კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა მიაჩნიათ დუმბაძეებს მთავარ ოჯახურ პრინციპებად და აპირებს თუ არა დიმიტრი დუმბაძე დიდ კალათბურთელობას

ნინო კანდელაკი ქეთი მაჭარაძე

  პირველი, რაც ჩვენი რესპოდენტების  წავკისურ სახლში თვალში მოგხვდებათ, მშვიდი გარემო, ეკოლოგია, ბევრი სპორტულ-რეკრეაციული ზონა და გემოვნებიანი არქიტექტურაა. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი კი გახლავთ ბიზნესმენისა და იურისტის,  ირაკლი დუმბაძის ოჯახი. მეუღლე, ინგა ზეიკიძე, როგორც თავად უწოდებენ,  ,,დუმბო რეზიდენსის“ სული და გულია. უფროსი ქალიშილი – ნინი, სკოლას ამთავრებს და დიდი გეგმები აქვს, ვაჟი – დიმიტრი დუმბაძე, ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და „ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის“ მოთამაშეა.
  ირაკლი დუმბაძე: ნინი და დიმიტრი 15-16 წლისანი არიან და უნდა გამოგიტყდეთ, აქამდე ასეთი ყოველდღიურად მჭიდრო ურთიერთობისთვის დრო ნაკლებად გვრჩებოდა. კოვიდ-ვირუსის გავრცელების გამო, იზოლაციამ ერთგვარად ხელი შეგვიწყო, მეტი დრო დაგვეთმო ერთმანეთისთვის, ადრე უფრო საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. ახლა მე და დიმიტრი ხშირად ვთამაშობთ ერთად კალათბურთს, ნინისთან საურთიერთობოდაც უფრო მეტი დრო მაქვს. ჩემი და ინგას ოჯახის მთავარი პრინციპებიც, სწორედ, ურთიერთგაგებასა და სიყვარულზეა აგებული.
  დიმიტრი დუმბაძე: ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან მიყვარს ჩოგბურთი და არა-ერთი საპრიზო ადგილი მაქვს აღებული როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში. თუმცა, რაც დრო გავიდა, კალათბურთი შემიყვარდა. შემიყვარდა არა მხოლოდ თამაში, არამედ პროცესი, სადაც კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესია. სპორტის გარდა ძალიან ბევრი რამით ვარ დაკავებული. ფორტეპიანოს განხრით შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ბავშვობიდან ვხატავ და ვარ ლაურეატი. არაერთი საქველმოქმედო გამოფენა მქონია თბილისში, შვეიცარიაში, ფილადელფიის მერიაში, ვაშინგტონში და ასე შემდეგ. ამის გარდა ვამთავრებ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას და ვარ ქართველი ახალგაზრდა დიპლომატი.
– „ზაზა ფაჩულიას აკადემიაში“ ვარჯიშობ და რამდენჯერმე ზაზასთან ერთადაც გიხილეთ.
–  ზაზა როგორც ჩემი, ასევე, ყველა ქართველის სიამაყეა და მას, როგორც პიროვნებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე ზაზას აკადემიაში ვთამაშობ და ზაფხულობით არა ერთხელ მომიწია მის გვერდით ვარჯიში. მისი ხასიათი დარბაზის შიგნით და გარეთ, მისი მზადყოფნა ნებისმიერ შეკითხვაზე საპასუხოდ
და სურვილი, გაუზიაროს ახალგაზრდებს მისი ცოდნა და გამოცდილება – ეს ყველაფერი ხდის მას ჩემთვის გამორჩეულ სპორტსმენად და პიროვნებად.
– ჯერ, მართალია, ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ პერსპექტიულ მოზარდ კალათბურთელად გახასიათებენ, აპირებ გაგრძელებას?
– რა თქმა უნდა, მაქვს დიდი გეგმები და მოტივაცია. მინდა, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას მივაღწიო. მაღალ დონეზე კალათბურთის  თამაში ძალიან ბევრ შრომას,  თავდაუზოგაობას მოითხოვს და ვფიქრობ, გამართლებასაც. რატომაც არა, სურვილი დიდი მაქვს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თუმცა,  ვაპირებ ფინანსების შესწავლას პროფესიული თვალსაზრისით და სამომავლოდ ბიზნესიდეებიც მაქვს. მსურს, საქართველოში ბევრი ადამიანი დავასაქმო, სამუშაო ადგილები შევქმნა. ამ ყველაფრის მისაღწევად კი განათლებაა საჭირო და ჩემი მშობლები  მაქსიმალურად მიდგანან გვერდით.
  ინგა ზეიკიძე: ჩვენ გვიყვარს საინტერესო საღამოების მოწყობა, ხშირად სოციალურ ქსელში ჩვენი კულინარიული შეკრებების ამსახველ ვიდეოსაც ვათავსებ ხოლმე. შემოდგომაზე ,,დუმბო რეზიდენსის“ რეცეპტების წიგნი გამოვა.  წიგნზე შორენა ოქროპირიძე მუშაობს, ჩვენი ყველა წვეულების ისტორიებსა და რეცეპტებს, სწორედ, ის  აგროვებდა.  დღევანდელ დღეს რთულია  ოჯახის  წარმართვა და ბავშვებთან ურთიერთობა. ჩვენი ოჯახი აგებულია ურთიერთგაგების, პატივისცემის პრინციპებზე. მიხარია, რომ მე და ირაკლის დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება, რომ ნინისა და დიმიტრის მითითებები მივცეთ. საოცრად მობილიზებული, სწავლას მოწყურებული ბავშვები არიან, რომელთაც აქვთ თავისი გეგმები და მოტივირებულად მიჰყვებიან მათ.
  ნინი დუმბაძე: ჩვეულებრივი  გოგო ვარ უამრავი სურვილით, ოცნებით, გატაცებითა და მიზნებით. სკოლას ვამთავრებ და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ. სწავლასთან ერთად, ვუკრავ ფორტეპიანოზე, მაქვს კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვთამაშობ ჩოგბურთს და სხვა ჰობისაც თანაბრად ვუთმობ დროს. ვფიქრობ,  რომ საინტერესო ადამიანად ჩამოყალიბებისთვის სასარგებლოა მრავალმხრივი განვითარება. ოჯახის ყველა წევრთან ღია, თავისუფალი, გულწრფელი, სიყვარულითა და სიხარულით სავსე ურთიერთობა მაქვს. განსაკუთრებით მამასთან ვმეგობრობ და ის ჩემთვის სამაგალითოა. დიმიტრი, ჩემი ძმა, ჩემი ინსპირაციისა და მოტივაციის წყაროა, ყოველთვის გვერდით მიდგას და არა მხოლოდ სიტყვიერი გამხნევებით შემოიფარგლება, საქმითაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისი იმედი ყოველთვის უნდა მქონდეს. უბრალოდ ვიტყვი, რომ მიყვარს ჩემი მშობლები და ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩვენ ერთი დიდი ძალა ვართ. ჩვენი ოჯახის მთავარი საყრდენი ბედნიერება და ერთგულებაა!

скачать dle 11.3