კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№26 მიშა თუმანიშვილს უთქვამს: კახი კავსაძემ შეცდომით აირჩია პროფესია, მსახიობობა მაგის საქმე არ არისო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვან მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატს და კიდევ, უამრავი ჯილდოს მფლობელს, ბატონ კახი კავსაძეს 85 წელი შეუსრულდა. „ცხოვრება – ეს არის თეატრი სიყვარულისა, ჩვენ კი, როგორც ჯამბაზები ისე უნდა ვახარებდეთ ადამიანების გულებს“ – ეს სიტყვები ლეგენადრულ მსახიობს ეკუთვნის, რომელსაც ახლა, ყველაზე მეტად სცენის მონატრება აქვს. მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტები, ოვაციები და სიყვარული დღემდე მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ბატონ კახის 85 წლის იუბილე თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მიულოცა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას, ყველასათვის საყვარელ მსახიობზე, არა ერთი ისტორია გაიხსენა.
  ნიკოლოზ წულუკიძე: ჩემი პირველი სადიპლომო ნამუშევარი „მოხუცი ჯამბაზები“იყო, რომელზეც შემდეგ წიგნი დავწერე. როდესაც მასზე მუშაობა მომიწია, სტუდენტი ვიყავი და წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულის განცდა იყო კახი კავსაძესთან, გურამ საღარაძესთან, მედეა ჩახავასთან, ზინა კვერენჩხილაძესთან, კარლო საკანდელიძესთან, ჯემალ ღაღანიძესთან ყოველდღე ურთიერთობა. ყოველდღე მათ რეპეტიციაზე ვიჯექი, ვიღებდი და ჩემთვის ვაკეთებდი ჩანაწერებს. უნიკალური მასალა მოვაგროვე. ერთ დღესაც წავედით რუსთავში გასტროლებზე, „მოხუცი ჯამბაზები“ ჩავიტანეთ, წარმოდგენის შემდეგ, საღამოს, სუფრაზე თამადა კახი კავსაძე გახლდათ.  დაიწყო საუბარი და თქვა: მე ახლა ნიკა წულუკიძის სადღეგრძელო უნდა შევსვა... ვერ გეტყვით, ეს რა ემოცია იყო. ამ დროს მეგონა, ბატონ კახის შემჩნეულიც კი არ ჰქონდა ჩემი იქ ყოფნა. რამხელა გამბედაობა მომცა ამ სიტყვებით –  ჩემთვის, მორიდებულად ვიჯექი და უცებ ამხელა კაცმა ჩემი სადღეგრძელო წარმოთქვა. ეს დაუჯერებელიც კი იყო  ჩემთვის. იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ბატონი კახის მეგობრობის ისტორია. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ. ამ დღის მერე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კახი კავსაძეს მოეყოლა თავისი ისტორიები, რომლებსაც საზოგადოებას შემოვუნახავდი.
– იქნებ რომელიმე მათგანი გაიხსენოთ...
– დიახ, რა თქმა უნდა. როცა რუსთაველის თეატრში კახი კავსაძე ახალი მსახიობი იყო, მიშა თუმანიშვილს უთქვამს: მთავარია, პროფესია სწორად აარჩიო. აი, კახი კავსაძემ კი შეცდომით აირჩია, მსახიობობა არ არის მაგის საქმეო. გაგიჟებულა კახი – მიშა თუმანიშვილმა, ამხელა რეჟისორმა, ასეთი რაღაც თქვაო. მომიყვა: მთელი ცხოვრება ეს ნათქვამი გამყვა და როცა რამეს ვაკეთებდი, სულ მინდოდა, მისთვის დამემტკიცებინა, რომ არტისტობა ნამდვილად შემეძლოო. ამ ამბიდან დიდი ხნის მერე, კახის შეხვედრია ბატონი მიშა. მიყვება: ვხედავ  ფეხით მოდის მიშა თუმანიშვილი და მოაქვს ბარგი, მე მანქანით ვარ. გავუჩერე და ვუთხარი: ბატონო მიშა, სად მიგიყვანოთო. ჩაჯდა და წავედითო. იმ ხანად ბატონ მიშას ახალი დაარსებული ჰქონია თეატრი და გზაში უთქვამს კახისთვის: ერთი სამი შენნაირი არტისტი რომ დამამატებინა დასისითვის, კარგი იქნებაო. ამ დროს უცებ გაუჩერებია კახის მანქანა, მიბრუნებია და უკითხავს: ახლა ვარ კარგი არტისტი, ბატონო მიშაო. აი, ამ ნათქვამით იმუშავა ბატონმა კახიმ საკუთარ თავზე. ამ ამბავთან დაკავშირებით, რობერტ სტურუამ მიამბო ერთი ისტორია: თურმე, რეპეტიციის დროს  დაურეკავს კახის ბატონი რობერტისთვის და ალექსანდროვის ბაღში შეხვედრა უთხოვია. დაუთქვამთ შეხვედრა და მისულან. კახის უთქვამს: ჩემი მეგობარი არის დიდი საწყობის უფროსი და ერთ-ერთი ავეჯის ცეხის უფროსად მნიშნავს. არ ვიცი, მსახიობობა გამოვა, თუ არა, ამიტომ მინდა, თავი გავანებო და ცეხში წავიდეო. რობერტ სტურუას უპასუხია: რას ჰქვია, უნდა წახვიდე, შენ სჭირდები თეატრს და გვჭირდები ჩვენო. ალბათ,  ბატონ კახისაც ამის მოსმენა უნდოდა დიდი რეჟისორისგან, რადგან ჩარჩენილი ჰქონდა მიშა თუმანიშვილის სიტყვები. ასე გადააფიქრებინა ბატონმა რობერტმა თეატრზე უარის თქმა კახი კავსაძეს და აღარ დაუნებებია თავი.
– ადამიანობის მაგალითია, 9 აპრილის ისტორია, როდესაც ბატონმა კახიმ უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს...
– დიახ,  9 აპრილს, როცა ქართველებს რუსი შეიარაღებული ძალები ამოსახოცად გამოეკიდნენ, ბატონი კახი მივარდნილა თეატრში, გაუღია ალაყაფი და მცირე სცენაზე ასობით ადამიანი დაუმალავს. რუსი ჯარისკაცების მდევარი რომ შევარდნილა თეატრში, კახის მათთვის უჩვენებია დიდი სცენა, სადაც არავინ იყო. მათ არ იცოდნენ, მცირე სცენაც თუ არსებობდა, ამიტომ უკან გაბრუნებულან. დილით, გამთენიისას, კი მაშინდელი ძნელაძის და ახლანდელი თაბუკაშვილის ქუჩიდან გაუპარებია ეს ხალხი. ასე გადაარჩინა უამრავი ადამიანი სიკვდილს.
– ბელაზე თუ გიყვებოდათ ხოლმე?
– ხელში აყვანილი დაჰყავდა კახის ბელა. დიდი სიყვარული იყო ეს. ერთხელ მომიყვა ასეთი რამ. ბელა უკვე გარდაცვლილი იყო, როცა სამზარეულოში ვიჯექი სასოწარკვეთილი, მარტო, მასთან ჩემი დიალოგი მქონდა. ბელას ვუთხარი, ვიცი ახლა აქ ხარ, გთხოვ, რამეთი მიმანიშნე. ამ დროს გადმოვარდა მაგიდიდან კოვზი და დაბლა დაეცა. ეს ისეთი უცნაური დამთხვევა თუ ნიშანი იყო, რომ დავიჯერე, ბელა მართლა იქ, ჩემთან ერთად იყოო.
– თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ 85-ე იუბილე მიგელოცათ. ჯანმრთელობის მხრივ როგორ გრძნობს თავს?
–  კახი გამორჩეულად უყვარს ქართველ ხალხს. მისი დაბადების დღის ვიდეო რომ დავდე, რამდენიმე დღეში მილიონ ნახვაზე ავიდა. საოცარი სიყვარული აქვთ მის მიმართ. ინტერვიუებს აღარ იძლევა. მე როცა შევხვდები ხოლმე, მაშინ მეძლევა ჩაწერის შანსი. 85 წელი ბევრია-მეთქი – ვკითხე და ასე მიპასუხა: გააჩნია, ვისთვის, ზოგისთვის, ალბათ, 2-ჯერ 85 წელია საჭირო, რომ ცხოვრების აზრზე მოვიდეს, იცოდეს, რატომ დაიბადა, რატომ ცხოვრობს. ზოგმა კიდევ დაბადებიდან იცის ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რომელ კატეგორიას ვეკუთვნი, თუმცა ვცდილობ, აზრზე ვიყო, მაგრამ გამომდის? არ ვიციო... ბატონო კახი, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გილოცავთ-მეთქი და მითხრა: მეშინია მოლოცვების წაკითხვა, მით უმეტეს, როგორც თქვი, მაქებენ. მეშინია, თავში არ დამარტყას, ახლა ნორმალურად ვარ და როცა კაცს თავში დაარტყამს, იქ საბოლოოა ყველაფერი. მინდა, კახოს, ჩვენ ასე ვეძახით, თავიდან ბატონ კახოს ვეძახოდით, მაგრამ ბატონო მოაშორეთო ასე გვითხრა,  ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ქართული თეატრისთვის და კინოსთვის. რაც შეეხებას მის ჯანმრთელობას, უკეთესად გრძნობს თავს. იანვარში, როდესაც ვნახე, ბევრად სუსტად მომეჩვენა. ყოჩაღად და დიდხანს მინდა, იყოს.

скачать dle 11.3