კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა გავლენა იქონია პანდემიამ ამინდზე და შეიძლებოდა თუ არა 13 ივნისის ტრაგედიის თავიდან აცილება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სტატისტიკის მიხედვით, ივნისის თვე გამორჩეულია სტიქიური უბედურებების, კერძოდ, წყალმოვარდნების თვალსაზრისით. ამასთან, უცხოელი სინოპტიკოსები ამბობენ, წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იქნება და ამინდის ცვლილებებზე გარკვეული გავლენა, კოვიდმაც იქონიაო. ჩვენ შევეცადეთ, გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია და შესაძლო საფრთხებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სოსო ქინქლაძეს ვესაუბრეთ.
– რა გავლენა იქონია კოვიდ 19-მა ამინდზე?
– ზოგადად, კოვიდ 19-ის გავლენა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ნათლად და მკვეთრად არ ჩანს და, ცხადია, ვერც გამოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კლიმატის ფორმირება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, მოკლევადიანი პროცესები კი ხელს ვერ შეუწყობს გაუმჯობესდეს აქამდე მოტანილი შედეგები, რაც ფაქტობრივად, 60-70-იანი  წლებიდანაა დაწყებული. თუმცა, ერთი მხრივ, შეიძლება, ცალსახად ითქვას, რომ ჰაერი გაიწმინდა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას ნამდვილად შეუწყო ხელი ტრანპორტის მიმოსვლის შეფერხებამ. თუმცა, ამას კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, სერიოზული და მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა. როგორც აღვნიშნე, სათბური აირების გაფრქვევა საკმაოდ შემცირდა, თუმცა, როგორც კი ეკონომიკა დაიწყებს აღდგენას, ეს სათბური აირები, იმწამსვე დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც იყო კრიზისამდე. ასე რომ,  პანდემიის პერიოდი  ამინდსა და სტიქიურ მოვლენებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ერთადერთი, ჰაერის ხარისხობრივ მაჩვენებელზე იმოქმედა და ესეც დროებითია.
– რა მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატის მხრივ?
– ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე აშკარად იკვეთება, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია მყინვარების მოცულობა, რომელიც გახლავთ მტკნარი წყლის ერთ-ერთი მთავარი რესურსი საქართველოსთვის. აშკარად იგრძნობა მყინვარების უკან დახევა, პირველი მოცულობის შემცირება, რაც შემდგომ ათეულ წლებში საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს წყლის რესურსებზე. თუმცა, კლიმატის ცვლილებების ფონზე, გაზრდილია ნალექების ინტენსივობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლე პერიოდში, უხვი ნალექის განვითარებას ექნება ადგილი. საქართველოს ტერიტორიისთვის, თავისი რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.  მოგეხსენებათ, ჩვენი მდინარეები საკმაოდ მცირე ზომისაა, რელიეფი დახრილია და ინტენსიური ნალექების დროს მოკლე პერიოდში ხდება მოსული უხვი ნალექის კალაპოტში აკუმულირება, რასაც მოჰყვება წყალდიდობა, წყალმოვარდნების ფორმირება და განვითარება.
– ეს რამდენად მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სტიქიური თვალსაზრისით?
– რასაკვირველია, სტიქიური თვალსაზრისითაც ექნება გავლენა. ფაქტობრივად, ყოველ წელს უკვე, ფართომასშტაბური სტიქიური პროცესების განვითარებას აქვს ადგილი. მაგალითისთვის, შეგვიძლია, გავიხსენოთ ვერეს შემთხვევა. რაც შეეხება უშუალოდ მყინვარულ პროცესებს, ალბათ, გახსოვთ შარშან, მდინარე მესტიაჭალაზე მოხდა სტიქიური პროცესების განვითარება, რაც მყინვარულ პროცესთან იყო დაკავშირებული. ასევე, 2010 წელს გლდანის ხევის ადიდებას მოჰყვა ხიდის დაზიანება, რომელზეც ავტომანქანა გადაადგილებოდა. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ 2018 წელს ჭუბერში მომხდარი მოვლენები. მყინვარების უკან დახევასთან ერთად, იმატებს სტიქიური უბედურებებიც. ხდება ბუნებრივი ტბების ფორმირება, ამას თან ერთვის გაზაფხულის პერიოდში თოვლის დნობა, ნალექების განვითარება და საბოლოო ჯამში, ეს ერთობლივი პროცესები იწვევს სტიქიური მოვლენების განვითარებას. ამიტომ, როცა არის ინტენსიური ნალექი და ის გრძელდება  ნახევარი, ერთი ან ორი საათი, უნდა მოერიდოთ მდინარეებთან ახლოს გადაადგილებას.
– წყალმოვარდნების მართვა თუ არის შესაძლებელი? და ზოგადად, შეიძლებოდა იმ უბედურების თავიდან აცილება, რაც 13 ივნისის ღამეს მოხდა?
– ზოგადად, წყალმოვარდნების მართვა შესაძლებელია. სამწუხაროდ, იმ პერიოდისთვის არ გვქონდა დაკვირვების სისტემები. მარტო ჩვენ კი არა, განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ შესაძლებლობა, გათვალონ, რა პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი ამა თუ იმ ტერიტორიაზე, დროულად ამცნონ საზოგადოებას და თავიდან აიცილონ მსხვერპლი. ცხადია, თუ იქნებოდა დაკვირვების სისტემები, ეს საშუალებას მოგვცემდა, 13 ივნისის ტრაგიკული შედეგები აგვეცილებინა.
– ახლა თუ არის?
– 2016 წელს თბილისის მერიამ შეიძინა 6 ერთეული სადამკირვებლო სისტემა. ეს გახლავთ ნალექისა და წყლის დონის მზომები. ნალექმზომი გვაძლევს ინფორმაციას ნალექების ინტენსივობასთან დაკავშირებით და რამდენად სწრაფად მატულობს მდინარის დონე. ამასთან ერთად, გვაქვს წვდომა მეტეოროლოგიურ რადართან, რომელიც განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში და მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროა, რადგან აფიქსირებს ღრუბელში ტენის ინტენსივობას, რა რაოდენობის ნალექი შეიძლება, მოვიდეს და ასე შემდეგ. ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, თუ ჭარბი ნალექის განვითარებას ექნება ადგილი, გვაქვს იმის საშუალება, რომ დროულად ვიმოქმედოთ და არ მოხდეს ტრაგედია.
– ამბობენ, ზაფხულის დასაწყისი, სტიქიური მოვლენების განვითარების მხრივ, აქტიური პერიოდიაო.
– დიახ, ასეა. ამ მხრივ, მეტად საყურადღებოა აპრილის, მაისისა და ივნისის თვეები და ამ მხრივ, საქართველოს ტერიტორია რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი. ადიდება და წყალდიდობები ხდება ისეთ მდინარეებზე, რომლებიც სათავეს იღებენ მაღალმთიან ტერიტორიებზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც თოვლის დნობის დაწყებას თან ერთვის ნალექების ფორმირება. განსაკუთრებით აქტიური სტიქიური წყალმოვარდნის კუთხით, მაისი და ივნისია და ასევე, შემოდგომა.
– წყალმოვარდნების კუთხით, ახლა, ივნისის თვეში, რომელი ადგილი და რეგიონია საშიში და საყურადღებო?
– მტკვრის შესართავის გამო – თბილისის ტერიტორია,  იგივე ვერე,  ლეღვთახევი, დიღმის წყალი. მართალია, დიდი ხანია, ამ მდინარეებზე არ განვითარებულა სტიქიური მოვლენები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული, რომ ხვალ და ზეგ ეს არ მოხდება. ალბათ, ყველას გვახსოვს, ახლო წარსულში რა შედეგებიც მოიტანა ვერეს ადიდებამ. საყურადღებოა, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ალაზნის შესართავი მდინარეები, რომლებიც თავისი აუზის  ფართობით, არც თუ ისე დიდია, თუმცა, ივნისის პერიოდში ნალექების ინტენსივობა იმატებს.  რამდენიმე ადგილას, არც თუ ისე მასშტაბურად, უკვე იყო წყალმოვარდნის შემთხვევები. დასავლეთ საქართველოში ეს გახლავთ ზემო აჭარა, იმერეთი, ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ფაქტობრივად, დასავლეთის ტერიტორია ამ კუთხით უფრო საშიშია.
– უცხოელ სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ, წელს განსაკუთრებით ცხელი ზაფხული გველის წინ. რამდენად არის შეცვლილი კლიმატი საქართველოში და თუ გველის განსაკუთრებულად ცხელი დღეების გადატანა?
– მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, გაზრდილია ნალექების ინტენსივობის დონე, ასევე, მთავარი კლიმატური პარამეტრი გახლავთ ტემპერატურის მატება და ყოველ წელს, ყოველთვე რეკორდები იხსნება. უკანასკნელ წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება მომატებული ტემპერატურა, დაახლოებით, 1 გრადუსით. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ყოველწლიური არ გახლავთ, ეს გახლავთ შედარება, 30-წლიან სცენარებთან. რაც შეეხება წლევანდელ ზაფხულს, ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა იქნება. ასე რომ, მართლაც, ცხელი ზაფხული  გველოდება.

скачать dle 11.3