კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა იწვევს კონტაქტურ დერმატიტს და როგორ აღვკვეთოთ ის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კონტაქტური დერმატიტი ვლინდება წითელი მქავანა გამონაყრით, რომელიც კანთან ამა თუ იმ ნივთიერების კონტაქტის შედეგია. გამონაყარი არც გადამდებია და არც სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია. ცნობილია ათასობით ალერგენი, რომელსაც კონტაქტური დერმატიტის გამოწვევა შეუძლია. კონტაქტური დერმატიტის ყველაზე გავრცელებული ტიპი გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტია – სტატისტიკის თანახმად, შემთხვევათა 80 პროცენტი სწორედ მის წილად მოდის. ეს არის არაალერგიული ანთებითი რეაქცია, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა გამღიზიანებელი აზიანებს კანის მხოლოდ გარეთა, დამცავ შრეს. გაღიზიანების კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად იწვევს გამხსნელები, მათეთრებლები, ალკოჰოლი, პირადი ჰიგიენის საშუალებები (საპონი, დეოდორანტი), ალტერნატიულ მედიცინაში გამოყენებული მცენარეები, ჰაერში არსებული ნივთიერებები (მტვერი, შალის ნაწილაკები) და სხვა.
  ზოგიერთს რეაქცია ალერგენთან პირველივე შეხებისას უვითარდება, ზოგთან კი სიმპტომები მხოლოდ განმეორებითი კონტაქტის შემდეგ იჩენს თავს. ისიც შესაძლებელია, რომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს მის მიმართ ტოლერანტობა ჩამოუყალიბდეს.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კი შედეგია იმუნური რეაქციისა, რომელიც კანისმიერი სიმპტომებით (გამონაყრით, ქავილით) გამოვლინდება იმ ადგილას, სადაც ალერგენი სხეულს შეეხო.
ისეთი ძლიერი ალერგენით სენსიბილიზაციისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ჭინჭარი, ერთი შეხებაც საკმარისია, სუსტ ალერგენზე ალერგიის განვითარება კი მხოლოდ მრავალჯერადი და ხანგრძლივი კონტაქტის დროს ხდება. თუ ერთხელ მაინც გქონიათ ალერგია კონკრეტულ ალერგენზე, მომავალში მისი ძალიან მცირე რაოდენობაც კი ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს გამოიწვევს.
  ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია: სამკაულებისთვის გამოყენებული ლითონები, მედიკამენტები (ანტიბიოტიკის შემცველი მალამოები), პერუს ბალზამი – რომელიც სუნამოების, კოსმეტიკისა და სხეულის მოვლის სხვა საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება, ფორმალდეჰიდი (შეიცავს გამხსნელები, წებოები), ტატუირებისთვის გამოყენებული საღებავები, ინა, ძლიერ ალერგიული ნივთიერების, ურუშიოლის, შემცველი მცენარები (მაგალითად, შხამიანი თუთუბო და მანგო).
  ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ბავშვებსა და მოზრდილებთან თანაბარი სიხშირით გვხვდება. ბავშვებთან ალერგენებად ხშირად გვევლინება ტანსაცმელი, მანქანის სავარძელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუალეტის პლასტმასის დასაჯდომიც კი. კონტაქტური დერმატიტის ნიშნები და სიმპტომებია: ამობურცული წითელი გამონაყარი; ქავილი, ზოგჯერ – ძალიან ძლიერი; მშრალი, აქერცლილი კანი (დამახასიათებელია ქრონიკული ფორმისთვის); სითხით სავსე ქერქიანი მუწუკები (დამახასიათებელია მწვავე ფორმისთვის); შესიება, წვა, მტკივნეულობა.
   კონტაქტური დერმატიტის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ალერგენისთვის  თავის არიდებას. ალერგენის აღმოჩენიდან ორ-ოთხ კვირაში სიმპტომები, წესისამებრ, ქრება. თუ გამოვლენილი გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა მისგან თავის ზედმიწევნით დაცვა შესაბამისი სამოსითა და ხელთათმანებით. ხელთათმანები უმჯობესია იყოს რეზინისა ან პოლივინილქლორიდისა (სინთეზური ნივთიერება) და წყალგაუმტარი. მათ ქვეშ ბამბის ხელთათმანები უნდა ჩაიცვათ. ხელთათმანები დროდადრო უნდა გავიხადოთ და ხელები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამოვასუნთქოთ, რადგან თუ გაგვიოფლიანდა, შესაძლოა, მდგომარეობა დაამძიმოს. კანის დასაცავად ასევე შეიძლება, დიმეთიკონის შემცველი სპეციალური კრემებისა და ლიპიდური შემადგენლობის დამცავი საცხების გამოყენება. მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს კანის თვითმოვლა და მისი აღმდგენი საშუალებების გამოყენება. სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ მცენარეული აბაზანები, მცენარეული ლოსიონები. განსაკუთრებით ეფექტურია ევკალიპტის, გულყვითელას, როზმარინის შემცველი საშუალებები. სასურველ ეფექტს იძლევა ცივი, სველი საფენები და უბრალოდ, გრილი აბაზანა. ეცადეთ, ჩაიცვათ ბამბის თავისუფალი სამოსი. არ მოიქავოთ გაღიზიანებული კანი და მდგომარეობა უფრო მეტად არ გაართულოთ.
скачать dle 11.3