კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 საყვარელი ქალის გამო ოჯახს დავუპირისპირდი

ბავშვობიდან მკაცრად მზრდიდნენ, ყოველთვის მშობლების სურვილებს ვემორჩილებოდი და მათ წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ. დედაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა: გაუნათლებელი, სოფლელი, შეუხედავი და ღარიბი გოგო არ შემომიყვანო ოჯახში, ნორმალური მოძებნე და მოიყვანე, ისეთი, ჩვენს ოჯახს რომ შეეფერებაო. ახლა მივხვდი, ფრთიანი ანგელოზიც რომ მომეყვანა, იმასაც რაიმე ნაკლს მოუძებნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და რაიონში გათხოვდა და ჩემი სიძე არც ისე შეძლებული და განათლებულია, როგორიც მშობლებს უნდოდათ, ხმა არ ამოუღიათ. თუმცა, ჩემზე როცა გაიგეს, ასაკით დიდი გოგო მიყვარდა და საქმე სერიოზულად იყო, თავი გაიგიჟეს. არადა, მასთან საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკობრივ სხვაობას. საკმაოდ თანამედროვე, ლამაზი და თავმდაბალი გოგოა. ომი დამჭირდა იმისთვის, რომ  ჩემს მშობლებს გაეცნოთ. ვიფიქრე, ნათქვამს და მოყოლილს, სჯობს, თავისი თვალით ნახონ და მიხვდებიან, რომ არჩევანში არ ვცდები-მეთქი. თუმცა, ისეთი ცხვირდაშვებულები და მოღუშულები შეხვდნენ, თაკოს იქ მოსვლის სურვილიც აღარ აქვს. არც ვამტყუნებ. პირველ შეხვედრას დიდი როლი აქვს. მეც რომ ასე მივეღე მის მშობლებს, ზუსტად ასე მოვიქცეოდი, როგორც ჩემი შეყვარებული იქცევა. მართალია, არასოდეს არაფერი უკადრებია და პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ ვხვდები, რომ ნაწყენი და გულნატკენია. თავად იყო ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი და სულ მეუბნებოდა: არ მინდა, მერე სალაპარაკო გახდეს ჩვენი ურთიერთობა, ასაკით უფროსი რძალი არცერთი ბიჭის მშობელს არ უნდაო. თუმცა, არ მოვეშვი, ვუმტკიცებდი: ბოლოს და ბოლოს, მე მომყავხარ ცოლად, იმათ ხომ არა, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად, სხვა რა პრობლემაა-მეთქი. ახლა კი, ჩემი მშობლების საქციელი რომ მახსენდება, მათ გამო მე მრცხვენია. მთელი სანათესაო შეყარეს, ასაკით დიდი რძალი რად გვინდა? დაილია პატარა გოგოებიო? რა გაუკეთა ასეთი იმ გოგომ, რომ ამხელა ბიჭი გამოაშტერა და აღარავის უსმენსო. ვერ ვაგებინებ, რომ ეს მიყვარს და ჩემთვის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ვერასდროს ვუგებდი ჩემი ასაკის ან პატარა გოგონებს. რაღაცნაირად, მღლიდა მათთან ურთიერთობა, ვერ ვეწყობოდი, სხვანაირად აზროვნებენ და იქცევიან. თაკო კი ჩამოყალიბებული გოგოა, ზუსტად იცის, რა უნდა მომავალში და დარწმუნებული ვარ, მის გვერდით კარგ ოჯახს შევქმნი. არ მინდა მისი დაკარგვა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყოს. მართალია, მის გამო ოჯახის წევრებთან, რომელთა ნების წინააღმდეგ  არასდროს წავსულვარ, დღეს დაპირისპირება მაქვს, მაგრამ იმედია, ესეც მოგვარდება. მინდა, მთელი სიცოცხლე ისეთ ადამიანთან გავატარო, ვინც მიგებს, ვუყვარვარ და მენდობა. ზუსტად, ასეთია თაკო და იმის გამო, რომ ასაკით დიდია, მასზე უარს არ ვიტყვი. დაოჯახების მერე კი ჩემს მშობლებთან ნამდვილად არ ვაპირებ ცხოვრებას. ვიცი, ასაკს სულ წამოაძახებენ, გაამწარებენ და არ მინდა, ჩემი ცოლი ამ სტრესში ვამყოფო. კიდევ ვამბობ, არასოდეს ვიტყვი უარს იმაზე, ვინც გამაბედნიერებს და გვერდით დამიდგება. ამიტომ, ჯერ ვეცდები, ჩემი მშობლები როგორმე დავარწმუნო, რომ არჩევანში არ ვცდები, მერე დავქორწინდები და ჩემი რჩეული გოგონას გვერდით ვიცხოვრებ, მაგრამ აუცილებლად მათგან შორს.
აჩი, 27 წლის.
скачать dle 11.3