კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№26 რატომ დასჭირდა მარიამ სადღობელაშვილს 15 ოპერაცია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ბედნიერება წვრილმანებშიაო, ამბობს მარიამ სადღობელაშვილი, გოგონა, რომელსაც 15 ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მიუხედავად რთული გზისა, დღეს ის პოზიტივისა და ბედნიერების გამავრცელებელია. მან დაამსხვრია სტერეოტიპები შშმ პირებზე, მაქსიმალურად გამოიყენა საკუთარი შესაძლებლობები, გახდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ბევრისთვის მაგალითად იქცა. მის ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელშია მოფენილი, სიცოცხლით ტკბობა, სიყვარული და ბედნიერება იკითხება. გაგიღიმიათ ოდესმე ისე, რომ ყველასთვის გადამდები ყოფილიყოს? ალბათ, ამასაც განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, რომლითაც მარიამი უხვადაა დაჯილდოებული. ყველაზე ფერადი, ბრჭყვიალა და ხალისიანი გოგონა გულწრფელად გვესაუბრა მისი ცხოვრების შესახებ.
მარიამ სადღობელაშვილი: ვცხოვრობ თბილისში,  26 წლის ვარ. მყავს დედა, მამა, ძმა, მაგრამ ბოლო ორი წელია, უცხოეთში ცხოვრობენ. ჩემი ოჯახი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე და ზოგადად, ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ, მათზეა დამოკიდებული: როგორ იზრდები, როგორ ხედავ შენს თავს, მომავალს... ეს ორი წელია, მარტო ვცხოვრობ და საერთოდ არ გამჭირვებია. ვარ სტუდენტი,  ვსწავლობ ევროპის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგია მინდოდა, მაგრამ ამ ფაკულტეტის არჩევა სპონტანურად მოხდა. ფსიქოლოგიით დღემდე ვარ დაინტერესებული და სამომავლოდ ვაპირებ, ამ მიმართულებასაც გავყვე.
– მოგვიყევი შენი ისტორია...
– დავიბადე ჯანმრთელი,  სამი თვის ასაკში შემეყარა ვირუსი და განმივითარდა სეფსისი, ორგანიზმში დამიგროვდა ჩირქი, რამაც შემიჭამა მენჯის ძვალი. როგორც მშობლებისგან ვიცი, იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ჩემს სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრებოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით, 15 ოპერაცია გამიკეთეს და ვარ იმ შედეგამდე, როგორც დღეს გამოვიყურები. 18 წლის რომ ვიყავი, ბოლო ოპერაცია გავიკეთე, და იმის მერე შევწყვიტე, რადგან ამ ეტაპზე ძვალი არ არის მზად ქირურგიული ჩარევისთვის. შედეგს ვერ გამოიღებს და თან, შესაძლოა, ფატალურადაც დასრულდეს. თუ მომავლში ძვლის მდგომარეობა შეიცვლება, მერე უკვე შესაძლებელი იქნება ჩარევა. ცუდია, რომ ასე მოხდა, მაგრამ მე
ასეთიც მიყვარს ჩემი თავი.
– როგორ გაიხსნებ ბავშვობას...
– ბავშვობა კარგად არ მახსენდება, პატარა ასაკში ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდი. თამაშის დროს ბავშვებმა იციან თქმა: მე ეს შემიძლია, შენ შეგიძლია ეს? და მსგავსი რამეების, მაშინ ამას სხვანაირად აღვიქვამდი. დიდად არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. რომ წამოვიზარდე მერე შევიცვალე და ჩამომიყალიბდა ეს ხედვა, რაც დღეს მაქვს, თორემ მანამდე იყო რთული პერიოდები: არ გავსულიყავი გარეთ... მაგრამ ეს პატარა ასაკში, დაახლოებით 11-12 წლამდე.  სწორედ, ამიტომ ვამბობ, მშობლების როლი დიდია-მეთქი. მათ ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ თავი  კარგად მეგრძნო.
– გვიამბე მშობლებზე, ალბათ, ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ...
– მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი. სტუდენტი რომ გავმხდარიყავი, ძალიან ვიწვალე. ზოგადად, მარტივად ცხოვრებაში არაფერი მომდის, ყოველთვის ბრძოლა მჭირდება, რომ რაღაც გამომივიდეს. რამდენჯერმე მომიწია ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. ჩემი მშობლები ყოველთვის მაძლევდნენ სტიმულს და ერთხელაც არ უთქვამთ:  „მარიამ, არ გინდა“, „არ გამოგდის“, „მოდი, დაანებე თავი“! პირიქით, ყოველთვის მოტივაციას მიქმნიდნენ და მარწმუნებდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. არასოდეს მქონია მათი მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვა, ყველანაირად თავისუფალი ვიყავი. რომ ჩავაბარე, მერე უფრო დავიჯერე საკუთარი თავის და გამიხარდა ის, რომ ამით მათ მივანიჭე სიამოვნება. ყოველთვის მეხმარებოდნენ იმაში, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, არ მზღუდავდნენ, თუნდაც, გარეთ მარტო რომ გავსულიყავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მემგზავრა და ასე შემდეგ. 26 წლის წინ გაცილებით რთული იყო ამ რეალობისთვის თვალის გასწორება, სხვას, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მაშინ ინფორმაციის დეფიციტიც კი იყო. მათ დიდი და რთული გზის გავლა მოუწიათ, მე ვიყავი პირველი შვილი და
უცებ აღმოჩნდნენ ამ პრობლემის წინაშე. შეიძლებოდა, ვერც გაეძლოთ, რადგან სულ ოპერაციები, ექიმები, გაუთავებელი პრობლემები იყო, მაგრამ მათ ეს შეძლეს, გაუმკლავდნენ ზედმეტი უთანხმოებების გარეშე. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ  ყველაფრისთვის.
– რა როლი უჭირავს საზოგადოებას  შშმ პირების ცხოვრებაში?
– საზოგადოების როლი ნამდვილად დიდია. ადამიანების ნაწილი არ აღგიქვამს ისე, როგორც პიროვნებას, საჭიროა ცნობიერების ამაღლება. ასაკოვანი ადამიანები უცნაურად მიყურებენ ხოლმე, თუმცა მსგავს რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
– რთული ცხოვრების მიუხედავად, ძალიან აქტიური ხარ, სულ პოზიტივს ასხივებ, ყოველთვის ასეთი იყავი?
– როგორც დედა და მამა მეუბნებიან, სულ  მხიარული ვიყავი, თუმცა მე არ მახსოვს. ჩემს განწყობაზე იმ ადამიანებთან ურთერთობა მოქმედებს, ვისთანაც ხშირად ვარ, მათი ხასიათი ჩემში შემოდის და მერე გადამდები ხდება. ჩემ ირგვლივ, ძირითადად,  პოზიტიური ადამიანები არიან და ამიტომ, მეც ხშირად ვიღიმი. უნივერსიტეტში რაც ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა. ბევრად უფრო ფერადი და ხალისიანი გახდა. საოცარი ადამიანები დამხვდნენ, სულ სხვა თვალით შემომხედეს და მეც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მივიღე ისეთი მარიამი, როგორიც ვარ და ეს ძალიან მომწონს. ალბათ, ცოტა რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ გადავლახე და ის, რომ რაღაც პრობლემა მაქვს, უკვე შეუმჩნეველიც კი არის ჩემთვის.
– საოცრად გადამდები ღიმილი გაქვს, რა არის შენი ბედნიერების ფორმულა?
– დილით ყავის დალევა და მუსიკის მოსმენა – აი, ეს არის ჩემთვის ბედნიერება. ვცდილობ, ყოველთვის მხიარულად დავიწყო დღე, რადგან მერე დადებითი ემოცია გამყვეს. არ მიყვარს ერთფეროვნება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად ისეთები არიან, როგორც ბავშვობაში და მათ მოსწონთ საკუთარი თავი. არანაირი გართულება არ მაქვს ამაზე, უბრალოდ, მე არ შემიძლია ასე, სულ სიახლეს ვეძებ, სულ რაღაცის შეცვლაზე ვფიქრობ. მიყვარს ფერები, ნათელი, ფერადი. სწორედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ბედნიერება წვრილმანებშია.

скачать dle 11.3