კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 საოცნებო კაცი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  თუ გათხოვილი და გასათხოვარი ქალების კაცებზე წამოჭრილ დიალოგს მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ხშირად ერთი ფრაზა „აქტიურობს“ – „ერთი კაი კაცი გინდა ახლა შენ და ნახავ, როგორ დაგილაგდება ცხოვრება“, თუმცა იმის თქმა, რომ თითქოს ყველა დაოჯახებული ქალის მეორე ნახევარი „კაი“ კაცების კატეგორიას მიეკუთვნება, მართალი  არ არის.
  მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ „მაგარი ტიპის“ თემას.  მაინც, ვინ არის ეს კაცი? რანაირია? ვინმეს უნახავს ახლოდან?  ვინმემ იცის, რომელ ნაკრძალში ზრდიან ისეთ უიშვიათეს ეგზემპლარებს, რომლებსაც სულ რამდენიმე  საათში ან, სულაც, წუთში ძალუძთ ვინმეს ცხოვრების აწყობა-დალაგება? სწორედ, ასეთი „მაგარი ტიპების“ ძებნაში უწევთ ქალებს არაერთი მცდარი ნაბიჯის გადადგმა, რაც  შემდგომში  ქალებს  ჭკუას ასწავლის, სამწუხაროდ, იმედგაცრუების ხარჯზე. მოკლედ, თუ კაცმა მოახერხა და პირველსავე ოცდაათ წამში შექმნა ვითარება „ვაიმე, შოკში ვარ!“, ქალი ისეთი სისწრაფით უნდა მოსწყდეს ადგილიდან, რამდენის განვითარების საშუალებასაც მისცემს ფეხსაცმლის 12-სანტიმეტრიანი ქუსლები! ხოლო თუ მამაკაცი პირველსავე წუთებში მოახერხებს „მაგარი ტიპის“ იმიჯის დემონსტრირებას ქალში მტაცებლურ-მომხვეჭელური ინსტინქტი უნდა ამუშავდეს – ასეთები  დეფიციტში არიან.
„მაგარი ტიპის“ პირველ ნიშნად ამ საქმის ზოგ „ექსპერტს“ პირად შიშებთან გამკლავების უნარი მიაჩნია. არავინ ითხოვს კაცისგან, რომ იყოს „უშიშარი ვითარცა უხორცო“, არც არავის სჭირდება გვერდით მოჩვენებითი ვაჟკაცი, რომელსაც სინამდვილეში კბილის ექიმისაც ეშინია.   მაგრამ არსებობს განსზღვრება, როგორი უნდა იყოს კაცი, რომ მასზე გათხოვება ღირდეს.
„კარგი  ტიპი“ – ანუ ღირსეული მამრი  იქცევა  ასე:
* მართალია, კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც წავა ექიმთან და საქმეს „სასწრაფოს“ გამოძახებამდე არ მიიყვანს;
* თუ დასჭირდა, ფულის ეკონომიასაც ისწავლის და მეტის შოვნასაც შეეცდება;  
* მანქანის საჭესთან მთვრალი კი არა, ოდნავ ნასვამიც კი არ დაჯდება;
* გააცნობიერებს, რომ ქალთან კამათში ხანდახან მარცხიც „მოსულა“;
* არავის დაადანაშაულებს, მე რაც მჭირს, ეს ამისა და იმის ბრალიაო.
ღირსეულ მამრს  ქალის უგუნებობა, ბავშვის ფაღარათი ან პირღებინება ტრანსში არ აგდებს. „ექსპერტების“ დაკვირვებით, სწორედ ასეთი არაჭირვეული და არაფხუკიანი კაცები არიან საუკეთესო ქმრები,  ვინაიდან ქალს ისეთს იღებენ, როგორიც არის და არ ცდილობენ მათი ფიზიოლოგიის საკუთარი ახირებებისთვის  მორგებას.
მათ შესანიშნავად იციან, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან, რომ ქალი ემოციური, რთული და ამოუცნობი არსებაა. ამიტომაც პრეტენზიების სიას კი არ უყენებს მას, არამედ აძლევს საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა.
ღირსეულმა მამრმა  ზუსტად იცის, როდის რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ეძინება? დაიძინებს. შია? შეჭამს. აღარ უნდა დალევა? აღარ დალევს… მოკლედ, სწრაფად ხვდებიან, რაშია პრობლემა და მათთვის თავგზის არევა არც ისე იოლია.
ღირსეული მამრი აზარტული თამაშების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან, კარგად ესმის, თუ „დიდი ფულის“ პატრონი არ ხარ, ზედმეტის მოხვეჭის იმედად  გარისკვა, სისულელეა.
შეცდომის აღიარებაც  შეუძლია და პატიების თხოვნაც. არ იტყუება! მას ეს  არაფერში სჭირდება და იმიტომ. სკანდალის მოყვარულ ტიპებთან უცებ აგვარებს საქმეს. რა მეთოდით, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა სახისაა ეს პრობლემა.
გრძნობებს არ გაურბის. უყვარდება და თავსაც აყვარებს. სხვათა შორის, ასეთები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ რომანტიკული სიყვარულის უნარს. თავის ქალს სხვების დასანახად კი არ უვლის და უფრთხილდება, მართლა ხელისგულზე ატარებს.
„გადამკვდარი“ მამაა. ვერც ცოლთან გაყრა, ვერც უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ვერც ყოფილი ნათესავების თავგამოდებული წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, იყოს მამა. ის მამაა და მორჩა!
აი, ასეთია ქართველი ქალის საოცნებო კაცის  აუცილებელი ნიშნები თუმცა, რატომ მხოლოდ ქართველი ქალის, ასეთ კაცზე არც სხვა ერის წარმომადგენელი ქალბატონები იტყოდნენ უარს.

უნდა  
სჯეროდეს

  ბევრ ქალს ძალიან უნდა, სჯეროდეს, რომ ქალი და მამაკაცი ერთი მთლიანის ორი ნაწილია, რომელთა შორის აბსოლუტური ურთიერთგაგება, სიმშვიდე და სიყვარული სუფევს.  
  მაგრამ ქალების უმეტესობა ასე არ ფიქრობს. რეალისტ ადამიანებს ესმით, რომ ეს უტოპიაა და შეშლილ სამყაროში  ყველაფერი სხვანაირად ხდება. ტყუილად არ ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა პლანეტიდან არიან. თუმცა ერთმანეთის გარეშე ყოფნაც არ შეუძლიათო.
სად არის გამოსავალი? ქალურ სიბრძნეში, ანუ უნდა ვეცადოთ, არ შევიჭრათ მამაკაცის პლანეტაში და არ ავაფორიაქოთ.
 მაგალითად, ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მამაკაცს  არ უნდა დაუსვათ კითხვები: რატომ გიყვარვარ? რაზე ფიქრობ? ჩემში  სიახლე ვერაფერი შენიშნე? რას დავარქმევთ ჩვენს მომავალ შვილებს? სიმართლე მითხარი – მსუქანი ვარ? რამდენი ქალი გყავდა ჩემამდე? თავადაც ხომ ხვდებით ამ კითხვების სრულ უაზრობასა და მოსალოდნელი პასუხების აბსურდულობას.

скачать dle 11.3