კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ანნა იმედაშვილი: დათოს სულ უნდოდა, ნუდფოტოები გადაეღო ჩემთვის და მე სულ უარზე ვიყავი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ანნა და დათო იმედაშვილების ოჯახში ძალიან კარგი სიახლეა. წყვილი კიდევ ერთი შვილის მოლოდინშია. სქესი უკვე იციან, თუმცა ბიჭისთვის სახელის არჩევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რისთვისაც წინ კიდევ რამდენიმე თვე აქვთ.
  ანნა იმედაშვილი: ეს ამბავი ჩვენთვის სიურპრიზი იყო. თუმცა, რეალურად, გვინდოდა კიდევ ერთი შვილი. პეტრე ითხოვდა (იცინის). ყველა დღე ამ თხოვნით თენდებოდა და ღამდებოდა. როდის მეყოლება დაიკო ან ძამიკო, სულ ამაზე გველაპარაკებოდა. კორონა რომ გავრცელდა, ზუსტად იმ დროს გავიგე ფეხმძიმობის შესახებ. თუმცა, ჯერ კარანტინი არ იყო გამოცხადებული. იმ სიტუაციაში ეს რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავვარდი, გაორება მჭირდა. ირგვლივ ისეთი ამბები ხდებოდა, ძალიან დავიძაბე. მაგრამ დათო, როგორც ყოველთვის, გვერდით მედგა და მამშვიდებდა, სულ მიმეორებდა: შენ ნურაფერზე ნერვიულობ, ბავშვს ნუ დასტრესავ, ყველაფერი კარგად იქნებაო. პირველმა ტრიმესტრმა, პრაქტიკულად, კარანტინში გაიარა. ფეხმძიმობით გამოწვეულ ბედნიერებასთან ერთად, შიშის გრძნობაც დამეუფლა, მაგრამ როგორღაც დავძლიე და შემდეგ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს იქით ვამხნევებდი, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონებმა და ირგვლივ არსებულმა ზოგადმა განწყობამ თავისი ქნა და მაინც ძალიან მიჭირდა, ემოციური ფონი მქონდა და ამ ყველაფრის გადაგორებაში საქმე დამეხმარა. ყველა იმას წერდა, რომ არ იცოდნენ, კარანტინში გამოთავისუფლებული დრო რაში დაეხარჯათ. მე, პირიქით, დროის სერიოზული დეფიციტი მქონდა. ერთი იმიტომ, რომ გადაღებების რეჟიმში ვცხოვრობდით და მეორე, პეტრეს ონლაინგაკვეთილების, მომზადების პროცესში, რაც მშობლის აქტიურ ჩართულობას ითხოვდა. ამ ყველაფერმა გადამატანინა კარანტინი.
– პირველისგან განსხვავებული ფეხმძიმობა გაქვს?
– პეტრეზე ფეხმძიმობის შესახებ ხუთი კვირისამ გავიგე, ამჯერად სამი კვირის ვიყავი. პეტრეზე გაცილებით უფრო პატარაც ვიყავი და ძალიან ბევრი ენერგია მქონდა, არ ვიცოდი, სად დამეხარჯა. მაშინ „ახალი ხმის“ ჩაწერები გვქონდა და ისეთი ენერგიული ვიყავი, მანამდე რომ არასდროს ვყოფილვარ. ამჯერად კი თავიდან ძალიან ჩვეულებრივად ვიყავი, მე და დათო კვირაში სამჯერ ვვარჯიშობთ და რიტმიდან არ ამოვვარდნილვარ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ „მოვიცელე“, ენერგია საერთოდ არ მქონდა, სულ მეძინებოდა. დილით რომ გავიღვიძებდი, პატარა ბავშვივით, ორ საათში ისევ მეძინებოდა. კიბეზე რომ ავდიოდი, ვისვენებდი და პირველი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს ძალიან უჩვეულო იყო. ალბათ, ასაკიც განსაზღვრავს ასეთ ცვლილებებს, მაგრამ იმდენად მეუცნაურებოდა, პანდემიით გამოწვეულ ნერვიულობასაც ვაბრალებდი. შეიძლება, ყველაფერი ერთად იყო. მაგრამ პირველმა ტრიმესტრმა რომ ჩაიარა, ისევ ისეთი დავბრუნდი, ახლა ჩვეულად ენერგიული ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ძილბურანიდან გამოვედი.
– რას ამბობს დათო, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს ფეხმძიმე ცოლსო?
– შეიძლება, დათო მამხნევებს, მაგრამ პეტრეზე ფეხმძიმობაც ძალიან კარგად გვახსენდება, იოლი მისახედი იყავი ამ თვალსაზრისითო, განსაკუთრებული მოთხოვნები არ მქონია (იცინის). ერთადერთი, რაზეც უარს ვერ ვამბობ, გემრიელად ჭამაა, რომელიც ფეხმძიმობის გარეშეც ძალიან მიყვარს. ასე რომ, გურმანული მოთხოვნილებები ხშირად მაქვს. თუმცა, ზაფხულში ზამთრის ან ზამთარში ზაფხულის პროდუქტი არ მინდება. თან, ამჯერად კარანტინი დაგვემთხვა და ძირითადად, ჭამით ვიყავი დაკავებული, რაც ცოტა წონაზეც აისახა (იცინის). პეტრეზე იმდენად გვიან დამეტყო მუცელი, ვარჯიშებზე რომ დავდიოდი, დამცინოდნენ, ამას თავი ფეხმძიმე ჰგონიაო? (იცინის). ამჯერად პირიქით, ძალიან მალე დამეტყო. რადგან ყველაფერი პირველი ფეხმძიმობისგან განსხვავებული მაქვს, მეგონა, რომ შეიძლება, სქესიც სხვა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოგართვით, ბიჭს ველოდებით (იცინის). პეტრეს ძალიან უნდოდა დაიკო
და ახლა გვამხნევებს, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ (იცინის). ამბობდა, ბიჭები ბევრნი ვართ და რომ გათანაბრდეს, კარგი იქნება, თუ გოგო გვეყოლებაო. პეტრესა და ელენეს (უფრისი და) განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ლუკა (უფროსი ძმა) უფრო დიდია, ისიც ძალიან ხშირად ეთამაშება პეტრეს, მაგრამ უფრო სხვა ტიპის თამაშებს. ელენე უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პეტრეს ინტერესებს და მგონი, ამანაც განაპირობა ის, რომ და უნდოდა. რომ გაიგო, ბიჭს ველოდებით, ცოტა გაუჭირდა მიღება, მაგრამ მეორე დღეს მითხრა, მგონი, ჯობს, რომ ბიჭია, ჩემნაირად გავზრდიო (იცინის).
– მისი პირველი რეაქცია როგორი იყო?
– ცოტა გვიან ვუთხარი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო, ამ დროს მაინც შფოთავ ადამიანი და თან, მინდოდა, მუცელიც ცოტა დამტყობოდა. პეტრე ძალიან მოუთმენელია და ვიცოდი, ყოველდღე მკითხავდა, რამდენი დარჩა!? სამი თვის ვიყავი, როცა ვუთხარით, მაგრამ მანამდე ამაზე ბევრს ველაპარაკებოდით. უკვე შვიდი წლის ხდება, მაგრამ როგორც წესი, უფროს და-ძმას მაინც აქვთ ხოლმე ეჭვიანობის მომენტები. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უნდოდა და ან ძმა ჰყოლოდა. ერთხელ, გარეთ ვიყავით და პატარა ბავშვი დაინახა ეტლში. რა საყვარელია, ძალიან მინდა ასეთი და როდის გამიჩენო, მკითხა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და დავპირდი, რომ წელს გავუჩენდი. სიხარულისგან გაგიჟდა, ძალიან ბედნიერი იყო. ამის შემდეგ ხშირად მესაუბრებოდა ამ თემაზე და მეც ვცდილობდი, მასთან ისე მელაპარაკა, რომ ეჭვიანობის მომენტი არ გასჩენოდა. მინდოდა, ცალკე მეთქვა მისთვის ამის შესახებ, მაგრამ, რადგან პარალელურ რეჟიმში გადაცემას ვიღებდით, კამერებიც ჩავრთეთ და სამივე ბავშვთან ერთად, მე და დათომ ვუთხარით ეს ამბავი. ექოსკოპიის ვიდეოც ვაჩვენეთ, მაგრამ თავიდან არ დაიჯერა, მე რომ პატარა ვიყავი, ეს ის ვიდეოაო და ცოტა მეწყინა (იცინის). შემდეგ კამერების მიღმაც რომ გავაგრძელეთ ამაზე საუბარი, მოვიდა და მეკითხება, ეს მართლა ხდება თუ გადაცემისთვის მითხარითო და რომ გაიგო, მართალი იყო, სიხარულისგან საოცრებები გააკეთა, ემოციებისგან იტირა. იმ საღამოს დაძინებაც გაუჭირდა. ბებიებს დაურეკა, დაიკო ან ძამიკო მეყოლებაო და მაშინ მივხვდი, რა მაგარი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს და გაქრა ის უხასიათობაც, უენერგიობაც და ყველაფერი.
–  დათო მეოთხე გზის მამობისთვის ემზადება, შენთვის მეორე შვილია. გადაცემაში ხუმრობთ ხოლმე ამაზე – „ვენესუელური სერიალი გვაქვსო“. რეალურად, ეს არაა პატარა პასუხისმგებლობა და როგორ ემზადებით?
– რაც უფრო მეტი ვართ, მით უფრო კარგად ვართ. ვამბობ ხოლმე, პეტრეს ყველაზე მეტად გაუმართლა, როცა გაჩნდა, დაც ჰყავდა და ძმაც-მეთქი და მეორეს კიდევ უფრო მეტად გაუმართლა, ორი ძმა და დაიკო დახვდება. დათოსთვის მეოთხე შვილია, მესამე ბიჭის მამა ხდება და ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. ელენე ისევ პრინცესად რჩება (იცინის). დათოს ვეკითხები ხოლმე, წარმოგედგინა, ოთხი შვილის მამა რომ იქნებოდი-მეთქი? და არა, ახლაც არ მჯერაო. ზოგადად, ხომ ამბობენ, რომ ბიჭის გაზრდა უფრო რთულია, ვიდრე გოგოსი, მაგრამ დათოს სულ ეშინოდა გოგო შვილის, იმიტომ, რომ ელენე არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც დათო ემონება და ვერაფერში ეწინააღმდეგება. ჰოდა, ეშინოდა, მეორეც გოგო თუ იქნება, რა მეშველებაო (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ რაღაც დოზით რეალობაცაა.
– ულამაზესი ფოტოსესია გქონდათ, ვისი იდეა იყო?
– პეტრეზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მაშინ გვქონდა პროფესიონალური ფოტოსესია, მაგრამ მუცელი ჯერ არ მეტყობოდა და ცოტა მოვიტყუეთ, თუმცა ძალიან ლამაზი გამოვიდა. მერე კიდევ გადავიღე და სამახსოვრო ფოტოები დამრჩა, რაც ძალიან კარგია. ზოგადად, ამ ტიპის ფოტოსესიას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს, ჩვენ ნამდვილად არ მოგვიგონებია. დათოს სულ უნდოდა, ცოტა ნუდფოტოები გადაეღო ჩემთვის და მე სულ უარზე ვიყავი. მუცელი რომ გამეზარდა, მითხრა, ძალიან მინდა, ასეთი ფოტოები გადაგიღოო. მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ცოტა კომპლექსი მქონდა, რაზეც დათომ ძალიან კარგად იმუშავა (იცინის).
– ამით დათო რადიკალურად განსხვავდება ქართველი ქმრებისგან.
– კი და ბევრი ვერ ხვდება ამას. მე მომწონს, რომ დათო ასეთია, ერთმანეთს ძალიან ვავსებთ. ის, რაც მოსწონს და მისია, უნდა რომ აღბეჭდოს, რაც მგონია, ძალიან ნორმალური და გასაგებია. ჩემი აზრით, ყველამ ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვსიამოვნებს, თუ ამით სხვას არ ვზღუდავთ.
– თან აქ სიშიშვლე არაა მთავარი, ულამაზესი და ძალიან ესთეტიკური ფოტოებია.
– შიშველი ვარ, მაგრამ რეალურად არც არაფერი ჩანს. დავუშვათ, საცურაო კოსტიუმი მაცვია და მგონია, რომ ძალიან ესტეთიკურადაა გადაღებული. ბოლომდე ვამბობდი, მოდი, ასე არ გვინდა-მეთქი, მაგრამ შედეგი რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. წლები რომ გავა და ვნახავ ამ ფოტოებს, მგონია, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები და ალბათ, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებსაც მოეწონებათ. იმდენად მომეწონა, რაც გამოვიდა, ვთქვი,  ცოტა რომ გამეზრდება მუცელი, კიდევ ვცადოთ-მეთქი (იცინის). ცოტა მოვიმატე წონაში და სულ ვამბობდი, აქ ეს არ გამომიჩნდეს, იქ ის, რაზეც დათო მეუბნებოდა, ფეხმძიმე ქალი ხარ და ეს ცალკე სილამაზეაო. ასე რომ აღიქვამს ამ ყველაფერს და მამხნევებს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

скачать dle 11.3