მამაკაცი ასე საჯაროდ არ უტყდება ცოლს სიყვარულში. რატომ გინდოდა, ყველას გაეგო, რას გრძნობ საყვარელი ქალის მიმართ?
– მე და სალომე მიყვარხარ-გიყვარვარს ყოველ წამს ვეუბნებით ერთმანეთს. დღეში რამდენიმეჯერ ვუხსნით სიყვარულს. ჰოდა, მეც მომაწვა ეს სიყვარული და დავწერე. დამიჯერეთ, ფიქრის დონეზეც კი არ დამიშვია სალომეს გარეშე ცხოვრება. მართლა ექვსი გადაბმული წამი არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება, ოჯახი ამერიოს. სალომეს გარეშე, ფიქრიც არ შემიძლია. ბედნიერი ვარ მის გვერდით.
სალომე: ზოგადად, ლაშამ ვერ ისწავლა ემოციების მართვა და კონტროლი. უყვარს ემოციების აფიშირება. მე ვისწავლე თავის შეკავება და ვცდილობ, ისე ვთქვა და ჩემი ნათქვამი ისე გაჟღერდეს, როგორც საჭიროა. ეს კი „ბრტყლად“ და კახურად ამბობს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ გენში კახური არაფერი აქვს (იცინის).
– ვიცი, ხშირად უკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს და წელს რა გაჩუქა ქმარმა შეუღლების ექვსი წლისთავზე?
– კორონამ, ამ მხრივ, „მოგვთენთა“. ლაშიკოს დაბადების დღეც კარანტინის დროს იყო. მთლად გალაღებული არც ახლა ვიყავით, რომ გრანდიოზულად აღგვენიშნა შეუღლების ექვსი წელი.
ლაშა: ახლა სალომეს დაბადების დღე მოდის და ყველაფერს ერთად აღვნიშნავთ, ერთიანად „ვიფეთქებთ“ (იცინის).
– ლაშა, სალომე ხშირად აღნიშნავს, ჩემი ენერგიის წყალობით ფეიერვერკივით ვარო. რამდენად რთულია ასეთი ქალის გვერდით ცხოვრება და მისი ქმრობა?
– რთული არაა სალომეს ქმრობა, უფრო რთულია ჩემი ცოლობა. ხანდახან უცნაური ხასიათები მაქვს. სალომე კი ბედნიერება ადამიანია და ამ „ფეიერვერკის“ გარეშე, ცხოვრება არ შემიძლია.
– ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ავსებდეს ენერგეტიკულად და ხასიათითო.
სალომე: უნდა იცოდე საყვარელი ადამიანის ხასიათი, ზუსტად ხვდებოდე, როგორ და რითი უნდა შეავსო, გააბედნიერო, შეურჩიო დრო, რომ ის პასუხი მიიღო, რაც გინდა. მე ლაშიკოს სახის გამომეტყველებით ვხვდები, რა ხასიათზეა და როდის, რაზე ვესაუბრო. რასაკვირველია, ენერგეტიკულადაც ჩემი ადამიანია. ვერაფრით ავიტან ისეთ ლაშას, როგორიც მე ვარ. ბუნებით აქტიური ტიპია, მაგრამ გაძლევს კარგად ამოსუნთქვის საშუალებას. სულ გიჟურ ენერგიაზე, როგორც მე შემიძილია, დილით ჩავირთო „მატორიანი თხასავით“ და საღამომდე აღარ გამოვირთო, ასეთი არ არის. თუმცა, მეც მაქვს ენერგიაში ისეთი სირბილეები, ენერგოვამპირობამდე რომ არ მივდივარ. ლაშა კი უფრო დაბალანსებულია. ვფიქრობ, ორი ერთნაირი ხასიათის ადამიანის თანაცხოვრება რთული და აუტანელია.
– არაჩვეულებრივი შვილი გყავთ. ბევრი აღნიშნავს, წყვილის ცხოვრებაში შვილი ურთიერთობებს ამყარებსო. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
ლაშა: სადღაც წავიკითხე, შვილი ცემენტი კი არ არის ურთიერთობა გაამაყაროსო (იცინის). მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ცემენტიც არის, აგურიც და „შიფერიც“ (იცინის). მეტი რომ არაფერი არსებობდეს დედამიწაზე, მარტო ამ მოვლენის გამო ღირს ჩემი ცხოვრება. თუმცა, ვერ გეტყვით, ბავშვის გამოა მხოლოდ ჩვენი სიყვარული გამყარებული-მეთქი. შვილის გამო არ მყარდება ოჯახი. ბავშვი ორივესთვის ღმერთის საჩუქარია. რასაკვირველია, როგორც ყველა წყვილს, ჩვენც გვქონდა რთული პერიოდები, რაც ერთად გადავლახეთ და მოვაგვარეთ სიყვარულით და თანადგომით.
სალომე: რთული პერიოდი არც კი მახსენდება. თუმცა, ასეთი იყო – ორსულობის დროს, როცა ცვლილებები მიდიოდა ორგანიზმში და ჰორმონებში. სწორედ, ამ რთულ დროს დამიდგა ლაშა გვერდით, მოითმინა, გადამალახინა და ამიტანა. ლაშას ცხოვრებაშიც არის ტალღა-ტალღა მომენტები, როცა გვერდით დგომა სჭირდება და არა ტვინის „ჭამა“ და მეც მის გვერდით ვდგავარ. ჩვენ სიყვარულისა და ბედნიერების გამო რაიმეს დათმობა და შეცვლა არ მოგვიწია. ერთმანეთს კარგად მოვერგეთ.
– ლაშა, გავიგე, სალომე ბიზნესის წილში გიჯდება და მართალია?
სალომე: ჯერ „ამოიქოქოს“ რესტორანი, რომ დავდგე და ვიმღერო და მერე, ვნახოთ ვინ, ვის ჩაუჯდება (იცინის).
ლაშა: თუ სალომე ჩემს რესტორანში იმღერებს, თავისთავად ჯდება წილში (იცინის). ოღონდ ამან იმღეროს, დავიყოლიო და წილში სიამოვნებით ჩავისვამ. ჯერ „დაყოლიების“ პროცესში ვარ (იცინის). ეს – ხუმრობით, მაგრამ სალომე რეცხვისა და დალაგების დროსაც კი ღიღინებს და სცენის გარეშე მისთვის რთულია.

скачать dle 11.3