კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 გასატყავებლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ანტირასისტი პროლეტარები

  მართალია, გვეგონა, რომ საკუთრივ მხოლოდ ჩვენ ვაფრენდით და, მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში გამორჩეულად სრულყოფილები სახლობდნენ (ლამის ანგელოზებთან და ქერუბიმებთან მიახლოებულები), მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, პირიქითაც იყოს.
ბოლო დღეებია, ისეთ ამბებს ვაკვირდებით აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთ შტატსა და ქალაქში,  გასული   საუკუნის 90-ან წლებშიც რომ არ დაგვსიზმრებია (გასულივე საუკუნის 20-30-იან წლებს თუ შევადარებთ, ანუ მაუზერიანი ბოგანო ბოლშევიკების ნამოქმედარს).
  ანტირასობრივი ლოზუნგებით, ძეგლების მსხვრევას არ დასჯერდნენ (თეთრკანიანების ცემასა და მაღაზიების დარბევას ვინღა ჩივის), მათ შორის, ისეთების ძეგლებისაც უდიდესი წვლილი რომ შეიტანეს ზანგების მონობისგან გათავისუფლებაში (საკუთარ ისტორიას ხომ ერჩიან და ერჩიან) და იერიში აწ უკვე იესოზეც მიიტანეს.
  კერძოდ, ამერიკელი მემარცხენე აქტივისტი შაუნ კინგი (მწერალიცაა და ადამიანის უფლებათა დამცველიც) მოითხოვს, რომ ყველა გამოსახულება, სადაც იესო ქრისტე წარმოდგენილია, როგორც „თეთრკანიანი ევროპელი“ უნდა ჩამოიხსნას (ქანდაკებებიცო), ასევე, „მისი ევროპელი დედისა და თეთრკანიანი მეგობრების“, რადგან ეს „თეთრკანიანთა უპირატესობის“ ფორმის გამოხატულებაა და თეთრკანიანების იარაღია ჩაგვრისთვისო.
  საინტერესო ისაა, რომ ხსენებული შაუნი (კინგი) თავს ფერადკანიანად ასაღებდა, თუმცა ეჭვია, რომ ევროპეიდული რასის წარმომადგენელია.
  ამ მოთხოვნების კომენტირება ზედმეტია (პრინციპით: სულელთან კამათი ნიშნავს, რომ შენც გამოსულელდები, ოღონდ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხსენებული პიროვნება ძალიანაც გამიზნულად იქცევა, ანუ კომენტარი მით უმეტეს ზედმეტია), მაგრამ საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, ამ ჩვენი თეთრი კანიდან გატყავებაც მოითხოვონ.


скачать dle 11.3