კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№25 მარტივი ნიღბები მშრალი და დანაოჭებული კანისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თუ მშრალი და დანაოჭებული სახის კანი გაქვთ, ნაადრევად ნუ შეეგუებით. ასეთ კანს ძალიან უხდება ბანანისა  და ხაჭოს ნიღბები, რომლის მომზადებაც, საკმაოდ მარტივია:
* ბანანი გასრისეთ ჩანგლით, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ კი ცივი წყლით. გაიკეთეთ ეს ნიღაბი ყოველდღე ან დღეგამოშვებით, დაახლოებით, 20–ჯერ და აშკარად დაინახავთ კანზე დადებით ცვლილებებს.
* 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 სუფრის კოვზი არაჟანი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი. წაისვით სახეზე და შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ასაკში შესულ ადამიანებს გამოადგებათ, რადგან სახის კანს ახალგაზრდულ იერსახეს და ელასტიკურობას უბრუნებს.
* ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და 1 სუფრის კოვზი დასრესილი ბანანი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ კი – ცივით. თუ გსურთ, სახის კანი გახალისდეს, გასუფთავდეს და ელასტიკურობა დაიბრუნოს, ეს ნიღაბი  კვირაში 3-ჯერ, საღამოობით გაიკეთეთ.
* 2 სუფრის კოვზ ხაჭოს  შეურიეთ 2 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია ნაოჭების შესამცირებლად.
ბანანისგან და კენკრისგან კი შეგიძლიათ, ცხიმიანი კანის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონი მოამზადოთ:
* 1 სუფრის კოვზ გასრესილ ბანანის რბილობს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი მარწყვი, 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი შავი მოცხარი და კარგად გადაურიეთ, ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ და დაასხით 300 გრამი არაყი. გააჩერეთ 8-10 დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ ნორმალური და ცხიმიანი კანის გასაწმენდად. გამოყენებამდე ლოსიონი გააზავეთ წყალში, პროპორციით 1/ 3-ზე წყალში, რათა კანი არ გამოაშროს.
  ბანანის, ხაჭოსა და ლიმონის ნაოჭების საწინააღმდეგო, სახის კანის ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ნივთოერებებით „გამოსაკვები“, კანის გადასაჭიმი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტური ნიღაბი, ნებისმიერი ტიპის და ასაკის კანისთვის: 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი რძე, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი დააბლენდერეთ, წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია არა მარტო სახისთვის, არამედ დეკოლტესა  და კისრის ზონებში წასასმელადაც. კარგი იქნება, თუ ამ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ გაიკეთებთ.
скачать dle 11.3