კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ მოჰპარა ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ მაიმუნს სათვალე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ანზორ ერქომაიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „ალჟირში ვიყავით გასტროლებზე. თავისუფალი დრო გვქონდა და მე და ჩვენი მოცეკვავე, ტარიელ ამაშუკელი ბაზარში წავედით. ერთ-ერთ დახლთან არაჩვეულებრივი სათვალეები იყიდებოდა. გამყიდველს კი მხარზე მაიმუნი ეჯდა. ტარიელმა ჰკითხა:
– მაიმუნი რატომ გიზისო?
– იმიტომ, რომ არავინ არაფერი მომპაროსო, – უპასუხა გამყიდველმა. ტარიელი კი არ მოეშვა:
– მე რომ შენს მაიმუნს სათვალე მოვპარო, რას იზამო?
– შენი იყოსო, – მიუგო თავდაჯერებულმა გამყიდველმა ტარიელს.
მაიმუნს ერთი თვისება ჰქონდა – რასაც შენ გააკეთებდი, ყველა მოძრაობას იმეორებდა, იმიტაციას აკეთებდა. ტარიელმა ცხვირზე მიიდო თითი, მაიმუნმა გაიმეორა. ტარიელმა თავზე დაიდო ხელები, მაიმუნმა გაიმეორა. ტარიელმა ორივე თვალზე აიფარა ხელები და მაიმუნმაც რომ იგივე გააკეთა, ტარიელმა სათვალეს დასტაცა ხელი, ჯიბეში ჩაიდო და... შერჩა“.

скачать dle 11.3