კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№25 რა მიზეზით უწესებს კარმა ადამიანს „აღმზრდელობით სანქციებს“ და რით აიხსნება მუტაციური ვირუსების გავრცელება

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  კარმა, რომელიც საზღაურია ამქვეყნიური ქმედებებისთვის, ჩადენილი ცოდვებისა თუ შეცდომების გამო, „აღმზრდელობით სანქციას“ გვიწესებს სხვადასხვა დაავადების სახით. ეს კარმული დაავადებებია და როგორც წესი, საკმაოდ რთულად „გამოსასწორებელი სასჯელი“, რომლის დიაგნოსტირებაც კი უჭირთ ზოგჯერ ექიმებს, ანდა ისეთ უმძიმეს კატეგორიას განეკუთვნება, როგორიცაა: კიბო, შიდსი, კეთრი... თუ რა შემთხვევაში ეკისრება ადამიანს ეს  მძიმე კარმული „სანქცია“, ან როგორ ხდება მისი გამოსწორება, თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ბადრი კ.
- კარმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „საქმეს“, „მოქმედებას“, მაგრამ ითარგმნება, როგორც „მისაგებელი“, „საზღაური“, „სანაცვლოდ“, ასევე, შეიძლება ვუწოდოთ „ბედიც“. ამრიგად, ის საზღაურია კეთილი და ბოროტი საქმეების წილ, რასაც ყოველი ჩვენგანი მუდმივად თან დავატარებთ, როგორც ტვირთს ჩადენილი ცოდვებისა თუ მადლის გამო. ამიტომაცაა კარმაზე დამოკიდებული ადამიანის ბედი, მისი მომავალი. თავად კი, ბუნებრივია, ცდილობს პირადი კარმის გაუმჯობესებას, ტვირთის შემსუბუქებას და საბოლოოდ - ამ უღლის ანუ კარმის თავიდან მოშორებას, რადგან სულს უმძიმებს და დედამიწაზე ატყვევებს. კარმა მიზეზია ადამიანის სულის მოგზაურობისა სხეულიდან სხეულში, არსებიდან არსებაში, ანუ ეს წრეზე ბრუნვაა ახალ-ახალი დაბადებითა და გარდასახვით.
- როგორ ებრძვის „აღმზრდელობითი“ მიზნით მიღებულ კარმულ დაავადებას ადამიანი?
- ჩვეულებრივ ამ დროს მიმართავს ექიმს, მკურნალს ან თავისივე ინიციატივით სვამს წამალს, იტარებს საჭირო პროცედურებს. ანუ, იმის მაგივრად, რომ დაავადების  წარმოქმნის მიზეზი ეძებოს, ებრძვის ზეციურ ძალებს. ისინი კი მაგალითად, ეჭვიანობის გამოვლენის გამო თირკმელების დაავადებას გვიგზავნიან, პასუხად ჩვენ ექიმთან გავრბივართ, აბებს ვყლაპავთ და ასე ვაღწევთ თავს სენს, თუმცა ეჭვის ჭია არასად მიდის, ისევ ჩვენთან რჩება. ამიტომ ზებუნებრივი ძალა დაავადებას უფრო ამწვავებს, რომ ადრინდელივით იოლად არ დავიძვრინოთ თავი. სწორედ ამით აიხსნება მუდმივად ახალი დაავადებების გაჩენის ფაქტი, როგორიც მაგალითად, მუტაციური ვირუსების მსგავსი ინფექციებია, არაერთხელ რომ დაზაფრა კაცობრიობა. რაც უფრო იხვეწება მედიცინა, მით უფრო დიდი წარმატებით ებრძვის ზებუნებრივ ძალთა „სააღმზრდელო სანქციებს“. თავის მხრივ ზეძალაც არაფერს იშურებს, რომ უფრო „დახვეწოს ინსტრუმენტები“ (ავადმყოფობები) კაცობრიობის „აღსაზრდელად“. ამიტომაცაა აუცილებელი, გავიგოთ კონკრეტულად რომელ მცდარ შეხედულებასა თუ ქმედებას მოჰყვა ავადმყოფობა. ამის გამოთვლამ შეიძლება, ავადმყოფობისგანაც კი გვიხსნას, თანაც ყოველგვარი წამლისა და ექიმის გარეშე.
- შეიძლება, რომელიმე კარმული დაავადება დაბადებიდანვე დაჰყვეს ახალშობილს?
- ზოგს რომელიმე დაავადებისადმი მიდრეკილება დაბადებიდანვე დაჰყვება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში  აამოქმედებს მას ზებუნებრივი ძალა, თუ მისი მრწამსი და ბუნებრივი მიდრეკილებები „ჩარჩოებს გასცდა“ - ეს „აფეთქება“ ან გააღვიძებს მიყუჩებულ სენს ან ასე მდუმარე დარჩება მთელი ცხოვრება. მაგრამ შეიძლება, კონკრეტული დაავადებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება სულაც არ გქონიათ, მაგრამ შემდეგ, ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე აღმოგაჩნდათ. ეს ნიშნავს, რომ დაბადების შემდგომ შეგნებულად „დაიმსახურეთ“ ის („გამომუშავებული კარმა“). ამ დაავადებას თქვენი „აღზრდის“ მისია აკისრია.
- რომელი კარმული დაავადებაა მსუბუქი?
- ასეთია: კანის სხვადასხვა დაავადება (დერმატიტი, ეგზემა, დიათეზი...), სასუნთქი გზების დაავადებები და სხვა. პრინციპში, შესაძლებელია, ნებისმიერი ორგანო დაავადდეს - გამომდინარე იქიდან, როგორი იდეალიზაცია ჰქონდა ბავშვის სულს წარსულ ცხოვრებაში. სული მხოლოდ იმ შემთხვევაში განიკურნება, თუ გაარკვევთ, რა შეცდომები დაუშვით წინა ცხოვრებაში და შეძლებთ მის გამოსწორებას. სამწუხაროდ, არის მძიმე კარმული დაავადებებიც. თანდაყოლილი მძიმე დაავადებები ბავშვობიდანვე აინვალიდებს ადამიანს. დაბადებისთანავე გამოვლენილი ფიზიკური დეფექტები „აღზრდის მეთოდებზე“ მიუთითებს, რომელიც წინა ცხოვრებაში ძირითადი კარმული მოთხოვნების სერიოზული დარღვევებისთვის დაგეკისრა. მაგრამ, თუ ინვალიდი ცხოვრებაში სწორ გეზს აირჩევს და წარსულ წყენასაც დაივიწყებს, შეიძლება სამკურნალო პროცედურების ეფექტურობა ბევრად გაიზარდოს. ექიმს ხელს არავინ შეუშლის და ყველაფერს სწორად გააკეთებს ინვალიდის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის. თუმცა, სრული გამოჯანმრთელება მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში ელოდება.
- შესაძლებელია თუ არა კარმული დაავადების მკურნალობა?
- ამ ჯგუფის დაავადებები, საბედნიეროდ, არც ისე გავრცელებულია. თუმცა, თუ მაინც დაემართა ვინმეს, თავისი „აღმზრდელობითი მეთოდებით“ ცხოვრებას უწამლავს „აღსაზრდელს“. აუცილებელია, გაარკვიოთ, მართლა „აღზრდის პროგრამაში“ რომ ხართ „ჩართული“ და შეეშვით იდეალიზაციას, დაკავდით მედიტაციით ან სხვა გამწმენდი პროცედურებით. ბოლოს და ბოლოს, გახსენით კარმული კვანძი ან წარსულ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომა გამოასწორეთ. ამის შემდეგ მიმართეთ ოფიციალურ მედიტაციას ან მკურნალს, რომელიც ფიზიკურ სხეულზე მუშაობს, მაგალითად, როგორიცაა, ჰომეოპათიური ან მანუალური თერაპიის სპეციალისტი. ასე რომ, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, თუ უცებ რაღაც აგტკივდათ, ექიმები კი მხოლოდ ხელებს შლიან და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. დაავადება სხეულში ბალანსის დარღვევის სიგნალია. ნერვული დაბოლოებები კი გვატყობინებენ, რომ ორგანიზმში, მის გარკვეულ ნაწილზე რაღაც ისე არ მიდის. ტკივილი მხოლოდ ჯანსაღი ნერვული რეაქციაა, რომელსაც სურს, გვითხრას: „ეი, ძვირფასო, არის რაღაც, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო“. და თუ მას ასე არ მოეპყრობით, ან ტკივილს აბებით გაიყუჩებთ, თქვენი ქვეცნობიერი ტკივილს უფრო გააძლიერებს. სწორედ ტკივილია სიგნალი, რომლის საშუალებითაც ქვეცნობიერი ცდილობს, ჩვენზე იზრუნოს, რასაც გარკვეული პოზიტიური მიზანი აქვს - გვატყობინებს, რომ რაღაც ისე არ არის. ამიტომაც უნდა მოეპყროთ მას „პატივისცემით“. საერთოდ, სანამ მკურნალობას შეუდგებით, შეცვალეთ დამოკიდებულება ავადმყოფობისადმი: არ მოექცეთ მას როგორც რაღაც ცუდს, თუნდაც დიაგნოზი სასიკვდილო იყოს. ნუ იჩქარებთ თქვენი ორგანიზმისა და დაავადების გალანძღვას. შეეშვით სენთან ომს. პირიქით, დაავადების გამო მადლობა უთხარით უფალსა და საკუთარ ქვეცნობიერს. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოიქეცით ასე და დაძლევთ განსაცდელს.

скачать dle 11.3