კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 30 აპრილს, დაახლოებით, დილის 7-ის ნახევარზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოსწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია, მისაღები და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1998 წლის 5 ივნისს, საღამოს რვა საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი და რომელ უცხო ქვეყანაში გაუმართლებს მას მომავალში?
პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. უცხოეთიდან კი, მისთვის სიკეთის მომტანი ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, კორეა და კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 3 ნოემბერს, დილის საათებში. სიტუაცია რომ ჩაწყნარდება, მინდა, უცხოეთში წავიდე და იქ ვცადო ბედი. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და იქ დროებით წასვლა, მუშაობა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი, თქვენთვის კარგია: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, სლოვაკეთი, კოლუმბია, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 29 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოსწევთ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია, მისაღები და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
скачать dle 11.3