კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№27 დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

ნინო კანდელაკი სოფი ლორია


თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ 400-მდე ოჯახი ბინას მიიღებს

  m2 – დეველოპერული კომპანია, რომელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კომფორტული ცხოვრების წესთან და თანამედროვე სტანდარტთან.
  კომპანია გარდა იმისა, რომ სამშენებლო ბაზარზე ლიდერია თავისი საქმიანობით, ასევე მრავალ პროექტს ახორციელებს და ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს. სწორედ, ეს ფაქტორიც დიდად განსაზღვრავს მის მიმართ მომხმარებლის ნდობას.
  ამჯერად კომპანიამ – „m2 – უძრავი ქონება“ – თბილისის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ 400-მდე დაზარალებული ოჯახის რეალობა რადიკალურად შეიცვალა. ისინი მალე მიიღებენ ბინას, რომელსაც წლების განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ.
  m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება კორექტირებული პროექტების შეთანხმებისა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების
აღებიდან სამი წლის ვადაში.
  თბილისის შეჩერებული მშენებლობების შესრულების მიზნით თბილისის მერიამ არაერთ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, რის დროსაც დეველოპერებმა ამ ტიპის მშენებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და რამდენიმე შემოთავაზებაც მიიღეს. თბილისის მერიის გუნდის მიერ კოორდინირებულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და დაზარალებულ მობინადრეთა წარმომადგენლებიც.
  შოთა ბერეკაშვილი (კომპანია „m2 – უძრავი ქონების“ თანადირექტორი): თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და m2-ის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. მჯერა, მათ რიცხვში მალე ჩაეწერება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ კომპლექსიც. ამ პროექტით გვერდში ვუდგებით ქალაქის მერიას და, რაც მთავარია, 400-მდე დაზარალებულ ოჯახს ბედნიერი მომავლის შექმნაში ვეხმარებით. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის ეს დაზარალებული ნაწილი თორმეტი წელი უიმედოდ ელოდა საცხოვრებელ ფართებს. მიხარია, რომ სწორედ ჩვენმა კომპანიამ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განახორციელა აღნიშნული პროექტი.
  კარგად ვაცნობიერებ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ამიტომ მთელ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას მაქსიმალურად მივმართავთ აღნიშნული პროექტის წარმატებითა და დროულად დასრულებისკენ. თბილისის მერიამ, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ წარმომადგენლებმა და დაზარალებულებმა დიდი ნდობა გამოგვიცხადეს, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას.

скачать dle 11.3