კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 გარგარის სასარგებლო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გარგარი არა მარტო გემრიელი ხილია, არამედ შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური, ასევე, შარმდენი და საფაღარათე თვისებები. მას შეუძლია ტვინის მუშაობის გააქტიურება და მეხსიერების გაუმჯობესება. ახასიათებს აღდგენითი მოქმედებები. ამიტომ, გარგარი რეკომენდებულია ინტელექტუალური დატვირთების დროს და აუცილებლად უნდა იყოს სიმსივნით დაავადებული ადამიანის რაციონში. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ხილი ჩავრთოთ ბავშვის მენიუშიც, რადგან ის იმუნიტეტის სტიმულირების საშუალებაა და ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედების გარდა, ყურადღების კონცენტრაციის მომატებასაც იწვევს. გარგარი აღადგენს ორგანიზმის ძალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ზრდის მისი გამძლეობის დონეს.
  ვიტამინებით მდიდარი გარგარი, რომელთა შორის, უპირველესი ასკორბინის მჟავაა, აძლიერებს იმუნიტეტს და მდგრადს ხდის ორგანიზმს ვირუსებისა და გაციებით გამოწვეული დაავადებებისადმი. გრიპისა და ავიტამინოზისას სასარგებლოა გარგარის მიღება როგორც ჩირის, ისე გაყინული სახით. ხოლო ხის ფოთლებით ჩაის დაყენება შეიძლება. მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება შეუძლია როგორც გარგარს, ისე მის ჩირს. გარგარის ხის ფოთლების ნახარშს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები და შხამები გამოაქვს. ის სასარგებლოა ფაღარათის დროს და შეუძლია ნაწლავებიდან ჭიების გამოდევნაც.
რკინითა და კალიუმით მდიდარ გარგარს უდიდესი სარგებლობა მოაქვს ანემიის დროს. ის ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, სისხლს საშუალებას აძლევს, რომ ქსოვილი და ორგანოები ჟანგბადით უკეთესად მოამარაგოს. ამ დაავადების დროს სასარგებლოა არა მარტო გარგარის ახალი ნაყოფი, არამედ მისი ჩირი – კურაგა.
  სასარგებლოა კურაგა მათთვისაც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ჰიპოვიტამინოზი აქვს. ასევე, კარგია კუჭ-ნაწლავის დაავადების დროსაც.
  გარგარის ჩირის სისტემატურად მიღების შემთხვევაში, უმჯობესდება მხედველობა და 90 პროცენტით მცირდება თრომბისა და სიმსივნის წარმოქმნის რისკი, კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ხოლო თმა – სიძლიერეს და ბზინვარებას.
კურაგის დღიური ნორმა 12 წლის ზევით, 80-100 გრამია. ხოლო, ბავშვებისთვის – 5 ცალი.
  ნაყოფის, ჩირისა და ფოთლების გარდა, სასარგებლოა გარგარის ხის ქერქიც. მისი ნახარში ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გულის კუნთებს და აყუჩებს თავის ტკივილს. გარდა ამისა, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელესტიკურობის ხარისხს.
გარგარის წვენი, ნაყოფთან შედარებით, ნაკლებ ბოჭკოვანას შეიცავს და ამიტომ, უფრო მარტივად ასათვისებელია, სხვა მხრივ, ის ისევე სასარგებლოა, როგორც მთელი ნაყოფი. ის საუკეთესო საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად. ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე, რითაც შეშუპებას ახშობს, ხსნის მუცლის შებერილობას, სპაზმებს და აქრობს გულძმარვას.
  ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი გარგარი სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისთვისაც. გარდა ამისა, ის მსუბუქი საფაღარათე საშუალებაა, რაც ასე აქტუალურია ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, როდესაც ხშირია ყაბზობის შემთხვევები.
გარგარის მირთმევა შეიძლება ძუძუთი კვების დროსაც. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ყაბზობა აწუხებს, გარგარი დაეხმარება და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოუგვარებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხილი, ჩვილების შემთხვევაში, შეიძლება ჭვალის მიზეზიც გახდეს, ხოლო შაქრის მაღალი შემცველობის გამო, დიათეზი გამოიწვიოს.
  იმის გამო, რომ გარგარი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ასუსტებს გულისცემის რიტმს, ამ ხილის დიდი რაოდენობით მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ არტერიული ჰიპოტონიის და გულის დაბალი რიტმის მქონე ადამიანებმა.
  მჟავების მაღალი შემცველობის გამო, გარგარის ნაყოფის და წვენის მიღება მშიერ კუჭზე არ შეიძლება.
ზიანის მოტანა შეუძლია დიდი რაოდენობით ხილის მირთმევას. დღიური ნორმა დიდებისთვის – 20 ცალია, ხოლო ბავშვებისთვის – 10.
скачать dle 11.3