კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 არსებობს თუ არა მიზიდულობის ფსიქოლოგია და ამართლებს თუ არა ის დაოჯახებულ წყვილებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  საკმაოდ რთული სიტუაციაა, როცა დაოჯახებულ ადამიანებს რომანის გაბმის სურვილი უჩნდებათ. ამ პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს ის, თუ დროზე ვერ მიხვდები სად გადის ზღვარი, როგორ დაიცვა „ოქროს შუალედი“ და მასზე ემოციურად დამოკიდებული ხდები. ზოგადად, ცოლიანი კაცები „აკრძალული ხილი გემრიელიას“ პრინციპით მოქმედებენ. ხშირად   დახვეწილი საკომუნიკაციო მანერით გამოირჩევიან. თუმცა არსებობს დეტალები, რომელთა მიხედვითაც ზუსტად გაარკვევთ, დაინტერესებულია თუ არა ის თქვენით. თუმცა, დაინტერესებულიც რომ იყოს, მაინც დიდი რისკია ერთი შეხედვით უწყინარი ფლირტის კლანჭებში აღმოჩენა. რომელიც შესაძლოა, ბოლოს სერიოზულ  პრობლემად გადაიქცეს.
  როცა დაოჯახებულ მამაკაცს მოსწონხართ, ის ცდილობს,  სპეციალურად შექმნას სიტუაციები, სადაც შემთხვევით გადაგეყრებათ.  შესაძლოა,  მოინდომოს და იპოვოს თქვენი საყვარელი გასართობი ადგილი. სიახლოვის შენარჩუნების სურვილმა, შესაძლოა, გაზარდოს იმის ალბათობა, რომ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. არსებობს  კლასიკური კვლევები „მიზიდულობის ფსიქოლოგიაზე“, რომელიც რეალურად  ძალიან ემსგავსება ფლირტს. ცოლიანმა მამაკაცმა, რომელსაც მოსწონხართ, შესაძლოა, ამ ფრთხილი გზით მოიპოვოს ინფორმაცია, წარმოაჩინოს თავისი თავი შენთვის მისაღებად და გაცილებით მომხიბვლელად, რათა გავლენა იქონიოს თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე. შესაძლოა, გკითხოთ, ხართ თუ არა ურთიერთობაში, გყავთ თუ არა ვინმე, დაგიმატოთ „ფეისბუქზე“ და ტელეფონის ნომერიც გამოგართვათ. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შეუყვარდით და თქვენ გამო ოჯახის დასანგრევადაც მზად არის.
  თეონა (34 წლის): მე დარწმუნებული ვარ, რომ  „მიზიდულობის   თეორია“ ნამდვილად არსებობს. სულ იმას ვამტკიცებდი, რომ   მით უმეტეს, როცა უკვე გყავს პარტნიორი, რატომ უნდა ატუტუცდე და დაიწყო, თუნდაც, ფლირტი. თუ ქმართან რაღაც არ გაკმაყოფილებს, კიდევ მესმის, მაგრამ როცა ოჯახში  ბედნიერად გრძნობ თავს, რა უნდა დაგეტაკოს, რომ თავს ამის უფლება მისცე.
– იქნებ  მამაკაცი თქვენზე  იმიტომ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას, რომ საკუთარ თავში დარწმუნდეს.
– მიზეზი შეიძლება, ბევრი იყოს. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი.  მაგრამ იმის თქმა, რომ შენ ვერაფერს ხვდებოდი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. არცერთ ქალს არ გამოეპარება კაცის მხრიდან აქტიურობა. განსაკუთრებული დაკვირვებაც არ უნდა. ეგრევე, შეამჩნევ აღელვებას, მოუსვენრობას და სიტყვების ბორძიკს.  შესაძლოა, კაცმა ყურადღების მისაქცევად უჩვეულო ქცევაც კი  გამოავლინოს, რომელიც  წინასწარ ექნება დამუშავებული.
– ანუ, მისი ემოციები და ქცევები ყალბი იქნება?
– ძირითად შემთხვევაში ასეა. მას აქვს მიზანი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე მიდის. შემიძლია, კონკრეტული მინიშნებებიც კი დაგისახელოთ. მაგალითად: თუ იჭერს შენს გამოხედვებს, გაშტერდება ან ორივეს ერთდროულად აკეთებს, ესე იგი, მოსწონხარ. თუ ღიმილით გიყურებს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი აზარტი აქვს. თვალის ხანგრძლივი კონტაქტის შესახებ რამე გსმენიათ? საკმაოდ საშიშია – ძალიან მალე იწვევს დამოკიდებულებას. საკმარისია, აჰყვე მას და ეგრევე გაებმები. მახე შეიძლება, იმაზე საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მე ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. სურვილი მქონდა, ცოტათი შემეცვალა ერთფეროვნება და კინაღამ ოჯახის დანგრევამდე მივედი.
– დაოჯახებულ მამაკაცთან რომ გქონდათ ფლირტი, ეს იყო პრობლემა თუ თავად რომ ხართ გათხოვილი?
– ორივე პრობლემაა. ზოგადად, დაოჯახებული მამაკაცი ძალიან სერიოზული შარია. მათ ურჩევნიათ, ურთიერთობა  დაქორწინებულ ქალთან ჰქონდეთ, რომ მშვიდად იყვნენ.
– მშვიდად, ანუ...
– გათხოვილი ქალი  თავის საიდუმლოს „კბილებით“  იცავს. ის არ არის დაინტერესებული „გაუბაზრდეს“ თავისი გართობის ამბავი. არც ოჯახის დანგრევა უნდა. შესაბამისად, მეორე ოჯახის განადგურებაც არ შედის მის ინტერესებში. დაქორწინებული მამაკაცი როცა თავისუფალ ქალთან აბამს რომანს, სერიოზულად რისკავს.  უმეტეს შემთხვევაში, რაღაც დროის შემდეგ  საყვარელი მას აუცილებლად მოსთხოვს, ცოლად შეირთოს. ის თავად ეცდება,  საყვარლის ცოლის ყურამდე მიიტანოს  ამ ურთიერთობის ამბავი.  
– დაქორწინებულ მამაკაცს და დაქორწინებულ ქალს მშვიდად შეუძლიათ გართობა, ისე რომ ოჯახებიც არ დაანგრიონ?
– მე ქალზე ვილაპარაკებ.  არ შეიძლება  ცეცხლს ეთამაშო. არ არსებობს  ქმედება შედეგის გარეშე.  მიზიდულობის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, „ცოტას გავერთობი“ დიდი შეცდომაა და  სავალალოდ მთავრდება. ყველაფერი ტოვებს კვალს.  საკუთარ საქციელზე თავად უნდა იყო პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ ბრალდებების წამოყენებაც ფლირტისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ქცევაა. ამბობენ, რომ ცოლქმრული ურთიერთობები  ღლის ადამიანებს და ისინი, სწორედ, განტვირთვისთვის იწყებენ  ფლირტს.   „ჩემს ცოლს (ქმარს)  ჩემი საერთოდ აღარ ესმის“ – აი, საიდან იწყება ყველაფერი. უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირი კომპლიმენტებიც ფლირტზე მიანიშნებს. შესაძლოა, მან სპეციალურად თქვენთვის განსაკუთრებული რაღაცებიც აკეთოს.  მაგრამ ფრთხილად! ეს ნუ გაგაბრუებთ და ილუზიებს ნუ შეგიქმნით. ასე მეტი შანსი გექნებათ, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ.

скачать dle 11.3