კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ პატიობს ღმერთი სხვა ადამიანის მოკვდინებას, საკუთარი თავის მოკვლას კი – არა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სავარაუდოდ, ყველა ადამიანს გაკრთომია აზრი ამსოფლიდან დროზე ადრე წასვლის შესახებ, ან გაბრაზებულს, ან იმედგაცრუებულს, ან, უბრალოდ, დაღლილს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ საკუთარი თავის მკვლელობა სხვის მკვლელობაზე აღმატებული ცოდვაა და ღმერთი თვითმკვლელობას არ პატიობს, განსხვავებით მკვლელობისგან. რატომ არ რთავს შემოქმედი ადამიანს ნებას, თავად აირჩიოს სიკვდილის წამი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
  მამა გურამი: მოკლედ რომ ვთქვათ, არსობრივი განსხვავება თვითმკვლელსა და იმ ადამიანს შორის, ვინც სხვას კლავს, არის ის, რომ თვითმკვლელი, საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმით, ისპობს მონანიების საშუალებას, სხვის მკვლელს კი რჩება ეს შესაძლებლობა, თუმცა მონანიება არ არის ადვილი, თუ მადლი არ მოგეცა. თვითმკვლელობის არანაკლები სიმძიმეა უპატივცემულობა, ალბათ, შეურაცხყოფაც კი ღმერთის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის და, ასევე, სასოწაკვეთა, რაც უმძიმესი ცოდვაა ეკლესიისთვის, იცით, რომ ეს იუდას ცოდვაა. სასოწარკვეთა ღმერთის წყალობაზე უარის თქმაა, სიტყვასიტყვით სასოწარკვეთა ნიშნავს იმედის დაკარგვას, რაც უკვე თვითმკვლელობაა  და ამის საფუძველია ამპარტავნება. ზოგადად, რა არის ცოდვა? ცოდვა აცდენაა, საკუთარი არსის დაკარგვა, დავიწყებაა, როდესაც ადამიანი სწყდება საკუთარ შემქმნელს, ამიტომ ასეთი ადამიანი უკვე იმყოფება სიკვდილში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ცხოვრებას არ აწყობს თავისი არსის მიხედვით: თუ ვინ არის, რა ფუნქცია აქვს აქ და სად მიდის, მაშინ მისთვის ამ ცოდვის გამო უკვე სატანჯველია ცხოვრება და ყველას არც შეუძლია, ეს ცხოვრება ასატანი გახადოს და ებრძოლოს მას. ბევრი ვერც უძლებს, რადგან დაკარგული აქვს მთავარი – თავისი თავი. ამას ნელი მოქმედების ნაღმივით ატარებს ადამიანი, ზოგს შეიძლება, აუფეთქდეს და მართლაც მოიკლას თავი, მაგრამ ზოგმა შეიძლება, ფიზიკურად არ მოიკლას თავი, სხეული არ გაინადგუროს, მაგრამ იყოს ფარული თვითმკვლელი: თავისი არსის მკვლელი. იმიტომ რომ არ უფიქრდება საკუთარ დანიშნულებას, ცხოვრების არსს, არ „მუშაობს“ საკუთარ თავზე. უნდა, რომ ნარცისივით თავად იყოს ცენტრში და ცხოვრება მის გარშემო თავისთავად შეიცვალოს. როდესაც ეს ასე არ ხდება, მაშინ ის პროტესტს აცხადებს. ერთგვარი ამბიციაა ცენტრში ყოფნის ასეთი სურვილი, რომ სამყარო მას უნდა მოერგოს, თვითონ კი არ უნდა შეიცვალოს და მოეგოს თავის გარშემო არსებულ სამყაროს ან გარდაქმნას ის, არამედ მას უნდა მოერგოს ყველაფერი – მშობლებით დაწყებული და სახელმწიფოთი დამთავრებული. როდესაც ეს ასე არ არის, ის თავს იკლავს. სტატისტიკით, თვითმკვლელთა ასაკი, უმეტესწილად, 35 წელზე დაბლაა და ეს ნიშანდობლივია. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი და სწორი მიდგომა ცხოვრებისადმი. ის ან აკეთებს ამას, ან ვერ უძლებს და მიდის ამ ცხოვრებიდან. იმის თქმა მინდა, რომ თვითმკვლელი მხოლოდ ის არ არის, ვინც საკუთარ სხეულს ინადგურებს, არამედ ისიც, ვინც უარს ამბობს საკუთარი თავის შეცნობაზე, განვითარებაზე და ამ უარს გამოხატავს პროტესტის სხვადასხვა ფორმით: ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ცხოვრების ფუჭად გაფლანგვა. ეს ფარული თვითმკვლელობაა, უბრალოდ, ნელი მოქმედების ნაღმია. ადამიანი თავის არსს იკლავს და ესეც მძიმე ცოდვაა. თუმცა ვინც ფიზიკურად იკლავს თავს, ის საერთოდ არაფრის შესაძლებლობას არ იტოვებს.
– არ ვარ სუსტი ნებისყოფის, მაგრამ მეც მომსვლია თავში აზრები, როდესაც აქ ყოფნა აღარ გინდა, იღლები და ეს უფრო არყოფნის აზრებია, ვიდრე თვითმკვლელობის. ეს აზრებიც ცოდვილია?
– არ არის იოლი საკითხი და იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც თავს იკლავს, ლაჩარია და გაექცა ცხოვრებას. რამდენი ადამიანი არ იკლავს თავს, მაგრამ ცხოვრობს სრულიად არაადეკვატურად, მხოლოდ ეგოს დასაკმაყოფილებლად?! ძალიან ცნობილი ადამიანები, მწერლები, პოეტები წკიპზე იყვნენ, რომ თვითმკვლელობა არ ჩაედინათ. ტოლსტოი ამბობდა, თოფს ვმალავ, როდესაც ტყეში მივდივარ, რომ თავი არ მოვიკლაო. რაც უფრო უღრმავდები ცხოვრებას, მისი სიმძიმე იმატებს და ადამიანს უჭირს გაძლება, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ყველა თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა. დავუშვათ, მეომარს, უკანასკნელი ტყვია დარჩა, მან იცის, თუ ჩავარდა ტყვედ, წამებით აიძულებენ საიდუმლოს გაცემას, არ აქვს საკუთარი თავის იმედი და ირჩევს თვითმკვლელობას. ეს სხვაა და საკუთარი ეგოს შეურაცხყოფის გამო ადამიანი უცბად რომ იკლავს თავს – სხვა. ჩემ თვალწინ მოხდა, როდესაც 15 წლის ვაჟმა თავი ჩამოიხრჩო, იმიტომ რომ ვერ გაუძლო თავისი პატარა დაიკოს ტკივილს, რომელსაც მდუღარე გადაესხა. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს ახალგაზრდების, ბავშვების მიმართ, რომ ასეთ დროს ყურადღების გარეშე არ დარჩნენ. ჩვენც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ადამიანი სოციალური არსებაა, ის ითხოვს სიყვარულს, სითბოს, ყურადღებას და როდესაც მას ეს აკლდება, თვითმკვლელობა, განსაკუთრებით, მოზარდების, რეაქციაა, ერთგვარი შურისძიებაა იმის გამო, რომ არ მიაქციეს ყურადღება. ამით მას უნდა, რომ „წაართვას“ ის, რაც არ მისცეს ნებით და ტკივილი მიაყენეს. ადამიანი ამ სამყაროში ერთადერთი არსებაა, რომელმაც საკუთარი თავი თავად უნდა შექმნას, ის არ არის დასრულებული ქმნილება. ადამიანი არის შეკითხვა და არა პასუხი და როდესაც ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ადამიანს, მაშინ ის ვერ უძლებს ასეთ ცხოვრებას ან ცდილობს, გადაფაროს ნარკოტიკებითა და თამაშებით, მაგრამ ესეც დროებითია და როდესაც გამოდის იმ ბანგიდან, ცხოვრება მისთვის ტოტალურად აუტანელი ხდება და ცდილობს, გაექცეს თვითმკვლელობით. ამიტომ აუცილებელია, ვეძებოთ პასუხები, კითხვას არ გავექცეთ. თუ კითხვის სიმძიმეს გადავფარავთ, მაშინ უფრო დამძიმდება ცხოვრება. ადამიანი ის არსებაა, რომელმაც კითხვაზე პასუხები უნდა ეძიოს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს იმის გააზრებაში, რომ ცხოვრება ღირს და ის არ მთავრდება სიკვდილით.


скачать dle 11.3