კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ არის შეუძლებელი სხვადასხვა განვითარების დონისა და განსხვავებული კულტურის ადამიანების საერთო სივრცეში თანაცხოვრება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ის, რაც აშშ-ის ზოგიერთ შტატსა და ევროპის, ასევე, ზოგიერთ ქალაქში ხდება, პირადად მე მაფიქრებინებს, რომ სრული კრახი განიცადა ღია საზღვრების პოლიტიკამ და, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა სხვადასხვა კულტურის ადამიანების ერთ სივრცეში ჰარმონიული თანაცხოვრება, რადგან შესაძლოა, ისევე, როგორც მცენარეებსა და ცხოველებს სჭირდებათ თავიანთი განვითარებისთვის კონკრეტულად მათი სახეობებისთვის შესაფერისი გარემო, იგივე ითქმის ადამიანზეც, როგორც ბუნების ქმნილებაზე.  ჩემი ვერსიის სისწორესა და იმაზეც, რომ ყველგან და ყველასთან არ ჭრის ჰუმანიზმი, როგორც მეთოდი, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ვისაუბრებთ.
– სტუმრად მისვლა-მოსვლა კიდევ იოლია, მაგრამ ამ პროცესებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა კულტურის ადამიანების ერთი მიმართულებით სვლა შეუძლებელია?
– შეუძლებელი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ძნელია. ღია კარის პოლიტიკა ევროპას ჯერ კიდევ განმანათლებლებიდან მოსდევს, რომ ადამიანის უფლებაა, იცხოვროს იქ, სადაც უნდა. ამ პრინციპის გატარება იყო ევროპულობის დასტური თვითონ ევროპელებისთვის. ბევრი დრო დასჭირდათ, რომ ეს დასკვნა გაეკეთებინათ, ღია კარის პოლიტიკის შეცვლას ეს პრინციპი უშლის ხელს. მერკელს კი წამოსცდა ერთხელ, მაგრამ ეს ერთი ფრაგმენტი იყო. მეორე მხრივ, თვითონ ამერიკა მიგრანტების ქვეყანაა და მიგრაციაზე უარის თქმა ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელი იქნება.
– მოდი, დავაზუსტოთ, რაკი კანის ფერი შემოვიდა ჩვენს ყოვედღიურობაში – თეთრკანიანი მიგრანტების. იმის თქმა მინდა, რომ თეთრკანიანმა მიგრანტებმა თავიანთი, ანუ თეთრკანიანთა საზოგადოება შექმნეს.
– და საკმაოდ აგრესიულად განეწყვნენ ფერადკანიანების მიმართ. აი, ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი იმას, რაც დღეს ხდება. საუკუნეობით დაგროვილმა ამ უკმაყოფილებამ ამოფეთქა ახლა. თვითონ ამერიკაც მიგრაციით შექმნილი ქვეყანაა და უამრავ მიგრაციას ვხედავთ ყველა მიმართულებით, მაგრამ იქ, სადაც ხერხდება, რომ ერთიანი კულტურის ქსოვილში ჩაჯდეს მიგრანტების ფენა, ჰარმონიულად მიდის პროცესი, სადაც ვერ ხერხდება, იწყება პრობლემები. ამერიკას ძალიან გაუხანგრძლივდა ფერადკანიანების ჩასმა თავის კულტურულ ქსოვილში. ჯერ ერთი, ამერიკის კულტურული ქსოვილიც ბუნდოვანი იყო და ამას დაემატა ის, რომ იქ პრობლემა გახდა ფერადკანიანებისთვის ადგილის მოძებნა. ხაზგასასმელია, რომ თავის დროზე ევროპიდან ამერიკაში საკმაოდ დაბალი ფენა წავიდა.
– ამ მოსაზრებას ჰყავს მოწინააღმდეგეები. ეს იყო მებრძოლი ფენა, მშრომელი, დამნაშავეები, ანუ ნიჭიერი ადამიანები, როგორც წესი, ავაზაკები ნიჭიერები იყვნენ და არიან. ეს არ იყო გადასაყრელი ხალხი.
– დაბალ ფენად ვიგულისხმე ის, რომ ისინი ევროპაში მაღალი სტანდარტებით არ იზრდებოდნენ, თორემ ძალიან საღი და მობილური ადამიანები იყვნენ. ბოგანო ვერც იპოვიდა თავის თავს ამერიკის იმდროინდელ ცხოვრებაში. რატომ შევეხე ამ მომენტს: საერთოდ, კულტურის გარკვეულ დონეზეა დამოკიდებული, რომ ის ჩემგან განსხვავებულია და ამიტომ არ ვიღებ. ამერიკაში ამან ტოტალური სახე მიიღო: განსხვავებულია ფერით, ესე იგი, მიუღებელია. ამან გამოიწვია უზარმაზარი დაპირისპირება.
– ხომ გადალახა ეს წინააღმდეგობა ამერიკამ? ვინც დღეს იქცევა, როგორც კლასიკური ველური, ხომ არ არის ამერიკაში დასახლებულთა ის პირველი თაობა, რომლებმაც იწვნიეს კანის ფერის გამო სირთულეები, ეს არის მათი მეორე-მესამე თაობა, რომლებსაც აქვთ ყველანაირი უფლებები და სარგებლობენ თეთრკანიანთა მიერ შექმნილი სიკეთეებით. როდესაც შენ გინდა, იცხოვრო იმ სისტემაში, რაც შეიქმნა სწორედ თეთრკანიანთა ძალისხმევით და მოგწონს ეს, მაშინ რატომ ანგრევ? ანუ რა სისტემას ნერგავენ, ვერ ვხვდები: თეთრი რომ ფერადს ურტყამს ცუდია და ფერადი რომ თეთრს ურტყამს, კარგი?
– არ მგონია, ამდენად გააზრებული იყოს პროცესი, ეს უფრო აფეთქებაა, რომელიც გულს ფხანს ვიღაცებს, თორემ მეეჭვება, ფიქრობდნენ, სად მიიყვანს ეს პროცესი მთლიანობაში იმ ცივილიზაციას. თუკი მიყვანაზეა საქმე, ალბათ, პროცესები მიდის იქითკენ, რომ ამერიკის ხელისუფლებაში იყვნენ „დემოკრატები“.
– მეც მაგას ვამბობ, ჩაგვრა კი არაფერ შუაშია, არამედ ის, ვინ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას ფერადკანიანების გამოყენებით.
– აშკარად წახალისებული და ხელშეწყობილი ჩანს ეს პროცესი მათგან, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესი ამერიკის არჩევნებისთვის.
– ყველა ცოცხალ არსებას აქვს თავისი გარემო, სადაც ცოცხლობს და ამ ადამიანებს რატომ უჩიჩინებენ, რომ უნდა იყვნენ დემოკრატიულები, ბრეივიკისნაირ მანიაკს უნდა აჭამო კანფეტები და მიაწოდო ინტერნეტი. იქნებ არ შეუძლია ადამიანს, იყოს რაფინირებული და ცივილიზებული, რატომ აიძულებ?
– არ არსებობს ამის დამარეგულირებელი მექანიზმი და უპრიანიც არ არის. პირიქით მომუშავე მექანიზმი უფრო მეტია. მაგალითად, ევროპაში ამდენი თურქი იმიტომ არის, რომ მუშახელი აკლდათ. მიგრანტებმა შეავსეს. უამრავი მიგრანტია რუსულ სინამდვილეში, დაწყებული ებრაელებით და დამთავრებული ჰოლანდიელებითა და იტალიელებით, რუსეთმა ამუშავა თავის სახელმწიფოზე. შეაქმნევინა სახელმწიფო. ევროპაში თუ შავ მუშებად უნდოდათ მიგრანტები, რუსეთი მიგრანტების ინტელექტს იყენებდა.
– რუსეთს ევროპიდან, საერთოდაც, მონარქები მოჰყავდა.
– როგორც ჩანს, ეს სირთულეები ჩნდება იმისდა მიხედვით, თვითონ სახელმწიფო რამდენად მოუძებნის ადგილს ამ ადამიანებს და მერე უკვე როგორ ჩასვამს თავისივე სტრუქტურაში. ფერადკანიანებს ვერ მოეძებნა ადგილი ამერიკულ სინამდვილეში და კრიმინალურ ფენად დატოვეს. ისინი ამას შეეჩვივნენ. სხვებიც ამბობენ და მეც შემიძლია, გავიხსენო, როგორ გამაფრთხილეს ამერიკაში ყოფნისას, რომ ნიუ-იორკის ამ ხაზამდე მიხვალ, მაგრამ ამის იქით ნუ წახვალ, თორემ პოლიცია ვერაფერს გიშველისო.
– ევროპაშიც ხდება იგივე.
– როდესაც ასეთ უბნებად დაყოფ ქვეყანას და მათ მისცემ შენი სახელმწიფოს გარეშე არსებობის საშუალებას, როგორც კი იქ პროტესტი მომწიფდება, აფეთქდება.
– „ჩემი მშვენიერი ლედის“ არ იყოს, ძალით უნდა დაბანო, ჩააცვა-დაახურო, ასწავლო და აიძულო, იმუშაოს? არ უნდა და მოკალი?!
– მანდ ზოგადი პრინციპები ისედაც გადასახედია. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ არ უნდათ მუშაობა, იმიტომ რომ დიდია უმუშევრობის დახმარება. თუ იმხელა დახმარება აქვს უმუშევრებს, რატომ იმუშავებს?! ოთარ ჯაფარიძე ხუმრობდა, ჰოლანდიაში უმუშევარს ჩემს, აკადემიკოსის, ხელფასზე დიდი დახმარება აქვსო. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დიდია იმის ალბათობა, რომ არ მოისურვონ მუშაობა. არადა, ეს ჰუმანიზმითაა ნაკარნახები.
– ესეც მინდოდა, მეკითხა: ჰუმანიზმი, როგორც ვხვდები, არ ამართლებს ყოველთვის. იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცი, ბრეივიკს რომ კანფეტები ეკუთვნის, ეს ჰუმანიზმია თუ მაინც იდიოტიზმი. ისევე, როგორც ახლახან აშშ-ში გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც უარი თქვა, შეღავათიანად დაეწერა ქულები ფერადკანიანი სტუდენტებისთვის. არადა, ეს ხომ ნიშნავს, რომ არაპროფესიონალიზმს აქეზებენ, ანუ მაღალი პროფესიონალიზმი აღარ იყოს დასავლეთის მახასიათებელი?
– მაგდენი ფიქრი სად არის?! იმავე დასავლეთში მოხდა ეს შემთხვევა: ფრიადი მიიღო უზნაძემ და უფრო მსუბუქ გამოცდაში გერმანელ სტუდენტს ლექტორმა ოთხიანი დაუწერა. რომ ჰკითხა უზნაძემ მიზეზი, ის გერმანიაში რჩება და შენ მიდიხარო. ასე რომ, ასეთი მსოფლმხედველობა არ ჰქონდა დასავლეთს. ბევრი რამ მოდის გამო ხდება. მოდურია, რომ, თუ ფერადკანიანზე ცუდს იტყვი, რასისტად გამოგიყვანონ, ხოლო, თუ რასისტი ხარ, არ უნდა იყო იმ საზოგადოებაში, რასაც დღევანდელი საზოგადოება ჰქვია, ეს კი ის საზოგადოებაა, რომელიც შემდეგ გამოდის და ფერადკანიანებს ფეხსაცმელებს უკოცნის.
– რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა უცხოელების კვლევა და იმ კვლევის თანახმად, დაადგინეს, რომ ქართველები ძალიან შემწყნარებლები არიან სხვა ეთნოსების, ჰომოსექსუალიზმის, შერეული ქორწინებების, იეღოვას მოწმეებისადმი, მთავარია, ეს არ ჩაიდინოს ეთნიკურმა ქართველმა და უცხოელების კომენტარიც ახლდა – ამან ძალიან გაგვაკვირვაო. ანუ ეს პრობლემები იმიტომ არ გვაქვს ჩვენ?
–  აბა, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტი საიდან?
– იქიდან, რომ ჩვენიანებად ვთვლით, მათ კი თქვეს, არ ვართ თქვენიანებიო.
– და ბევრი რამითაც სარგებლობდნენ, იმიტომ რომ ჩვენიანებად აღვიქვამდით, თუმცა ჩვენი მიუღებლობა ჰქონდათ. არადა, რომ ჩაეკითხები, რით იყავი უკმაყოფილო, რომ ომამდე მივიდა კონფლიქტიო, ვერ ამბობენ, განწყობილებების ტიპის მოტივებს ასახელებენ და არა – საქმიანს. ეს მათი დაპირისპირება კი რუსეთიდან გაჩნდა. რუსეთს ჰქონდა პოლიტიკური ინტერესი, ამიტომ ჩადებული ნაღმი გააღვივა. ასე რომ, რაღაც პოლიტიკური ინტერესი თუ არის, ის აღვივებს დაპირისპირებას და ეს არ არის ნაციის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი წილი სისულელეები ვაკეთეთ ამ დაპირისპირების დროს, მაგრამ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. თქვენ მიერ ნახსენებ გამოკვლევას თუ გავიზიარებთ, შეიძლებოდა, ქართველს უფრო რბილი რეაქცია ჰქონოდა ბევრ რამეზე და არ შეემჩნია, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი ეჭვი მაქვს, სხვაგანაც ასეა. იგივე ჰომოსექსუალი თავისი ოჯახის წევრზე არ იტყვის, ნეტავ, ისიც ჰომოსექსუალი იყოსო. ქურდი ქურდად შვილს არ ზრდის. ასე რომ, ახლობლის ჭრილი კიდევ სხვაა და თუ ეს დამოკიდებულება მაინც არის ქართველში, რომ თავისაზე ღიზიანდება და სხვისაზე – ნაკლებად, ალბათ, ამის ბუნებრივი მექანიზმის გაგებაც რთული არ არის. რაც შეეხება ჰუმანიზმს: ერთმა ქართველმა ებრაელმა ბევრი წლის წინათ მისაყვედურა, ქართველები ოხრები ხართ, საუკუნეების განმავლობაში თავზე ხელი გვისვით, ანუ ჰუმანურები იყავით, გამოვშტერდით ამით და ქართველი ებრაელი ვერ უძლებს კონკურენციას ისრაელშიო. ესეც ჰუმანიზმი იყო. ამართლებს თუ არ ამართლებს?! იმისთვის, რომ ებრაელებს თავიანთ თავზე ემუშავათ, რეპრესიები გამართლებული იქნებოდა?!

скачать dle 11.3