კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ გახდა ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი სენატორის თანაშემწე და სად გააგზავნეს ის ჯუნა დავითაშვილთან ერთად

ნინო კანდელაკი თამარ გუნია

  ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილზე, რომელიც ბიოენერგეტიკოსთა საერთაშორისო აკადემიის წევრი და ალტერნატიული მედიცინის აღიარებული წარმომადგენელია, თბილისში ბევრს საუბრობენ. მის შესახებ ლეგენდები დიდი ხნის წინ გაჩნდა, როდესაც თავად ჯერ კიდევ საქართველოში არ ცხოვრობდა. მან 30 წელი გაატარა უცხოეთში, მოსკოვსა და ლოს -ანჯელესში. ნანული ლალიაშვილი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა თბილისში, სადაც დაიბადა და სადაც დაიწყო მისი ცხოვრების გზა, გზა რომელმაც ცნობილი ნათელმხილველი ლეგენდარულ ადამიანებს შეახვედრა და რომლის წყალობითაც, ის საინტერესო ისტორიების მონაწილე გახდა.
  ნანული ლალიაშვილი: საქართველოში რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი, რაც უნდა წარმატებული იყო სხვა ქვეყანაში, ადრე თუ გვიან, ყველა თავის ფესვებს უნდა დაუბრუნდეს, ალბათ, ამიტომაც განსაკუთრებით შემტკივა გული ჩვენს ემიგრანტებზე და ვცდილობ მათ დახმარებას. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, იცხოვრო სამშობლოდან შორს. ძველ თბილისში, ორთაჭალაში დავიბადე და გავიზარდე პატიოსანი მშრომელი ადამიანების ოჯახში. შემდეგ, წლების განმავლობაში ვიცხოვრე მოსკოვსა და ლოს-ანჯელესში. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფედერაციის საბჭოში ერთ-ერთ სენატორთან პირველ თანაშემწედ ვმუშაობდი, არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს სამშობლოსთან.
– როგორ დაიწყო თქვენი წინასწარმეტყველებები?
– საკმაოდ პატარა ასაკში. ბებიაჩემი ღრმად მორწმუნე, განსწავლული ქალი, ცნობილი სახალხო მკურნალი იყო, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მასთან ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოდიოდა. ბებია სხვადასხვა მეთოდით ეხმარებოდა ადამიანებს, მათ შორის მკურნალობდა ფსიქიკური პრობლემების მქონეებს, ისეთებსაც კი, ვისაც მედიცინა ვერ შველოდა. საკმაოდ პატარა ასაკში მან თავად აღმოაჩინა ჩემში ეს უნარი. თავიდან სიზმრების ახსნით დავიწყე, ყველა სიზმრის ახსნა შემეძლო და რასაც ვიტყოდი, ზუსტად ისე ხდებოდა, შემდეგ მომავლის, ბედის წინასწარმეტყველება დავიწყე. ბებია მიხვდა, რომ მისი უნარი მემკვიდრეობით გადმომეცა და ბევრ რამეს მასწავლიდა. განსაკუთრებით მიზიდავდა მისი უძველესი საუკუნოვანი რელიკვიური წიგნი, რომელიც საოცარ მაგიურ საიდუმლოებებს, მათ ახსნასა და წესებს ინახავდა. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობდი, რომ მე ჩემი გზა მქონდა. კონსერვატორიაში ჩავაბარე, ძალიან მიყვარდა მუსიკა, ხელოვნება, რამდენიმე წელი ვმუშაობდი პედაგოგად ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ მისი გზის შეწყვეტა არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ უკვე ბევრი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას ჩემ შესახებ და ბევრი მოდიოდა კიდეც დახმარების თხოვნით. რამდენიმე წელი თბილისში ვიყავი, შემდეგ მომიწია დიდი ხნით აქაურობის დატოვება და უცხოეთში გადასვლა საცხოვრებლად, სადაც ჩემი შესაძლებლობების განვითარებისთვის მეტი ასპარეზი იყო. საკმაოდ დიდხანს მოსკოვში, ძალიან ცნობილ ალტერნატიული მედიცინის ცენტრში ვიყავი დაკავებული, მიწვეულ პედაგოგად ვმუშაობდი. იმ პერიოდში დიდი გამოცდილება შევიძინე. მაშინ ბევრ ქვეყანაში ალტერნატიული მედიცინა, ბიოენერგეტიკა, ეზოთერიკა ძალიან დიდ მასშტაბებზე იყო გასული. 21-ე საუკუნე პანდემიებით, სტიქიებითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით რომ იქნებოდა გამორჩეული, ამაზე ინფორმაციებს 20-30 წლის წინ და უფრო ადრეც ვავრცელებდით. მე მახსოვს, 80-იან წლებში იგეგმებოდა სპეციალური საიდუმლო სამსახურის შექმნა, რომელიც იმუშავებდა იმ მიმართულებით, რაც მოიცავდა ეზოთერულ ცოდნებსა და პროგნოზებს. ჯგუფის წევრებს შორის მეც ვიყავი, ამ სამსახურმა საბოლოო სახით დაკომპლექტება ვერ შეძლო, თუმცა იმ დროს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ძალიან იყვნენ დაინტერესებულები ამ მიმართულების განვითარებით. ეს სამსახურები მუშაობდა სახელმწიფოს პირველ პირებთან. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, მაგრამ სინამდვილეში ყველა იყენებდა ნათელმხილველთა რჩევებს. ამ მხრივ, ჩემი პირადი გამოცდილებაც ძალიან მდიდარია, ამის შესახებ ჩემს წიგნში ცალკე თავია მიძღვნილი. მოსკოვში ცხოვრების დროს ახლო ურთიერთობა მქონდა ჯუნა დავითაშვილთან. ჩვენ ერთად მოგვიწია ჩართვა პროექტზე, რომელიც განხორციელდა შრი-ლანკაში. მაშინ მე და ჯუნას აქტიური საქმიანი კავშირი გვქონდა. მასთან ურთიერთობამ, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.
– როგორც ვიცი, წლების წინ თქვენ ბულგარეთში უნდა ჩასულიყავით ვანგასთან შესახვედრად, ეს შეხვედრა ოფიციალურად იყო დანიშნული, მაგრამ შემდეგ გადაიდო.
– ეს იყო 30 წლის წინ. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, ამ შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყო ვანგას და, რომელიც მას ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ ამ შეხვედრის ორგანიზებაში ჩაერივნენ ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები, სადაც ვანგა ცხოვრობდა, იქ გარკვეულ საფასურსაც კი იხდიდა ხალხი, თუმცა ჩემ შემთხვევაში საფასური არ იყო ფაქტორი, იქ სხვა გარემოებები ჩაერთო, რის გამოც ჩაშალეს ჩვენი შეხვედრა და ეს დიდ ტკივილად დამრჩა.  
– თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით.
– ჩემთვის ოჯახი წმიდათაწმიდაა. ჩემი მთავარი სიმდიდრე ჩემი მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილია. როდესაც უცხოეთში ვცხოვრობდი და ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობდი, მუდამ გვერდში მედგა ჩემი მეუღლე. მისი მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, ვერაფერს მივაღწევდი. ჩემი სამივე შვილი იურისტია. ვაჟი თითქმის 20 წელი ცხოვრობდა ამერიკაში, წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ სამშობლოს გარეშე ვერც მან გაძლო და რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა აქაურობას, მშობლიურ მიწა-წყალს. მთელი 40 წლის განმავლობაში, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, მუდმივად ვცდილობ, დავეხმარო ადამიანებს ოჯახის შენარჩუნებაში, ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის წუხილით, რომ მათ ოჯახურ სიმტკიცეს და სიყვარულს საფრთხე ემუქრება, ბზარი გაუჩნდა. თუ მცირე შანსი მაინც არსებობს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ოჯახები გადარჩეს.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან თქვენთან ადამიანები?
– უამრავი პრობლემა აქვთ: სოციალური, პირადი ცხოვრება, კარიერა. იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო შევწყვიტე ადამიანების მიღება და მხოლოდ განსაზღვრული წრის წარმომადგენლებს ვიღებდი, თუმცა შემდეგ მალე აღვადგინე იმ ადამიანების მიღება, ვისაც ჩემთან შეხვედრა სურდათ. მათ ისე სჭირდებოდათ ჩემი დახმარება, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. თითქმის ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომლებიც მოდიან ჩემთან სხვადასხვა პრობლემით. ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ცუდად, ბევრს აქვს დაზიანებული ენერგეტიკული ველი, რაც თვალშისაცემია. ეს ძალიან ბევრ სხვადასხვა პრობლემას უქმნის მათ, ამას ემატება შავი მაგიის გააქტიურებაც, გათვალვა. სახიფათო და საშიში ფენომენია საგვარეულო წყევლა. ადამიანები იტანჯებიან მარტოობისგან, გაურკვეველი ავადობისგან, გაჭირვებისგან. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არ მთავრდება პრობლემები და წინაღობები, რაც გვიშლის ხელს, უნდა მივხვდეთ, რომ ეს სხვა ძალების ზემოქმედებით ხდება და ამ დროს საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და დასახული მიზნების მიღწევა.
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!
ნანული ლალიაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ:
5 79 70 00 57, 5 99 07 33 22.
ნანული ლალიაშვილის ოფისთან
შესაძლებელია კომუნიკაცია ასევე,
„ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“:
WHATSAPP 599 07 33 22; VIBER +79857278451.
ვებ-გვერდი: www.nanulilaliashvili.ge

скачать dle 11.3