კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ისარგებლეთ ალუჩის სეზონით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ალუჩის ნაყოფი ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ალუჩა არა მხოლოდ სასიამოვნო გემოთი, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
  ალუჩა კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტისა თუ საწებლის სახით. ასევე, ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს. წყალგარეული და ქაფურის ხის ნაყოფთან გარეული კარგი საშუალებაა იარების მოსაშუშებლად.
  ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონში. რაც შეეხება ბავშვებს, ზომიერად მისი მირთმევა წლამდე ბავშვისთვისაც კი შეიძლება.
  ალუჩას უკუჩვენებაც აქვს – იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.
  მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. ის საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.
  ალუჩის ახალგამოწურული წვენი ჩინებულია გაციებებისა და გრიპოზული მოვლენების დროს – ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, ის ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვილ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს. ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს – ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, აქვს დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევამ აგიწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
  ალუჩა მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, პროვიტამინ A-თი, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე, მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით. ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები – 0,1 გრამი, ცილები – 0,2 გრამი, უჯრედისი – 1,8 გრამი, ნახშირწყლები – 7,9 გრამი. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.
ალუჩა კარგია ღამის სიბრმავის სამკურნალოდ, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ
  მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.
скачать dle 11.3