კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 სტალინმა ბერია მოსკოვში სპეცსამსახურის ასაღორძინებლად ჩაიყვანა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო და ყველა საქმე შესანიშნავად  გამოსდიოდა. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მოღვაწეობის რომელ სფეროში მიაღწია ბერიამ უფრო დიდ წარმატებას. მაგრამ ფაქტია, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა ქვეყნის აღორძინებაში და ისიც ეჭვგარეშეა, რომ ბერიას მოღვაწეობის ფუნდამენტი მაინც სპეცსამსახური იყო... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, პოლკოვნიკი კირილე კუზნეცოვი წერს: „რა თქმა უნდა, უდაო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიამ მსოფლიოში უძლიერესი სპეცსამსახური შექმნა და სტალინმა ბერია მოსკოვში, სწორედ, უშიშროების სტრუქტურების ასაღორძინებლად და გასაძლიერებლად გადაიყვანა. ახლად დანიშნულ სახალხო კომისარს ბელადთან მეორე შეხვედრისას უკვე მომზადებული ჰქონდა დაზვერვის მუშაობის სტრუქტურული სქემა და ის სტალინს წარუდგინა. სტალინი ყურადღებით გაეცნო ბერიას კონცეფციას და ცოტა არ იყოს, არ მოეწონა, თუმცა ბერიამ მაინც თავისი გაიტანა და დაამტკიცა კიდეც თავისი სიმართლე.
  გენერალი გიორგი ვოლკოგონოვი წერს: „თავის კონცეფციაში, მართალია, ბერია არ აკონკრეტებდა ამა თუ იმ სადაზვერვო ქვედანაყოფის უფროსთა ეროვნებებს, მაგრამ როდესაც სტალინი მათ გვარებს გაეცნო, ბელადისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. საქმე ის იყო, რომ ბერიას სქემის მიხედვით, საზღვარგარეთ მოღვაწე საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტთა 95 პროცენტი ეროვნებით ებრაელი იყო. რეზიდენტთა მოადგილეების 65 პროცენტი – სომეხი, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ყველა სტრატეგიული აგენტი კი – ქართველი. გაეცნო რა სტალინი ამ სიას, ბერიას უსაყვედურა:
– ამ ბირთვში რუსები ძალიან მწირადაა წარმოდგენილი და რატომ?
ბერიას უკვე წინასწარ ჰქონდა მომზადებული პასუხი და სტალინს მიუგო:
– ამხანაგო სტალინ, ჩემი აზრით, სწორედ რუსები წარმოადგენენ ამ სქემის ბირთვს. რაც არ უნდა ჭკვიანი ხელმძღვანელობა გყავდეს, თუკი შემსრულებლები არ ვარგიან, მაშინ საქმე არ გამოვა. ამ სქემით შემსრულებლების 95 პროცენტი სწორედ რუსები არიან. მე, უბრალოდ, თქვენთვის მათი სია არ წარმომიდგენია, რადგან აქ ათასობით გვარია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ, რუსია და მათი დიდი იმედი გვაქვს.
სტალინს აღარაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ საგარეო დაზვერვის უფროსისა და მოადგილის, ფიტინისა და სუდოპლატოვის გადანაცვლება აუკრძალა ბერიას. თუმცა ბერია ამის გაკეთებას არც აპირებდა.“
ლავრენტი ბერია სრულიად სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ებრაული ეროვნების საბჭოთა რეზიდენტები, მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე (კომბინაციური აზროვნება, საჭირო კავშირების დამყარების უნიკალური უნარი), სწორედ, ამ საქმისთვის იყვნენ მოწოდებული. ხოლო მათი მოადგილე სომხები კი ეშმაკობასა და გაქნილებაში უბადლონი იყვნენ და ამ თვისებებით ავსებდნენ ებრაელებს. ქართველები კი ბერიას აზრით, ზემოჩამოთვლილ თვისებებს პლუს დიდი არტისტიზმის გარდა, მისთვის ყველაზე სანდოები იყვნენ და ლავრენტი პავლოვიჩიც სწორედ ამიტომ ანდობდა მათ შედარებით მეტად სტრატეგიულ მონაკვეთებს. ხოლო, რაც შეეხება რუსებს, ისიც უდავო იყო, რომ კარგად გამოწვრთნილი და დისციპლინირებული რუსი ეროვნების ოპერატიული თანამშრომელი არაფერზე, მათ შორის, თავგანწირვაზეც, არ დაიხევდა უკან, მოკვდებოდა, მაგრამ დასახულ ამოცანას მაინც გადაჭრიდა. ეს მექანიზმი ლავრენტი ბერიამ ძალიან მალე შვეიცარიული საათის სიზუსტით აამუშავა და უდიდესი ეფექტიც მიიღო.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია მთელი სიზუსტით გრძნობდა სპეცსამსახურის მუშაობის ყველა ნიუანსს და მისი სქემაც სწორედ ამიტომ მუშაობდა უდიდესი ეფექტურობით. პირად საუბარში ბერიას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს:
– პაველ ანატოლიევიჩ, მართალია, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კომუნისტურ იდეოლოგიაში ინტერნაციონალიზმია კულტივირებული და ეროვნება, ერთი შეხედვით, უკანა პლანზეა გადაწეული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ყველამ კარგად იცის, რომ წამყვანი ერი ჩვენთან რუსებია. სწორედ თქვენზე მოდის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვიცით, რომ უკან არაფერზე დაიხევთ, განსაკუთრებით კი სამშობლოს სამსახურზეო...
მართალია, არ გამოვხატავდი, მაგრამ ასეთი სიტყვები ძალიან მსიამოვნებდა და დიდი ეროვნული სიამაყით მავსებდა. მეც ხომ რუსი ვიყავი და ჩემი წვლილი შემქონდა იმ დიად საქმეში, რასაც საბჭოთა აღორძინება ერქვა. ჩვენი უხილავი ფრონტის მებრძოლთა მონაკვეთი არანაკლებ სახიფათო იყო ომის მოწინავე ხაზისა, რადგან ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მუდმივი რისკის ქვეშ ვიყავით და ვიცოდით, რომ ერთი არასწორი ნაბიჯიც კი  საბედისწერო იქნებოდა. თუმცა, არაფრის გვეშინოდა, რადგან ჩვენი ხელმძღვანელი ბერია იყო, ბელადი კი – სტალინი და ყველაფრისთვის ვიყავით მზად.“
გენერალ პავლე სუდოპლატოვის ზემოთქმული სიტყვები იმის ნათელი დასტურია, რომ ლავრენტი ბერია აბსოლუტურად ზუსტად საზღვრავდა, თუ შეიძლება, ითქვას – ანაწილებდა როლებს და შემსრულებლები არამც თუ ღალატობდნენ, არამედ თავგანწირული ერთგულებით ემსახურებოდნენ მას და სამშობლოს. ალბათ, ამიტომ იყო, რომ როდესაც ბერიას შეთქმულება მოუწყვეს და ვერაგულად მოკლეს, მას მისი გუნდიც უკან მიაყოლეს – ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი მრავალი წლით გამოკეტეს დახურულ ციხეებში. საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიასეული სადაზვერვო ბირთვის მოშლამ, თავად საბჭოეთიც დააზარალა – დაანაწევრა, დაასუსტა და დაშალა.“

скачать dle 11.3