კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ უნდა განასხვავოთ წინასწარმეტყველური სიზმარი სხვა სიზმრებისგან

  წინასწარმეტყველურ სიზმრებს „გამოცხადებას“ უწოდებენ. გამოცხადება არის სიზმრის ნაწილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ზუსტად ისე ხდება, როგორც ძილში ნანახი. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, გიყვართ ოცნება და სხვადასხვა ისტორიის შეთხზვაც კარგად გამოგდით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ნათელი და მკაფიო სიზმრებს ხედავთ. მეოცნებე ადამიანებს აქტიურად ტვინის ის ნაწილი უმუშავებთ, რომლებიც სიზმრებსა და წარმოსახვას განაგებს. ამიტომ, ასეთი ადამიანები გაცილებით ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ვიდრე სხვა დანარჩენები. „გამოცხადებები“ ხშირად იმათაც ესიზმრებათ, ვინც მედიტაციით არიან დაკავებული, რადგან მათ, კარგად შეუძლიათ საკუთარი ფანტაზიის გაღრმავებაზე მუშაობა, ფანტაზიის აქტიურობა კი ტვინის იმავე უბნის აქტივობას ნიშნავს.
  წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ მეექვსე გრძნობა, ანუ, ეგრეთ წოდებული, ინტუიცია. მეექვსე გრძნობის აქტივობა ტვინის იმ უბნის აქტივობასთან შედის კავშირში, რომელიც სიზმრებს განაგებს. წინასწარმეტყველური სიზმრის გამორჩევა კი სხვა, რიგითი სიზმრისგან მარტივია – ეს ხილვა იმდენად ცხადია, რომ გამოღვიძების შემდეგ კადრები და სიზმრად ნანახი შეგრძნებები მალ-მალე გახსენებთ თავს.
  სიზმრის შინაარსითა და წყობით კი მარტივადაა შესაძლებელი ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა. წინასწარმეტყველური სიზმრები რომ უფრო სარწმუნო იყოს, საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ სხვა მძაფრი ემოციური ფონის ქვეშ არ იმყოფებით და ეს „გამოცხადება“ რეალურია. წინასწარმეტყველურ სიზმრებს განსაკუთრებით აქტიურად ხედავენ პოეტები, მხატვრები და მუსიკოსები. ასეთი სიზმრები არაერთხელ გამხდარა მათთვის ინსპირაციის წყარო. ასეთი კატეგორიის სიზმრები სხვადასხვა შეგრძნებას იწვევს და რეალობაში  აისახება.
თუმცა, სიზმარში ნანახი ყოველთვის არ ცხადდება. ეს უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაგესიზმრათ. მაგალითად, მთვარის კალენდრის მიხედვით, ნანახი არ ახდება მთვარის მილევისას, მაგრამ ძალიან მალე აგიცხადდებათ მის მზარდ ფაზაში. სავსემთვარეობისას სიზმარი მოსალოდნელ ემოციურ მოვლენებს წინასწარმეტყველებს, ხოლო ახალი მთვარე შორეულ პერსპექტივაში მოსახდენ მოვლენებს ხსნის. ასევე, დაუკვირდით თვის რომელ რიცხვში ნახეთ. სიზმარი შეიძლება ახდეს ნებისმიერ დღეს, გარდა 2, 14, 16, 25, 27 რიცხვებისა. ყველაზე უტყუარი 30-ის ღამეა, ხოლო 31-ში მხოლოდ სასიყვარულო ამბებს უწერია ახდენა. კვირის დღეების მიხედვით კი, სიზმრის ახდენის შესაძლებლობა შემდეგნაირია: ორშაბათი – ახდება, ოღონდ რამდენიმე თვის, შესაძლოა, წლის შემდეგაც კი. სამშაბათი – თითქმის აუხდენელია, მაგრამ ნანახი თუ ძალიან მკაფიო და რეალისტურია, 10 დღეში აგიცხადდებათ. ოთხშაბათი – ამ ღამეს ყველაზე ხშირია უტყუარი, ნათელი და გასაგები წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან მალე სრულდება. ხუთშაბათი – ასეთ დროს სიზმარი იშვიათად ახდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნანახი ძლიერ ემოციებს იწვევს, მაშინ მის ასრულებას 3 დღეში ელოდეთ. პარასკევი – ახდენის შანსი ყველაზე ხშირია 7-10 დღის განმავლობაში, ოღონდ თუ კოშმარი ნახეთ, სასწრაფოდ ვინმეს მოუყევით, რომ მისი რეალიზების შესაძლებლობა გამოირიცხოს. შაბათი – პრაქტიკულად, ცარიელი სიზმარია. კვირა – შედარებით რეალისტური და მკაფიო სიზმარი შეიძლება, იმავე ან მომდევნო დღეს ახდეს და თუ ასე არ მოხდა, საერთოდ დაივიწყეთ და ნუღარ გაიხსენებთ.
скачать dle 11.3