კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ჰიპომეტაბოლიზმის საშუალებით უამრავი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  რუსი მეცნიერი, ექიმი-მიკრობიოლოგი აკადემიკოსი ნიკოლაი ტიმოფეევი ამტკიცებს, რომ ჰიპომეტაბოლიზმი ცოცხალი ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, რომლის მეშვეობითაც უამრავი ექსტრემალური თუ ჩვეულებრივი პრობლემის გადაწყვეტაა შესაძლებელი. აკადემიკოსი ტიმოფეევი ამბობს: „მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა, არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიმდინარეობს. არსებობისთვის ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს (სუნთქვა, ტემპერატურა, გულის მუშაობა) სჭირდება ენერგია. მეტაბოლიზმი იყოფა ორ სტადიად – ანაბოლიზმად და კატაბოლიზმად. ამ დროს ხორციელდება ცოცხალი პროცესი – ენერგიის გამომუშავება და მისი ხარჯვა. ანუ ადამიანი იღებს საკვებს და მის ნაწილს ორგანიზმი ცხიმების სახით ინახავს და ამ მარაგს ექსტრემალური სიტუაციების დროს ხარჯავს, რათა ორგანიზმმა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს. ჰიპომეტაბოლიზმი კი ამ პროცესის (მეტაბოლიზმის) შენელებაა. ვიმეორებ, შენელება და არა გაჩერება, რადგან ნივთიერებათა ცვლა რომ გაჩერდეს, მაშინ ადამიანი სიცოცხლეს შეწყვეტს. რაში გვჭირდება ჰიპომეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლის შენელება? ბევრი რამისთვის. თუნდაც სამედიცინო საქმიანობისას. მაგალითად, გულის ან სხვა ოპერაციების დროს, როდესაც ნარკოზი ნაკლებეფექტურია და ეგერთ წოდებულ, „გვერდით მოვლენებს“ ტოვებს, ან სულაც არაეფექტურია. ჰიპომეტაბოლიზმის გამოწვევის საშუალება არის ჰიპობიოზი, ანუ ხერხი, რომ თბილსისხლიანი ცხოველები და ადამიანები ღრმა ძილს მიეცნენ. მაგალითად, დათვები და მთელი რიგი მღრღნელები იყენებენ ორგანიზმის ამ თვისებას. რა თქმა უნდა, ძირითადად, ზამთარში. ამ ხერხით „გადააქვთ“ ზამთარი და გამოღვიძებულებს  კი ყველა სასიცოცხლო ფუნქცია შენარჩუნებული აქვთ. მართალია, ადამიანების ორგანიზმში ეს თვისება ჩადებულია, მაგრამ საჭიროების არქონის გამო არ განუვითარდათ. თუმცა, სათანადო ვარჯიშების შედეგად ადამიანს შეუძლია, ეს ფუნქცია დიდი ეფექტურობით აამუშაოს. ამის ნათელი მაგალითია აკვალანგისტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, მაღალი წნევის ქვეშ, ჰაერის გარეშე დიდ სიღრმეებზე ჩადიან. აგრეთვე, იოგას მიმდევრები – მათ შეუძლიათ, ჰიპობიოზი იმგვარად აამოქმედონ, რომ სანახაობებსაც კი მართავენ. ასეთ შოუს „ცრუ სიკვდილი“ უწოდეს. იოგაში დახელოვნებულ ადამიანს აწვენენ კუბოში. ხუფავენ და მიწაში დებენ. მეორე დღეს კი თხრიან და დამარხული „ცოცხლდება“. სინამდვილეში ადამიანი კი არ მომკვდარა. ის ჰიპობიოზის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, უბრალოდ, შენელებული იყო. ამ ვარჯიშის ტექნოლოგიები მკაცრი საიდუმლოებაა, არ საჯაროვდება და ასეთი დონის მიღწევას ხანგრძლივი  ვარჯიში და დიდი დრო სჭირდება. მე და ჩემმა კოლეგებმა კი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში შევიმუშავეთ ხელოვნური ჰიპობიოზის გამომწვევი პრეპარატები, რომლებიც, ერთი მხრივ, სრულიად უვნებელნი არიან, მეორე მხრივ, კი მრავალფეროვანი მანიპულაციის საშუალებას იძლევიან და ბევრად აჭარბებენ „იოგშოუს“...
  აი, მაგალითად, ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება ტექნოგენური კატასტროფების დროს. დავუშვათ, რომ მოხდა ცუნამი. ბევრი ადამიანი დაშავდა. მათ მიიღეს სხვადასხვა მექანიკური თუ თერმული დაზიანებები. ასეთ დროს ექიმები ყველას არ ეყოფა და სანამ მაშველები მათ იპოვიან, შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანენ და იქ აღმოუჩენენ დახმარებას, ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს. სამაგიეროდ, შპრიცი და წამალი ყველასთვის საკმარისი იქნება. და თუკი ასეთ კატასტროფაში მოხვედრილი ადამიანი ამ პრეპარატს გაიკეთებს, ხელოვნურ ჰიპობიოზში ჩავარდება და ნივთიერებათა ცვლას შეანელებს, მაშინ მისი გადარჩენის შანსი დიდია. ციფრებში ის 60 პროცენტით აღინიშნება და ეს უზარმაზარი რიცხვია. ასევე, უშველის ხელოვნური ჰიპობიოზი ოკეანეში ჩავარდნილ ადამიანს. საჭიროა, მან ტივტივა მიიმაგროს, „სოსის“ სიგნალი გაუშვას და ნემსი იჩხვლიტოს და ორგანიზმში წამალი შეუშვას. მართალია, ის გონებას დაკარგავს, მაგრამ 40 საათის შემდეგაც  რომ აღმოაჩინონ, მას გონზე მოიყვანენ და გადაარჩენენ. ხელოვნური ჰიპობიოზის გამოწვევა სანახევროდაცაა შესაძლებელი და ამას ძალიან დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, მედიკამენტების საჭირო კომბინაციის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ადამიანს მხოლოდ ემოციური მექანიზმები შეუნელდება – გაუქრება შფოთი, შიში, მაგრამ ფიზიკურად და გონებრივად ის აბსოლუტურად ქმედითუნარიანი იქნება. რას ნიშნავს ეს, რა ეფექტს მოიტანს? რა და ადამიანს, სპეციალისტს შეეძლება, დიდ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე მუშაობა. ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელსაც უემოციო მიდგომა სჭირდება, მაგალითად, ატომურ ელექტროსადგურებზე და საერთოდ, ბირთვულ  რეაქტორებსა თუ სხვა სახიფათო ობიექტებზე საქმიანობა, სადაც ავარიები უდიდესი კატასტროფის გამომწვევია. ერთი სიტყვით, მართალია, ჰიპომეტაბოლიზმი მომავლის მეცნიერებადაა მონათლული, მაგრამ უკვე ბევრი რამაა მიღწეული და სათანადო დაინტერესებისა და დაფინანსების შემთხვევაში ბევრად უფრო დიდ ეფექტს მივიღებთ და გაცილებით მეტ სარგებლობასაც.

скачать dle 11.3