კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 როდის კეტავდა გიორგი ძოწენიძე საკუთარ თავში სისუსტესა და დანაშაულს და როგორი შეყვარებულია ის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მომღერალ გიორგი ძოწენიძის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. რამდენიმე თვეა, ის შეყვარებულია და ამისა და შემოქმედებითი სიახლეების შესახებ თავად გვიამბობს.
  გიორგი ძოწენიძე: კარანტინის პერიოდში ყველა ერთსა და იმავეს ვაკეთებდით, ანუ სახლში ვისხედით. თუმცა მე ვცდილობდი, ამ მოცემულობაშიც შემოქმედებითად აქტიური ვყოფილიყავი. რამდენიმე სიმღერა გავაკეთე, რომელმაც სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა. ახალ სიმღერებზეც დავიწყე მუშაობა და ერთი სიტყვით, ეს პერიოდი არც ისე პასიურად გავატარე. იზოლაციის დასრულების შემდეგ, ჩემს ჯგუფთან ერთად დავიწყე ძალიან აქტიური რეპეტიციები და მალე სამ ახალ სიმღერას შევთავაზებთ საყვარელ მსმენელს.
  ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რა ხდება ისეთი განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში, რომ ასე ცუდად ვარ-მეთქი. მიჭირდა მიზეზის პოვნა. მერე მივხვდი – კარგა ხანი იყო გასული, რაც ჩემს მსმენელს არ შევხვედრივარ (იცინის). რომ რეალურად, ჩემს კარგ ხასიათს მსმენელებთან შეხვედრა და ერთმანეთისთვის ემოციების გაზიარება განაპირობებს. ალბათ, დამეთანხმებიან ხელოვანი ადამიანები, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკლისია.
– კარგი ახალი ამბავია შენს პირად ცხოვრებაში. თუმცა ამბობდნენ, კარანტინი ყველაზე რთული შეყვარებულებისთვის იყოო.
– (იცინის) ჩემს მსმენელს შეიძლება, ჩემი პიროვნება, როგორც მომღერლის, ისე აინტერესებდეთ, რადგან ამ კუთხით მიცნობენ. არ დავმალავ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ბედნიერად ვგრძნობთ თავს. რაც შეეხება კარანტინს, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, ვირტუალურად გვიწევდა ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, მალე დასრულდა ეს ყველაფერი და ისეთივე ურთიერთობა გავაგრძელეთ, როგორიც სიყვარულით სავსე წყვილებს აქვთ.
– არ ეჭვიანობს შენი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გოგონების აქტიურობაზე?
– მე და ჩემი პარტნიორი ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის არჩეულ გზას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შემოქმედების ადამიანებისთვის გაზიარება. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია ის უკუკავშირი, რომელიც ამ ადამიანებისგან მოდის. იქნებიან ისინი გოგონები, ბიჭები, მამაკაცები თუ ქალბატონები, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემი სიმღერები ყველასთვისაა. ეს ჩემს პარტნიორსაც ძალიან კარგად ესმის და ეჭვიანობაზე საუბარი ზედმეტია. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ჩემი პარტნიორი ძალიან ლამაზი გოგონაა, ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს ინტერესს და შეიძლება, მეც მქონდეს საბაბი
ეჭვიანობისთვის, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე ვერ აისახება. ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ყველა ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.
– ძალიან ლამაზი გოგონააო, მაგრამ მხოლოდ ეს არაა ურთიერთობისთვის საკმარისი. რა აღმოაჩინე მასში ისეთი, რამაც გრძნობა გაგიჩინა?
– ყველაზე მეტად უბრალო ადამიანები მხიბლავენ. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ შეიძლებოდა, ჩემ გვერდით ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო. ჩემს შეყვარებულს ვეუბნები ხოლმე, შენი სილამაზე, უბრალოდ, ბონუსია-მეთქი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. არასოდეს მითქვამს, რომ ჩემ გვერდით ძალიან ლამაზი გოგონა უნდა ყოფილიყო. უბრალოება – ეს იყო და არის ადამიანში ჩემი მთავარი ინტერესი და ასეთი არჩევანიც გავაკეთე.
– ის რას ამბობს გიორგიზე?
– კარგი ადამიანიაო (იცინის).
– აპირებთ ურთიერთობისთვის სხვა ფორმის მიცემას?
– დაახლოებით, ხუთი თვეა, ერთად ვართ და ურთიერთობის ეს ეტაპი ძალიან მოგვწონს. ახლო მომავალში სხვა ეტაპზე გადასვლას არ ვგეგმავთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
– ოჯახზეც ვისაუბროთ, ძალიან ახალგაზრდა დედა გყავს. მუსიკალური ნიჭი ოჯახის სხვა წევრებსაც აქვთ?
– დედა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, ძალიან ლამაზი დედა მყავს. შეიძლება, სუბიექტური ვარ, საკუთარი დედა ყველას ძალიან ელამაზება, მაგრამ დედაჩემზე ამას სხვებიც აღნიშნავენ და მგონი, სიმართლეა. კარანტინში ძველი ჰობი – ქსოვა გაიხსენა და ულამაზესი ჩანთების შექმნა დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც ძალიან გვახარებს. დედა ძალიან კარგად მღერის, ბოლო დროს განსაკუთრებით დაუტკბა ხმა. კარანტინის დროს 90-იანები გავიხსენეთ, უშუქობის დროს მე, დედა, მამა, ჩემი ძმა დავსხდებოდით, დედა გიტარაზე უკრავდა და ყველანი ვმღეროდით. გიტარაზე დაკვრა დედამ მასწავლა და ჩემი მუსიკისადმი ინტერესიც აქედან დაიწყო. მამასაც ძალიან კარგი ხმა აქვს, ძმასაც გამოსდიოდა ბავშვობაში, მაგრამ პროფესიულად სხვა მიმართულებით წავიდა.
– რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?
– ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რთული მომენტი ყოფილა და გამოცდილებიდან ერთ რამეს მივხვდი. ადრე, ვცდილობდი ჩემი სირთულეები და პრობლემები სხვა ადამიანებისთვის არ მომეხვია თავს და ისე მომეგვარებინა, რომ არავის გაეგო. მსგავსი რამ ბევრი ადამიანისგან მსმენია. მაგრამ შემდეგ
გავაცნობიერე, რომ ზუსტად იმიტომ ვართ ადამიანები მეგობრები და ახლობლები, რომ ჩვენი კარგიც და ცუდიც ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ, რაც ძალიან გვეხმარება. ამიტომ, ბოლო პერიოდში, ვცდილობ, რომ ჩემი რთული მდგომარეობის შესახებ ერთ ადამიანს მაინც მოვუყვე, რჩევები მივიღო. ახლა ვფიქრობ, რომ საკუთარ პრობლემაზე საუბარისგან თავშეკავება არც ისე კარგია. მისი, თუნდაც, ერთი ადამიანისთვის გაზიარება, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. პრობლემის სხვასთან აღიარება ბევრს სისუსტედ მიაჩნია, მეც ძალიან მიჭირდა ჩემი სისუსტის თუ დანაშაულის აღიარება, საკუთარ თავში ჩამიკეტავს მსგავსი ფაქტები, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყოველთვის სჯობს, შენთვის ძვირფას ადამიანს გაუზიარო. ერთად პრობლემის მოგვარება გაცილებით გაგვიმარტივდება. თან, ემოციების გაზიარება ბედნიერებას განიჭებს.
– რაც შეეხება პროექტ „მხოლოდ ქართულის“ დასასრულს, სკანდალი მოჰყვა შენთვის გადმოცემულ საჩუქარს. როგორ დასრულდა ეს ამბავი?
– კომპანია „ავერსმა“ გამიკეთა საჩუქარი – მაჩუქეს კონცერტის ბილეთი, რომელიც სხვა კონცერტის ბილეთი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, ჩემი გულისტივილი  გამოვთქვი სოციალურ ქსელში, რაც ზოგმა უმადურობაში ჩამითვალა. რადგან ეს კომპანია და მისი თანამშრომლები მთელი პროექტის განმავლობაში ძალიან მგულშემატკივრობდნენ და გამოვიდა, რომ მე უმადურის პოზიციიდან ვსაუბრობდი. შეიძლება, იმ მომენტში სათქმელს მთლად ზუსტი ფორმულირება ვერ მივეცი, მაგრამ მე ყველა ადამიანის უზომოდ მადლობელი ვარ, ვინც მხარს მიჭერდა. უბრალოდ, ეს ფაქტი და გაურკვევლობა უსიამოვნო იყო. ემოციურად რთული პერიოდი მქონდა. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში არაფერია ისეთი საგანგაშო. ჩემს ცხოვრებაში ადამიანები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი და არანაირი გაუგებრობა არ მიღირს მათთან ურთიერთობის ხარჯზე. ამ ყველაფერმა ჩაიარა და მე კიდევ ერთხელ დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათდამი, ვინც ამ პროექტის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა.

скачать dle 11.3