კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ქმარს ღალატი იმიტომ ვაპატიე, რომ ჩემი იმიჯი დამეცვა

ნინო კანდელაკი ხათუნა, 38 წლის.

  ყველგან და ყოველთვის გამორჩეული გოგო ვიყავი. ამისთვის, გარეგნობაც მიწყობდა ხელს, ნიჭიც და ოჯახიშვილობაც. სულ ვცდილობდი ყურადღების ცენტრში ყოფნას, ყველგან პირველობა მინდოდა. სკოლაც წარჩინებით დავამთავრე, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე და საკმაოდ კარგ სამსახურშიც ისე მიმიღეს, არავის გავლენა და დახმარება არ დამჭირვებია. თუმცა, არც ეს გამიჭირდებოდა. ერთი სიტყვით, გარეგნობასთან ერთად, წარმატებულიც ვიყავი და ვცდილობდი, საქმროდ ისეთი მამაკაცი ამერჩია, მე რომ შემეფერებოდა. ისე გავთხოვდი, სიყვარულით დავფრინავდი-მეთქი, ვერ გეტყვით, თუმცა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი – ჩემი საქმრო თანამდებობის პირი იყო, თავის საქმეში წარმატებული და მამაკაცური. ეს გააზრებული და დაგეგმილი ქორწინება იყო. მშვიდად ვეგუებოდი იმას, რომ ჩემი ქმარი, თითქმის მთელ დროს სამსახურში ატარებდა და გამორიცხული იყო სადმე წავსულიყავით სასეირნოდ, კაფეში ან პარკში. ჩვენი გასვლა მხოლოდ რესტორანში საქმიანი ვახშამი გახლდათ. მოკლედ რომ ვთქვა, არასტანდარტული ოჯახი გვქონდა, რაღაცნაირად დისტანციური, მოკრძალებული ურთიერთობით. არც სასიყვარულო სიურპრიზებს ვუკეთებდით ერთმანეთს და არც რომანტიკულ საღამოებს ვუწყობდით. ავტორიტეტზე, საქმეზე და შვილების სწავლა-განათლებაზე ვიყავით ორიენტირებული. ბევრს ჩვენი ოჯახური თანაცხოვრების შურდა. თუმცა, ამაოდ. ეს მხოლოდ გარეგნული იმიჯი იყო, თორემ სახლში არც სიყვარული იგრძნობოდა და არც თბილი ცოლქმრული დამოკიდებულება. ჩემი ქმრის პერანგიც კი არ მქონდა გაუთოებული, მისთვის სადილ-ვახშამი კი არა, საუზმეც არ მომიმზადებია. ყველაფერს დამხმარე ქალი აკეთებდა. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა – მისი მდივანი გოგონა.. სახლში გვიან მოსულს ხშირად ასდიოდა ქალის სუნამოს სუნი. რამდენიმეჯერ, კისერზე კოცნის კვალიც შევამჩნიე. თვალს ვიბრმავებდი, არ მინდოდა, გონებაში დამეშვა, რომ ჩემ გარდა სხვა ქალთანაც ექნებოდა კავშირი. როგორც გითხარით, მთელი ცხოვრება მხოლოდ ჩემს იმიჯზე, ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე ვზრუნავდი, მაგრამ, ამასთან ერთად, თურმე, ქმართან სასიყვარულო ურთიერთობაზეც უნდა მეფიქრა. სანამ ჩემი ქმრის მძღოლის მანქანა ერთ-ერთი რესტორნის წინ ჩემი თვალით არ ვნახე, მანამდე ვერ ვუშვებდი, რომ საყვარელი ჰყავდა. თურმე, სახლში სამსახურის საქმეების  გამო კი არა, იმ გოგოს გამო აგვიანებდა. ზოგადად, გვიან გარეთ არ გავდივარ და თუ რამე მინდა, დამხმარე ქალს მოაქვს, მაგრამ იმ საღამოს, ბავშვს სიცხემ აუწია. ექიმს რომ დავურეკე და წამალი ჩამაწერინა, ძიძა უკვე წასული იყო. ჩავიცვი, მივუჯექი მანქანის საჭეს და რომელ აფთიაქშიც მივედი, არსად ჰქონდათ. ბოლოს დიღმის ერთ-ერთ აფთიაქში გამიშვეს და სანაპიროზე რომ მივდიოდი, მაშინ შევამჩნიე ჩემი ქმრის მძღოლი. მანქანა გავაჩერე, გადავედი და რომ ვკითხე: აქ ვის ელოდები-მეთქი, დაიბნა. რესტორანში შევვარდი და იქ გამოვიჭირე მდივანთან ერთად. არც სკანდალი ამიტეხავს და არც გაშორებაზე მიფიქრია. ისევ ჩემს ავტორიტეტს და ოჯახის იმიჯს გავუფრთხილდი. ცივილურად დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ მისი ეს ქმედება ორივეს გვაზიანებდა. შეიძლება, ბევრმა თქვას, როგორ აპატიე შეურაცხოფა და სხვა ქალთან ყოფნაო, მაგრამ არავის ვათქმევინებ, რომ მეორეხარისხოვანი ვარ და ქმარი მღალატობს, ამიტომ ეს საქმეც მშვიდად, აყალმაყალის გარეშე ჩაიფარცხა. ის მდივანი გაათავისუფლა და მე კი დღესაც მისი ცოლი მქვია. დიახ, იმიტომ ვაპატიე ღალატი, რომ ჩემი იმიჯი დამეცვა. ვაღიარებ, რთულია უსიყვარულოდ ცხოვრება, მაგრამ მომწონს, როცა ამაყად დავდივარ. არავინ იცის ჩემს გულში რა ტრიალებს და როგორ მინდა, მეც მანებივრებდეს ქმარი რომანტიკული ღამეებით, მაგრამ გარშემო მყოფების გადმოსახედიდან, ბედნიერი და წარმატებული ქალი ვარ. რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

скачать dle 11.3