კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 რატომ არის მორჩილება ორმხრივი და რა დადებით მიზანს ემსახურება განსაცდელი და პრობლემები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ქრისტიანული რელიგია ადამიანს მორჩილებისკენ მოუწოდებს და ხშირად ეს აღქმულია, როგორც ადამიანის ნების დათრგუნვა და დამორჩილება, სინამდვილეში მორჩილება გარდაუვალთან შეგუებაა, რაც, უპირველესად, სჭირდება ადამიანს და არა - ღმერთს, თუმცა, ადამიანური გაგებით, ამის გაცნობიერება უმეტესად ჭირს. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია გვესაუბრება მორჩილების როლზე სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვებისთვის.
  მამა შალვა: ქრისტიანული სწავლებით, ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება მორჩილებაა. ყველა ცოდვის დედა ამპარტავნებაა. ყველა სათნოების დამბადებელი კი – თავმდაბლობა, თავმდაბლობა წარმოშობს ყველა სიკეთეს, რაც ადამიანშია, ხოლო მორჩილება არის თავმდაბლობის ერთ-ერთი გამოვლინება. ამპარტავანი ადამიანი ვერ იქნება მორჩილი. ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ მონობა და მორჩილება, ამიტომაც ზოგიერთი ბრმად ემორჩილება რაღაცას ან ვიღაცას. ქრისტიანობაში მორჩილება არის ბოლომდე გააზრებული ქმედება ღვთის მიმართ, ადამიანებისადმი. პავლე მოციქული, როდესაც ცოლქმრობაზე ლაპარაკობს და განმარტავს, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ცოლსა და ქმარს, ამბობს, ცოლი უნდა დაემორჩილოს თავის ქმარს, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს. ადამიანებს ხშირად ეს მორჩილება ჰგონიათ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელიც კი, არადა, თუ ადამიანმა მიაღწია მორჩილებას, ეს ნიშნავს, რომ ის განვითარების უმაღლეს დონეზეა. მორჩილი ადამიანი ყველაზე თავისუფალია. ვისაც მორჩილება არ აქვს, ის დაკომპლექსებულია, სულ ჰგონია, რომ ვიღაც მასზე ძალადობს, ვიღაც მას ამცირებს, იყენებს, ზემოდან უყურებს და ვერაფრით იღებს ვერავისგან ვერც რჩევას და ვერც დარიგებას. ადამიანს სწორად რომ ესმოდეს მორჩილება, ის მიაღწევდა სრულყოფილ თავისუფლებას ყველანაირი ვნებისგან.
– თუ სწორად მესმის, ამპარტავნება ეგოა, მორჩილების გარეშე ადამიანს მართავს, ანუ ტანჯავს ეგო.
– დიახ, მორჩილება არის ეგოს წინააღმდეგ წასვლა, ეგოს დამარცხება. ურთიერთობებისას პრობლემა საიდან ჩნდება? ეგოდან, ანუ მე რაღაცას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ჩემს ეგოს შეეხო ვიღაც, მორჩილებით კი სწორედ ამ ეგოს ამარცხებს ადამიანი. პავლე მოციქული ამბობს, ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის. როდესაც გავარკვევ, რა არის სასარგებლო და სწორი და მხოლოდ იმას აღვასრულებო. რომ მიხვდე, რა არის სწორი, ამისთვის უნდა გქონდეს მორჩილება, მიმღეობა. საკუთარი ვნებების წინააღმდეგ წასვლა უნდა შემეძლოს, თუ ის ღვთის საწინააღმდეგოა. ამიტომაც ითხოვდნენ წმიდა მამები ლოცვისას: ღმერთო, მომეცი მორჩილება.
– დღეს ძალიან მოდურია სხვადასხვა ტრენინგები და პოზიტიური აზროვნება, რაც სწორედ იმაზეა აგებული, რომ, რაც ხდება, მიიღო მადლიერებით და შეაფასო დადებითად, როგორც ჭკუის სასწავლებელი და პიროვნული ზრდის საშუალება. არ გაუწიო წინააღმდეგობა. ამის გასაგებად ადამიანები იხდიან ფულს, იღებენ სერტიფიკატებს, არადა ქრისტიანული სწავლება ზუსტად იმავეს ამბობს და უფრო ადრე ამბობდა, ვიდრე, ეგრეთ წოდებული, პოზიტიური აზროვნების სწავლება შეიქმნებოდა.
– იმიტომაც აღვნიშნე, მორჩილი ადამიანი არის თავისუფალი ადამიანი, მას დამარცხებული ჰყავს საკუთარი ეგო და აღიქვამს სამყაროს ისეთს, როგორიც არის. მორჩილებით სამყაროს აღქმა ბადებს პოზიტივს, არ ფიქრობს, რომ შეურაცხყვეს, დაამცირეს. მორჩილი ადამიანისთვის ყველაფერი მარტივია. ეს სიმარტივე კი ნიშნავს, რომ ადამიანი ამაღლებულია თავის ვნებებზე, ყოველდღიურ საჭიროებებზე. საზოგადოებას დღეს სწორედ ის უქმნის პრობლემას, რომ ადამიანები ბოლომდე არიან დამოკიდებულები მატერიალურ სამყაროზე და საჭიროებებისგან ვერ თავისუფლდებიან, სულ რაღაცები უნდათ, რაღაცებს ვერ თმობენ. მორჩილება კი განაპირობებს ადამიანის სრულყოფილ ურთიერთობას ყველასთან. სამსახურებში რატომ იქმნება პრობლემები? იმიტომ, რომ სწორად არ ესმით მორჩილება: არც ხელმძღვანელი იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს. თანამშრომლებს ეპყრობა, როგორც მონებს, ჰგონია, რომ ყველაფერი უნდა შეუსრულონ. კონფლიქტიც აქედან იბადება. მორჩილება არ არის მხოლოდ ის, რომ ასრულებ, რასაც გავალებენ, მორჩილი უნდა იყოს ისიც, ვინც სხვებს ავალებს, ანუ ორმხრივია მორჩილება.
– ვებრძვი, მაგრამ მეც გამჩენია ასეთი აზრი და სხვებისგანაც მომისმენია, რატომ დაემართა, რაც დაემართა, რატომ მოექცნენ დაუმსახურებლად ცუდად, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა და უსამართლობის განცდა ეუფლება. როგორია ასეთ შემთხვევებში სწორად გააზრებული მორჩილება?
– ჩვენ ვნახეთ, როგორი ცილისწამება გავრცელდა პატრიარქზე, მაგრამ ვერ ნახავთ ერთ მაგალითსაც კი, რომ პატრიარქს თავი ემართლებინოს ან ეთქვას, რატომ მაკადრეთ ან როგორო. ბოლომდე მიიღო ყველაფერი, რასაც მასზე ამბობდნენ და ღმერთს მიანდო. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების ასეთი წესი აირჩია, ბევრჯერ დასწამეს ცილი. დავით გარეჯელი იყო იმის ღირსი, რომ მისთვის ქალთან ურთიერთობა დაებრალებინათ?! ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ცილს სწამებენ. შეიძლება, ადამიანს ბევრი სიკეთე გაუკეთო და საპასუხოდ შეურაცხყოფა მიიღო. როგორ უნდა მიუდგეს ამას ქრისტიანი: ყველა მოვლენიდან რაღაცას სწავლობ, იზრდები. განსაცდელი, სიტყვაც მიგვანიშნებს, იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა რაღაც განგაცდევინოს და ახალ სიმაღლეზე აგიყვანოს, ნებისმიერმა შემოტევამ კი არ უნდა გაგაბოროტოს, კიდევ უფრო მეტად უნდა გაგზარდოს. ეს იმისი პრობლემაა, ვინც ასე გექცევა და შენს პრობლემად არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ მას აზიანებს. მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი ადამიანებმა ჯვარზე გავაკარით. ის ადამიანი, ვინც ცუდად მოგექცა, რჩება ისეთად, როგორიც იყო, შენ უნდა მოძებნო გასაღები, რომ არ დაემსგავსო მას, ვინც ტკივილი მოგაყენა.


скачать dle 11.3