კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სამწუხაროდ, სიბერეს და მისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო ნიშნებს ვერსად გავექცევით. ასაკის მატების პარალელურად, გვიჩნდება ნაოჭები და კანი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს პირადად ჩემს განწყობაზე. არის რაიმე შინაური რეცეპტი, რომ თავიდან ავირიდო ნაადრევი დაბერება?
პასუხი: შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც მინიმალურ ვადაში ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, გაათანაბრებს კანის ტონს და დაუბრუნებს მას სიმტკიცეს, რაც ვიზუალურად ათიოდე წლით გაგაახალგაზრდავებთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი ხახვის ახლადგამოწურული წვენი, ნახევარი სუფრის კოვზი ალოეს გელი ან წვენი, 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული პიტნა, 2 ჩაის კოვზი სოიის ზეთი. ხახვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული ფაფისაგან კარგად გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. თუ მწვანე ჩაი ფხვნილის სახით არ მოგეპოვებათ, აიღეთ გამომშრალი ფოთლები და დაფქვით ყავის საფქვავში ან ბლენდერში. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს საშუალო ზომის მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. ეს ნაზავი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გააჩეროთ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში  და პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ. გასუფთავებულ სახის კანზე წაისვით ნიღაბი საშუალო სისქის ფენად. რამდენიმე წუთის განმავლობაში თითის ბალიშებით იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი და დაიტოვეთ  სახეზე მინიმუმ 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კვირაში, საშუალოდ, ორი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ძალიან მალე დატკბეთ მიღებული შედეგით. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს, უბრუნებს მას სიმტკიცეს, ათანაბრებს ტონს და აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს. თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს უკვე არსებული ნაოჭების გაღრმავებისგან და საგრძნობლად შეანელებთ დაბერების პროცესს.


скачать dle 11.3