კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ჭეშმარიტების გზაზე

  ერთი პიროვნება თვლიდა, რომ მამა ეპიფანემ მას უსამართლოდ აწყენინა. ერთხელ იგი მივიდა მასთან და განრისხებულმა ბრალდებათა და ლანძღვა-გინების ნიაღვარი გადმოანთხია. ბერი ჩუმად უსმენდა და ვაშლს თლიდა. როცა სტუმარი ლანძღვას მორჩა, მამა ეპიფანემ მას ვაშლის ნაჭერი შესთავაზა:
– შვილო ჩემო, იქნებ ვაშლი გინდა?
– მხოლოდ შენგან – არა, თვალთქმაცო! – უთხრა მოსულმა,  წამოხტა და წასვლა დააპირა. მაშინ მამა ეპიფანემ შეაჩერა და უთხრა:
– მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრე: ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. თუ ისეთ სიტუაციაში მოხვდები, როცა ჩემი დახმარება დაგჭირდება, ნუ მოგერიდება იმისა, რაც დღეს მითხარი. მე უკვე ყველაფერი დავივიწყე, ამიტომ შეგიძლია, თამამად მოხვიდე აქ. ახლა, შვილო ჩემო, წადი და ღმერთმა დაგლოცოს.
და მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადამიანს დიდი უბედურება ეწვია. მოძღვარი მხარში ამოუდგა მას და შეძლებისამებრ დაეხმარა. იმ დროიდან მამა ეპიფანეს დიდსულოვნებით დამორჩილებულმა ახალგაზრდამ ბერის სააღმსარებლოში მუდმივად იწყო სიარული.
***
ერთმა ადამიანმა, რომელმაც ოდესღაც მამა ეპიფანეს ძალიან აწყენინა, მრავალი წლის შემდგომ მიმართა მას. მამა ეპიფანე ამ შემთხვევას ასე იხსენებდა:
- რა მძიმეც უნდა იყოს ჩვენი მოყვასის მიერ მოყენებული წყენანი, ნუ გადავუხდით მათ სამაგიეროს. დავუტოვოთ საშუალება, აუცილებლობის შემთხვევაში ისევ მოგვმართონ.
***
  მიუხედავად არაჩვეულებრივი მეხსიერებისა, ბერისთვის სრულიად ბუნებრივი რამ იყო მისთვის მიყენებული შეურაცხყოფათა და დამცირებათა დავიწყება. ის არც იმ შემთხვევას იმახსოვრებდა, როცა მორჩილები პირადად მას ეურჩებოდნენ.
ერთხელ ერთი მორჩილი თავის შეხედულებას იცავდა და ბერს შეეკამათა. მამა ეპიფანემ მოაჩვენა, რომ ამით ძალიან განაწყენდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მორჩილი მასთან მივიდა შენდობის სათხოვნელად. მაშინ მამა ეპიფანე ოთხ მამასთან ერთად ერთი სნეული ძმის სენაკში იმყოფებოდა. მორჩილმა თაყვანი სცა ბერს, რომელმაც ვერც გაიხსენა, თუ რისთვის სთხოვდნენ პატიებას.
– რა მოხდა, შვილო ჩემო? აბა, გამახსენე!
– გერონდა, ნუთუ არ გახსოვთ, როგორ გედავებოდით და გეურჩებოდით ტრაპეზის შემდგომ.
ბერმა ოდნავ გაიღიმა და მიუგო:
– გულწრფელად გეუბნები, არაფერი მახსოვს.
***
როცა მამა ეპიფანე უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მოსანანიებლად მივიდა დედაკაცი, რომელიც მას ხშირად გულს სტკენდა. ბერმა, ბუნებრივია, ამ ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა. მამა ეპიფანეს მომვლელებმა გადაწყვიტეს – უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ადამიანი სნეულს არ ნახავდა და უთხრეს, რომ ბერი ავადაა და მის მიღებას ვერ შეძლებს. ეს რომ გაიგო, მამა ეპიფანე ძალიან შეწუხდა. უსაყვედურა დამნაშავეებს და უბრძანა – ამიერიდან უფრო წინდახედულნი ყოფილიყვნენ, ხოლო ის დედაკაცი თუ კიდევ მოვიდოდა, აუცილებლად მიეყვანათ მასთან. მართლაც, როცა ეს ადამიანი მეორედ ეწვია მოძღვარს, მას მშვიდად და სიყვარულით შეხვდნენ.
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“

скачать dle 11.3