კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ გაანეიტრალა ქართველმა პოდპოლკოვნიკმა ურანით მოვაჭრე თბილისში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დადგენილება #24
  1989 წლის 15 იანვარს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება სომხეთში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების შესახებ. პირველი ბლოკი 25 თებერვალს, ხოლო მეორე ბლოკი კი 18 მარტს შეაჩერეს და ატომურმა ელსადგურმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. ამის მიზეზი კი 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა იყო. მართალია, ელეტროსადგურმა ამ კატასტროფას გაუძლო, მაგრამ გაძლიერებული სეისმოაქტიურობისა და ატომური ელექტროსადგურის გამაგრების საჭიროების გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა დადგა. არასასურველ ბუნებრივ პირობებს არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც დაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ატომური ელექტროსადგურის დაცვა გაათმაგდა და მას საკავშირო უშიშროების სპეციალური ქვედანაყოფები იცავდნენ, მოსკოვმა გამდიდრებული ურანის ელექტროსადგურიდან გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო და იქ არსებული 10 კილოგრამი ურანი რუსეთში, ქალაქ არზამასში უნდა წაეღოთ. თუმცა 20 მარტს ატომურ ელექტროსადგურზე მისულმა კომისიამ აღმოაჩინა, რომ გამქრალი იყო 2 კილოგრამი გამდიდრებული ურანი.
მკვლელობების ჯაჭვი
მომხდართან დაკავშირებით 21 მარტს მოსკოვიდან ერევანში „კაგებეს“ სპეციალური საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი ჩაფრინდა და სასწრაფო გამოძიება დაიწყო. დაიკითხა ატომური ელექტროსადგურის მთელი პერსონალი. შემოწმდა ვიდეოჩანაწერები და გაირკვა, რომ ატომური ელექტროსადგურიდან 2 კილოგრამი გამდიდრებული ურანი საწყობის თანამშრომელმა სურენ ვოზგანიანმა გაიტანა. მას კი ამაში ხელი შეუწყო პოდპოლკოვნიკმა ვიქტორ პერეპიოლკინმა, რომელიც ელექტროსადგურების დაცვის ცვლის უფროსი იყო და ურანის დაკარგვის ღამეს მორიგეობდა. გაირკვა ისიც, რომ ამ საქმეში გარეული იყო საწყობის გამგე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი არმენ ანტონიანი. მაგრამ გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ ვოზგანიანი, პერეპიოლკინი და ანტონიანი მოკლულები იყვნენ. სამივე ერევნის გარეუბანში, ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოსახელოსნოში აღმოაჩინეს. სამივეს 2-2 ტყვია თავში ახლოდან ჰქონდა მორტყმული „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. სავარაუდოდ, მკვლელმა მათგან გამდიდრებული ურანის კონტეინერი მიიღო და სანაცვლოდ ფული უნდა გადაეცა, მაგრამ კვალის წაშლის მიზნით, სამივე ლიკვიდირებულ  იქნა.
საგანგებო რაზმი
1989 წლის მარტის მესამე დეკადა იდგა და გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ კულმინაციურ ფაზაში იყო შესული. ამიერკავკასია გამოღვიძებულ ვულკანს ჰგავდა და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, ფაქტობრივად, უკვე აღარც ემორჩილებოდნენ მოსკოვს. ამიტომ საბჭოეთის დედაქალაქიდან ამიერკავკასიაში უშიშროების საგანგებო საიდუმლო-ოპერატიული რაზმი  მიავლინეს, რომელსაც 34 წლის ქართველი პოდპოლკოვნიკი პავლე ჯაში მეთაურობდა. რაზმი 33 წევრისგან შედგებოდა და მათ უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში უწევდათ მოქმედება. მდგომარეობის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჯაშსა და მის ბიჭებს უფლება ჰქონდათ, საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედათ, მოსკოვთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე და ამ ოპერაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უპირობო ლიკვიდაციაც კი განეხორციელებინათ. ანუ, საგანგებო რაზმის წევრებს შეეძლოთ, ნებისმიერი ადამიანი გაეტაცათ, წამების გამოყენებით დაეკითხათ. რაზმის მებრძოლები უმაღლესი კატეგორიის სტანდარტებით იყვნენ მომზადებულები და შეიარაღებულები. მათ 23 მარტს უკვე საჭირო კვალი აიღეს და ვინმე არტურ ბაგდასარიანს დაასხდნენ კუდზე, რომელიც თბილისში გაემგზავრა.
უშიშროების „ტავარი“
არტურ ბაგდასარიანი ერევნის გარეუბანში მოკლული სურენ ვოზგანიანის ახლო მეგობარი იყო, რომელმაც 2 კილოგრამი ურანი მოიპარა. ბაგდასარიანი კოოპერატორი იყო. ლითონების მიმღებ-გამსაღებელი. შპს ჰქონდა და საქონელი თურქეთში გაჰქონდა. სპეცჯგუფი ურანთან დაკავშირებულ პირთა ყველა კავშირს სწავლობდა და ბაგდასარიანზე ამის მეშვეობით გავიდა. როგორც გაირკვა, ის თბილისში საკუთარი „ჟიგულით“ მარტო გაემგზავრა და როგორც თავად, ასევე, მისი ავტომობილიც „სუფთა“ იყო. ანუ, გზებზე შემმოწმებლებმა მას ვერაფერი აღმოუჩინეს. შემოწმება კი იმ პერიოდში, ჩვეულებრივ, ხშირად ტარდებოდა და ეჭვს არ იწვევდა. „ჟიგულით“ მოძრავ ბაგდასარიანს კუდზე თავად პავლე ჯაში ეჯდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ ბაგდასარიანი იყო. დევნამ ჯაში სამგორის რკინიგზის სადგურზე მიიყვანა, სადაც ბაგდასარიანი ერევნიდან გამოგზავნილ, თურქეთში გასატან ვაგონს დახვდა, რომელიც სხვადასხვა ლითონით იყო სავსე. ეჭვს აღარ იწვევდა, რომ 2 კილოგრამი ურანიც მათ შორის იქნებოდა დამალული. ამიტომ ბაგდასარიანი სამგორშივე აიყვანეს და ერთ-ერთ ვაგონში შეათრიეს დასაკითხად. თუმცა წამება არ დასჭირვებიათ. ის უმალვე გამოტყდა, რომ ურანი სუდანში დისლოცირებულ ტერორისტულ ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის უნდა გადაეცა, რომელიც თურქეთში გაიცნო და მილიონ ამერიკულ დოლარზე შეთანხმდნენ. ბაგდასარიანი თბილისიდან თურქეთში უნდა ჩასულიყო და ურანიც, სხვადასხვა ლითონთან ერთად, იქ უნდა გადაეტანა. თურქეთში კი მას სუდანელები დახვდებოდნენ. ურანი თბილისშივე ამოიღეს და რუსეთში გაგზავნეს. ბაგდასარიანიც მოსკოვში გადააფრინეს და კონტრდაზვერვას გადასცეს. დანარჩენი ინფორმაცია კი „კაგებემ“ თურქეთის უშიშროებას მიაწოდა და ტერორისტული ჯგუფის განეიტრალება უკვე იქ განხორციელდა.
ჯაშს წითელი ვარსკვლავის ორდენი და პოლკოვნიკობა უბოძეს.
скачать dle 11.3