კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 განაწესის მსხვერპლი

დონალდ უესტლეიკი

  ალბერტ უაიტი ჩვეულებრივი კლერკი იყო და მშვიდად მუშაობდა ოფისში ერთ ცნობილ ადვოკატთან, რომელსაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. გარდა იმისა, რომ თავად ფული ცოტა ჰქონდა და არც გრძელფეხება, მოდელის გარეგნობის ცოლი ჰყავდა, სეზონური ალერგიაც სტანჯავდა. როცა გაურთულდებოდა, საბრალო სანახავი იყო.
  სწორედ, ერთ-ერთი ასეთი შემოტევის დროს მისტერ კლემენტმა საბუთების დახარისხება სთხოვა. ალბერტს უნდოდა, სახლში ადრე წასულიყო, მაგრამ უფროსს ვეღარ შეეკამათა. ერთი საათის შემდეგ კი, როცა მის  ხელში პირველი სკანდალური საბუთი  აღმოჩნდა, საერთოდ აღარ ახსოვდა არც დაღლილობა და არც უსიამოვნო შეგრძნებები. თურმე, მისი შეფი – მისტერ კლემენტი, საკმაოდ დიდი ნაძირალა ბრძანდებოდა. ფულიც უპატიოსნო გზით ჰქონდა ნაშოვნი. კვალიფიციური იურისტი კი არა, ჩვეულებრივი გამომძალველი და შანტაჟისტი იყო.  ლამის სუნთქვა შეეკრა.  ახლა შეეძლო, თავისი ცხოვრება ისე შეეტრიალებინა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. მთავარი იყო, ჭკვიანურად მოქცეულიყო და არ ეჩქარა. მაშინ მისტერ კლემენტი მუჭში ეყოლებოდა და მისგან ყველაფერს მიიღებდა. გააკეთა დოკუმენტების ასლები და დიდ კონვერტში ჩაალაგა. ეს  კონვერტი ვინმეს რომ ჩავარდნოდა ხელში, საშინელი სკანდალი გარდაუველი იყო და თუ რომელიმე კლიენტის შურისძებას გადაურჩებოდა, მისტერ კლემენტს ციხე ელოდა.
  ახლა მთავარი გონივრული გეგმის მოფიქრება იყო – მისტერ კლემენტი კუთხეში უნდა მიემწყვდია. დაემუქრებოდა, რომ მასალები დღის სინათლეს იხილავდა და სოლიდური თანხა მოეთხოვა. იმისთვის, რომ სერიოზულად გაემაგრებინა ზურგი და საიმედო  დაზღვევა უზრუნველყოფილი ჰქონოდა, კლერკმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: დოკუმენტებს ფოსტაში მიიტანდა, დააზღვევდა და განსაკუთრებულ კონფიდენციალურობას მოითხოვდა, ანუ, თუკი ყოველი კვირის მეოთხე დღეს პირადად არ მივიდოდა და არ დაადასტურებდა საკუთარ არსებობას, ფოსტა ვალდებული იყო, დაზღვეული წერილი წესების სრული დაცვით გადაეგზავნა ვინმე  ბობ ჰარინგტონისთვის ძალიან ცნობილი და სკანდალური ჟურნალისტისთვის. მისი მისამართი კონვერტზე  იყო მითითებული და თან ერთვოდა  წერილი, რომელშიც ალბერტი ჟურნალისტს დოკუმენტების წარმომავლობას უხსნიდა და იმასაც აკონკრეტებდა, რომ შეიძლებოდა, ამ მომენტისთვის ცოცხალიც კი აღარ იყო.
  იმ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვალა. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ გამდიდრდებოდა, როცა კლემენტი ფულს მისცემდა და ყველა ოცნება ერთბაშად აუხდებოდა. ცოლს აუცილებლად გაეყრებოდა და ქალს გული ძალიან რომ არ სტკენოდა, ფინანსურად უზრუნველყოფდა. მერე დიდი ხნით წავიდოდა სამოგზაუროდ. აუცილებლად სადმე სანაპიროზე, სადაც გრძელფეხებიანი ლამაზმანები მზესა და ფულიან მამაკაცებს ერთნაირად ეტანებიან.  წავიდოდა ლას-ვეგასში და ფულს იმ მდიდარ ადამიანებთან ერთად გაფლანგავდა კაზინოებში... რეალური ცხოვრება მისთვის ისეთი აუტანელი აღარ იყო. მაგრამ ხელსაყრელი მომენტი ვერ იპოვა, რომ თავისი მთავარი ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა, ანუ შესულიყო შეფის კაბინეტში და მისთვის ულტიმატუმი წაეყენებინა. გამბედაობა არ ჰყოფნიდა. სამაგიეროდ, ფოსტაში იყო ენაწყლიანი. ძალიან დაუმეგობრდა ფოსტალიონ ბობის. დაწვრილებით გამოჰკითხავდა ხოლმე, როგორ ჩაირთვებდა მექანიზმი, მისი ფისტაში არ მისვლის შემთხვევაში.
– ხომ ზუსტად აღნიშნულ მისამართზე გაიგზავნება წერილი?
ბობიც თავს უქნევდა..
– თქვენ არ ინერვიულოთ, ზუსტად იმ ადამიანს ჩაბარდება, ვისი მისამართიც კონვერტზეა აღნიშნული.
– თუ სხვა ვინმე მოაკითხავს კონვერტს?
– არანაირად არ მივცემთ. გამორიცხულია, ბატონო! მხოლოდ თქვენ უნდა მოხვიდეთ პირადად და ხელი მოაწეროთ, რომ წერილი არ გაიგზავნოს.
– ტელეფონით რომ დავრეკო? და გითხრათ, ვერ მოვალ-მეთქი?
– მაინც გაიგზავნება. ტელეფონის ზარით იდენტიფიცირება არ ხდება. მოსვლა აუცილებელია.
ამასობაში სამი თვე გავიდა. ბოლოს,  როგორც იქნა, მივიდა იმ მომენტამდე, რომ მიხვდა – უკანდასახევი გზა არ ჰქონდა.. კარგი ცხოვრება ლანგრით მიერთმეოდა, მხოლოდ ხელი უნდა გაეწვდინა.  მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს. სწორედ იმ დილით ალერგიის მორიგი შეტევა დაემართა, თანაც, ისეთი ძლიერი, ეგრევე მოცელა. ასე ცუდად არასდროს ყოფილა. საწოლიდან ვერ დგებოდა. თვალები გაუწითლდა და გაუსივდა. ენაც თითქოს დაუმძიმდა და სასაზე მიეწება. იძულებული გახდა, დაწოლილიყო. ცოლმა  ექიმი გამოიძახა. სამსახურშიც დარეკა და მისტერ კლემენტის უთხრა, რომ მისი ქმარი სამსახურში ვერ მივიდოდა. წერილის ამბავი მეორე დღეს გაახსენდა, როცა თავი უარესად იგრძნო. არანაირი გაუმჯობესება. ექიმმაც დაუდასტურა, რომ ერთი კვირა მაინც ლოგინში უნდა წოლილიყო. ამის გაგონებაზე ხმამაღლა აკვნესდა. ფოსტაში რომ არ მისულიყო, დაიღუპებოდა. ჟურნალისტი დოკუმენტებს გაასაჯაროვებდა და დამთავრებული იყო ალბერტის საქმე. კლემენტი არ აპატიებდა მისი რეპუტაციის შერცხვენასა  და კარიერის დანგრევას, ან მკვლელს დაიქირავებდა, ან თავად მოუღებდა ბოლოს. მესამე დღეს გაუმჯობესება არ იგრძნობოდა. ნერვიულობის ფონზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. ექიმი კი ამშვიდებდა, ოთხ-ხუთ დღეში ყველაფერი გაივლისო, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ გვრიდა შვებას. პირიქით, კიდევ უფრო უმატებდა შფოთვას. გაჭირვებით წამოიწია   და ცოლს სთხოვა ტელეფონი მიეტანა მისთვის. ბუნებრივია, ქალი დაინტერესდა, რა აუცილებელი ზარი ჰქონდა განსახორციელებელი, რომ ასე ნერვიულობდა. ალბერტი შეეცადა, ორი სიტყვით განემარტა და ეთხოვა, ეს საუბარი იმ დროისთვის გადაედო, როცა უკეთ გახდებოდა. ქალი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ არ შეკამათებია.
ბობიმ მისი ხმა ვერ იცნო. ალბერტი საკმაოდ სუსტად იყო იმისთვის, რომ მისთვის დიდხანს და ენთუზიაზმით ელაპარაკა, მაგრამ შეეცადა დამაჯერებელი ყოფილიყო.
– მომისმინე, ბობი, ჩემი ცოლი მოვა და დაადასტურებს. კონვერტი არ უნდა გაიგზავნოს.
– შეუძლებელია, მისტერ ალბერტ, ჩვენ ხომ რამდენჯერმე ვისაუბრეთ ამაზე. განაწესის პირობები აგიხსენით და თქვენ კმაყოფილი დარჩით.
– ჰო, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა ვერ გავითვალისწინე. ბობი, ხომ გელაპარაკები, ეს საკმარისი არ არის? არ გააგზავნოთ წერილი!
– არ შემიძლია, მისტერ ალბერტ, თუ არ მოხვალთ და ხელს არ მოაწერთ. წერილი აუცილებლად გაიგზავნება. ხვალ დილის თორმეტ საათამდე გაქვთ დრო.
მეორე დღეს, პირველის ათ წუთზე, ცოლმა ალბერტი კიბის ბოლო საფეხურთან იპოვა. გულგაჩერებული და გაშეშებული. როგორც ჩანს, წასვლას ცდილობდა და ორგანიზმმა უმტყუნა.
სკანდალური მასალები ორი  დღის შემდეგ გამოქვეყნდა. მისტერ  კლემენტი დააკავეს და მის წინააღმდეგ თაღლითობისა და ბოროტი განზრახვით ადამიანების შანტაჟისთვის აღძრეს საქმე.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3