კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№25 გიორგი გასვიანი: მითხრეს, წინასწარმეტყველური სიზმრები გქონიაო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი გასვიანს, როგორც ტელეწამყვანსა თუ მსახიობს, საზოგადოება წლებია, კარგად იცნობს. თუმცა, ბევრმა შეიძლება, ჯერ კიდევ არ იცის, იმ ნიჭის შესახებ, რომელიც მას ბავშვობიდან აქვს.
– პანდემიის ბოლოს ღიმილის გალამაზებაც გადაწყვიტე, არა?
– ზოგადად, არ მიყვარს გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები და მგონი, არც მაქვს საჭიროება, რომ პლასტიკურ ქირურგიას მივმართო. ერთადერთი, რაც ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა, კბილები იყო, ამას მეგობრებიც მირჩევდნენ ხოლმე. ცუდი კბილები არ მქონდა, მაგრამ განათების პირობებში საკმარისად თეთრად არ ჩანდა და ამიტომ გადავწყვიტე, „კუზანოვდენტში“ ვინირება გამეკეთებინა. ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობა შემეცვლა, მაგრამ ჩემი ღიმილი ნამდვილად გაჯანსაღდა. „ჰოლივუდის“ ყველა ვარსკვლავს გაკეთებული აქვს ეს პროცედურა, მათ ნამდვილად არ ვედრები, მაგრამ, როცა შენი საქმიანობა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ვფიქრობ საჭიროა, რადგან მაყურებელს სრულყოფილება უყვარს.
– ჩვენს მთავარ თემაზე გადავიდეთ. განსაკუთრებული ნიჭი გქონია, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვგულისხმობ. პირველად ეს როდის გააცნობიერე?
– ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრებისას, ბავშვობაში დამესიზმრა წითელი ზღვა. ძალიან მალე დაიწყო ომი და ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ჩემი სიზმრის შესახებ იცოდნენ, მითხრეს, წინასწარმეტყველური სიზმრები გქონიაო. ერთხელ მესიზმრა, ვითომ საცხოვრებელ კორპუსში ვიყავი, რომელიც ზღვის პირდაპირ იდგა. უცებ უზარმაზარი ტალღები წამოვიდა, რომელიც ჩემს კორპუსს საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ გვერდით მდგომ სხვა კორპუსებს ეჯახებოდა. მალე, როცა ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის დამანგრეველი შედეგების შესახებ გავიგე, მივხვდი, ჩემი სიზმრის მნიშვნელობას. იმას, რომ საფრთხე ჩემს ქვეყანას არ ემუქრებოდა. ცუნამის საფრთხე საქართველოს თავისთავად ვერ შეექმნებოდა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მაშინ გავაცნობიერე, რომ სერიოზული ნიჭი მქონდა. კიდევ ერთი სიზმარი მახსენდება, რომელიც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. წლების წინ ჩემი მეზობელი ქალი გარდაიცვალა. ეს ამბავი უკვე მომხდარი იყო, როცა, ერთ ღამეს მისი გარდაცვალება დამესიზმრა, მაგრამ ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა. რეალურად, ეს ქალი ჩემსავე კორპუსში, ჩემსავე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ მე სახლი იმ დროისთვის, როცა ეს სიზმარი ვნახე, გაქირავებული მქონდა. დამესიზმრა, ვითომ ის ინსულტით გარდაიცვალა ჩემს ბინაში. დილით მოვყევი ამ სიზმრის შესახებ და მეორე საღამოს დედაჩემი მირეკავს, ჩვენი მდგმური გარდაცვლილა, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობდა, ინსულტი დამართნიაო. ის კაცი აივნის კართან იპოვეს გარდაცვლილი, ისევე როგორც ჩემს სიზმარში, კიდევ ბევრი დეტალი ემთხვეოდა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჩემს სიზმარში, მხოლოდ სხვა ადამიანს ეხებოდა საქმე.
– შიშს არ იწვევს ასეთი სიზმრები?
– არა, ყველა სიზმარი არ მიხდება. ზოგადად, ასტროლოგები და ეზოთერიკოსებიც ამბობენ, რომ ყველა სიზმარი არ ხდება, ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ პერიოდში გესიზმრება. თუ ცუდ სიზმარს ვნახავ, გაღვიძებისთანავე ფანჯარაში ვიყურები და ნეგატიურ განცდებს დღის სინათლე მავიწყებს. ბებიასგან მაქვს ნასწავლი ცუდი სიზმრის „წყლისთვის გატანება“ და ასეც ვიქცევი ხოლმე. არ ვიცი, ეს შეიძლება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამბავიცაა, მაგრამ ასევე ძალიან კარგი ხერხია შხაპის ქვეშ გამდინარე წყლისთვის ნეგატიური ემოციების გატანება.
– შენი წინათგრძნობა ყოველდღიურ ამბებში?
– მაგალითად, პატარა, რომ ვიყავი, ვამბობდი, რომ 30 წლის ასაკში ძალიან პოპულარული ვიქნებოდი. პატარა არხზე რომ ვმუშაობდი, ვამბობდი, რომ დიდ არხზე გადავიდოდი. იმ მომენტში ამას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა. ვცდილობდი, ჩემი სურვილები სამყაროში გამეშვა. უნდა დაიჯერო ის, რაც ძალიან გინდა. შეგიძლია, დაწერო კიდეც, რითაც ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ ძალას იძენს. ცხადია, პოზიტიურ და კეთილ სურვილებს ვგულისხმობ და თუ გეკუთვნის, სამყარო აუცილებლად მოგცემს ამ შესაძლებლობას. შემიძლია, ვთქვა, რომ წინასწარ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება ჩემს კონკრეტულ გადაცემას.
– მეგობრებს თუ აძლევ ხოლმე რჩევებს?
– საკმაოდ კარგად მესმის ასტროლოგია და მეგობრებს ამ ცოდნის გათვალისწინებით ვაძლევ რჩევებს. მათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ვეუბნები, როდის რისი გაკეთებაა მიზანშეწონილი, როდის უნდა მოუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, არ მიიღონ სარისკო გადაწყვეტილებები და ასე შემდგომ. საკმაოდ ძლიერი მრჩეველი ვარ. ძველ დროში რომ ვცხოვრობდე, მმართველების კარგი მრჩეველი ვიქნებოდი (იცინის). რეალურად მართლა მიყვარს მოვლენების გვერდიდან ყურება, საკუთარ თავსაც კრიტიკულად ვუყურებ და არა სუბიექტურად. პროფესიაც ამისკენ მიბიძგებს. ასეთ საქმეში ანალიტიკაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტუიცია კიდევ უფრო ძლიერია. ხშირად მითქვამს სხვა ადამიანზე თუ საკუთარ თავზე რაღაც და ზუსტად ისე მომხდარა.
– შენი პოპულარობა ორი დღის ამბავი არაა, თუმცა, ალბათ, მაყურებლისგან ახლა უფრო მეტ სიყვარულს გრძნობ.
– მაყურებლისგან მხოლოდ დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ. თავში ნამდვილად არაფერი ამვარდნია, თუმცა ნებისმიერი კარგი შეფასება პატარა ბავშვივით მიხარია. კრიტიკა მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუ ის ობიექტურია. გამოცდილების შედეგად ვიცი, რა და რატომ მოსწონს მაყურებელს, ვიცნობ ჩემს ბუნებასაც და საკუთარ თავს ისეთად ვაწვდი მაყურებელს, როგორიც ვარ. არ ვცდილობ, გლამური მოვიხვიო თავზე, ძალით პოპულარულ ნაბიჯებს არ ვდგამ, ყოველთვის აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. უცებ არაფერი მომცემია, რომ დავხამებოდი. ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ჩემი დამსახურებაა. ეს ყველაფერი ღმერთმა მომცა და ძალიან დამეხმარნენ ის ადამიანები, ვინც ჩემს კარიერულ განვითარებაში წვლილი შეიტანა, თუნდაც, ნოე სულაბერიძე, რომელმაც პატარა არხიდან დიდ არხზე გადმომიყვანა. თუმცა, ასეთი სიახლეები ჩემს ცხოვრებაში მაინც სპონტანურად ხდება. ამას კონკრეტული გადაცემასავით ვერ დაგეგმავ. მას თავად სამყარო გიგზავნის. ახლა ერთადერთი იმის დანაკლისს განვიცდი, რომ კინოში არ მითამაშია და ესაა ჩემი ოცნება. ასევე, მინდა, ეკრანზე სულ საინტერესო პროექტებით ვიყო, რისთვისაც მუდმივი შრომა და სწორი ანალიზია საჭირო.
– ინტერვიუს ისე ვერ დავასრულებ, პირად ცხოვრებაზე არ გკითხო – ხომ არაფერია ახალი?
– 34 წლის ვხდები და ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში, ალბათ, 40 წლამდე, ოჯახი უნდა შევქმნა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯერჯერობით რამე კონკრეტული ხდება.

скачать dle 11.3