კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ძალიან მიყვარს ვერცხლისა და სპილენძის სამკაულები. არადა, როცა ვიკეთებ, შავდება. რითი გავწმნიდო, რომ კვლავ ძველი ფერი დავუბრუნო და ვიხმარო?
პასუხი: თუ თქვენი ბეჭედი ან ნებისმიერი სხვა სამკაული შავდება, აუცილებლად სცადეთ მისი გაპრიალება მარილისა და ძმრის ნარევით. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ, ვერცხლისა და სპილენძის სამკაულები კვლავ ძველებურად იბრწყინებს.
კითხვა: დილით, სამსახურში წასვლის წინ, მიყვარს ჯერ მაკიაჟის გაკეთება და შემდეგ ტანსაცმლის მორგება. ამის გამო მაისურზე რჩება პომადის ლაქები, რომელიც ძნელად ამოდის და თან, გამოცვლის დროც აღარ მაქვს ხოლმე. რას მირჩევთ?
პასუხი: თუ მაისური პომადით დაგესვარათ, ნუ ინერვიულებთ, უბრალოდ წაუსვით ვაზელინი და რამდენიმე წუთში ლაქა გაქრება.
კითხვა: არ მიყვარს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, რადგან მგონია, გარუჯვისას სასურველ შედეგს ვერ ვიღებ. ეს პრობლემას შემიქმნის? სახეზე პატარა ცხიმგროვები მაქვს.
პასუხი: მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელია. ოღონდ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ დოზა. ასევე, თუ სახეზე ცხიმგროვების პრობლემა გაქვთ, გამოიყენეთ, არაზეთოვანი კრემი, SPF შემცველობით.
კითხვა: ყოველდღიურად ვისვამ ტუშს და ვგრძნობ, რომ წამწამები, თითქოს, გამიუხეშდა და შემითხელდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ძველი ტუშის ფუნჯი გაასუფთავეთ, დაიტანეთ მასზე ვაზელინი და როგორც ტუში, წაისვით სუფთა წამწამებზე ძილის წინ და შედეგი არ დააყოვნებს.
კითხვა: მინდა, კბილები სახლის პირობებში გავითეთრო. თუ არის რაიმე უსაფრთხო და მარტივი რეცეპტი.
პასუხი: კბილების უსაფრთხოდ და ეფექტურად გათეთრებაში საჭმლის სოდა დაგეხმარებათ. აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ახლად გამოწურული წვენი ან წყალი. კარგად აურიეთ და მიღებული პასტისებური მასით ჩვეულებისამებრ გაიხეხეთ კბილები. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ზომიერება, რათა ემალი არ დაიზიანოთ.


скачать dle 11.3