კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 წარმატებული ქირურგის უნიკალური ოპერაციები თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  წარმატებული ქირურგი მამუკა გონჯილაშვილი ქირურგების ოჯახში გაიზარდა და შესაბამისი პროფესიული არჩევანიც მარტივად გააკეთა. დღეს ქირურგია მისი ცხოვრების წესია. მისი სახელი არაერთ ურთულეს და ჩვენი ქვეყნის რეალობაში ინოვაციურ ოპერაციასთან ასოცირდება, რისთვისაც მუდმივად შემეცნების პროცესშია. უყვარს სიახლეები და ცდილობს, მაქსიმალურად აუწყოს ფეხი თანამედროვე მსოფლიო ქირურგიაში მიმდინარე პროცესებს.
  მამუკა გონჯილაშვილი: მშობლები ქირურგები მყავდა, მამაჩემი ძალიან ცნობილი და წარმატებული ქირურგი იყო, სხვა ინტერესი არ ჰქონია, სახლშიც სულ ქირურგიაზე საუბრობდა.  ადრეული ასაკიდან დავყავდი ოპერაციებზე და რამდენჯერმე სისხლიც კი გადავუსხი პაციენტებს. მერვე კლასში ვეზიარე ქირურგიას. მამა ყველანაირ პირობას მიქმნიდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი, ასეც მოვიქეცი  და დღეს ქირურგიის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
– როგორ გაიარეთ წარმატების გზა და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში როგორ მოხვდით?
– მაქვს მუშაობის გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთის სხვადასხვა კლინიკაში (იტალია, რუსეთი, გერმანია). 2011 წელს მივიღე შემოთავაზება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან, გადმოვედი და გავხსენი ქირურგიული განყოფილება. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ. საქართველოში პირველად, სწორედ, ამ კლინიკაში შესრულდა მთელი რიგი ოპერაციები. ვცდილობთ, ყველა ინოვაცია დავნერგოთ და შედეგად, ამ კლინიკაში დაირწა მეტაბოლური ქირურგიის აკვანი, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა.
– თქვენ ერთ-ერთმა  პირველებმა დაიწყეთ  ლაპარასკოპიული ქირურგიის აქტიური გამოყენებაც.
– დიახ, ჩვენთან ყველაზე ადრე მიექცა ყურადღება კუჭ–ნაწლავის ლაპარასკოპიულ ქირურგიას, ავითვისეთ  და დავნერგეთ ყველა ტიპის ლაპარასკოპიული ოპერაცია, რაც მუცლის ღრუში კეთდება. ჩვენთან ყველა ოპერაცია იწყება ლაპარასკოპიული მეთოდით და შეძლებისდაგვარად, ლაპარასკოპიულადავე მთავრდება. ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ ონკოქირურგიაში, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის ონკოლოგიაში და 2010 წლიდან საკმარისი მასალაც დაგროვდა იმისთვის, რომ ეს ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს იმ კლინიკებში, სადაც ეს მეთოდიკა ჯერ დანერგილი არ არის.
– რა მიმართულებით იყავით პიონერები და რა უნიკალური ოპერაციები კეთდება თქვენს განყოფილებაში?
– 2012 წელს ამიერკავკასიაში ჩვენ პირველებმა შევასრულეთ  შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის ქირურგიული მკურნალობა დაბალი BMI (სხეულის მასის ინდექსის) მქონე პაციენტებში. თავდაპირველად ამ ოპერაციას მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 14 ქირურგი ვასრულებდით. მოგეხსენებათ, დიაბეტის ორი ტიპი არსებობს, გენეტიკურ ფორმას ჩვენ არ ვეხებით, ხოლო შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, რომელსაც უფრო შეძენილი ხასიათი აქვს, ოპერაციულად ვებრძვით. ამ ოპერაციების დანერგვაში თურქეთს 1 თვით გავასწარით.
  ინდოეთში, იტალიაში, გერმანიაში ავიმაღლეთ კვალიფიკაცია და საბოლოოდ მივედით იმ დონეზე, რომ ამიერკავკასიაში პირველებმა 2018-2019 წლებში შევასრულეთ ლაპარასკოპიული პანკრიატიულ-დიოდენური რეზექცია პანკრეასის თავის კიბოს დროს და საყლაპავის მთლიანი ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება კუჭით კომბინირებული ენდოსკოპიური მეთოდით – თორაკოაბდომინოსკოპიით (გაჭრის გარეშე)  საყლაპავის კიბოს დროს. ეს არის ტოპოპერაციები მუცლის ღრუს ქირურგიაში და გუნდი, რომელიც ამ ოპერაციას ასრულებს ძალიან მაღალი კლასის სამედიცინო პერსონალად მიიჩნევა. აღნიშნულმა ოპერაციებმა საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყანათა რიგებში ჩააყენა.
  მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს უცხოელ კოლეგებთან. ვესწრებით კონფერენციებს და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს,  ვფიქრობ, ამის გარეშე წინსვლა გამორიცხულია. მთელი რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად ვაგრძელებთ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გამოვიგონეთ ღვიძლის რეზექციის საკუთარი გამარტივებული მეთოდი და მისი ეფექტიანობის დასადგენად მორფოლოგიის ინსტიტუტში ვატარებთ ექსპერიმენტებს.
– მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, დღეს ისევ ღელავთ ოპერაციის წინ?
– დამერწმუნეთ, მთელი ამ წლების მიუხედავად, ყოველი ოპერაციის წინ დღესაც ზუსტად ისე ვღელავ, როგორც მაშინ, როდესაც პირველად შევდიოდი ოპერაციაზე. დღემდე კარგად მახსოვს ის დღე, პაციენტის მდგომარეობა და მისი გვარიც კი. მაშინ  მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, შესაბამისად, ლიცენზია არ მქონდა, ამიტომ სხვისი მეთვალყურეობის ქვეშ ვმუშაობდი, მაგრამ იმდენი გამოცდილება მქონდა, რომ თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვიმუშავე.
– დღის განმავლობაში რამდენიმე ქირურგიული ჩარევა თქვენთვის უკვე ჩვეულებრივ რუტინად იქცა, თავისუფალ დროს რა არის თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ დრო არასდროს არის თუ არ გამონახე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეზე უზომოდ ვარ შეყვარებული,  მარტო სამსახური და სახლი ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, განტვირთვა აუცილებელია, რაც  საქართველოსთან, ბუნებასთან, ცხენოსნობასთან, ნადირობასთან,  მეგობრებთან ასოცირდება.  

скачать dle 11.3